სანაგა
სანაგა ფრანგ. Sanaga | |
---|---|
ხიდი სანაგაზე ქალაქ ედეაში | |
ქვეყანა |
კამერუნი |
სათავე | 6°42′03″ ჩ. გ. 14°11′56″ ა. გ. / 6.70083° ჩ. გ. 14.19889° ა. გ. |
სათავის მდებარეობა |
ქალაქ მეიგანგადან დაახლოებით 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მბერეს დეპარტამენტის ჩრდილოეთი, ადამავის რეგიონი |
სათავის სიმაღლე | ≈1050 მ |
შესართავი |
ბიაფრის ყურე 3°33′34″ ჩ. გ. 9°39′08″ ა. გ. / 3.55944° ჩ. გ. 9.65222° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | სანაგა-მარიტიმის დეპარტამენტი, სანაპირო რეგიონი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 918 კმ |
აუზის ფართობი | 129 212 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
სანაგა ვიკისაწყობში |
სანაგა (ფრანგ. Sanaga) (ზედა დინებაში ჯერემი (დიერემი) ფრანგ. Djerem) — მდინარე კამერუნის ცენტრალურ ნაწილში. მიედინება სანაპირო, ცენტრალური, აღმოსავლეთის და ადამავის რეგიონების ტერიტორიებზე.
მორფომეტრია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოქმნილია მდინარე ჯერემის და მდინარე ლომის ერთმანეთთან შეერთების შემდეგ. მდინარის სიგრძე ჯერემთან ერთად შეადგენს 918 კმ-ს[1], ხოლო მის გარეშე 525 კმ-ს. წყალშემკრები აუზის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 130—135 ათას კმ²-ს[1].
ჰიდროგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათავეს იღებს ადამავის პლატოს ცენტრალური ნაწილის სამხრეთში, დაახლოებით 3 კმ-ით სამხრეთით დასახლებულ პუნქტ გარგიდან, 20 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მბერეს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ცენტრ მეიგანგადან, ზღვის დონიდან დაახლოებით 1050 მეტრ სიმაღლეზე.
შუა დინებაში მდინარეზე არსებობენ ჭორომები და ჩანჩქერები. რამდენიმე განშტოებით ჩაედინება ბიაფრის ყურეში დაახლოებით 50 კმ-ით სამხრეთით ქალაქ დუალიდან, ქმნის ფართე ესტუარს.
შენაკადები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე უფრო დიდი შენაკადებია:
- მარცხენა: ლომი, ჩაედინება სანაგაში შესართავამდე 525 კმ-ში;
- მარჯვენა: მბამი, ჩაედინება სანაგაში შესართავამდე ≈230 კმ-ში.
წყლის რეჟიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე სანაგა წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში, მდინარეული ჩამონადენი საკმაოდ შესამჩნევად იზრდება შემოდგომით; ზედაპირული ჩამონადენი მხოლოდ წვიმისეული წარმოშობისაა. წყლის რეჟიმის ტიპი — ეკვატორული. წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს დაახლოებით 2000 მ³/წმ-ს, მაქსიმალური — 6950 მ³/წმ-ს, მინიმალური — 234 მ³/წმ-ს[1].
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე სანაგა პირობითი ბუნებრივი საზღვარია, რომელიც ორ ეკორეგიონს ჰყოფს ერთმანეთისგან: ატლანტის ეკვატორული სანაპირო ტყეები (სამხრეთში) და კროს-სანაგა-ბიოკოს სანაპირო ტყეები (ინგლ. Cross-Sanaga-Bioko coastal forests) (ჩრდილოეთში)[2].
სამეურნეო გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე სანაგას კვეთავს რამდენიმე მთავარი სარკინიგზო ხაზი და ავტომაგისტრალი.
1891 წელს ქალაქ ედეაში მდინარე სანაგაზე გერმანელმა კოლონიზატორებმა ააშენეს ხიდი, მოგვიანებით ასევე აშენდა სარკინიგზო ხიდი; ეს ხიდები მდინარე სანაგაზე სანაპირო რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში (1980-იან წლებამდე) იყვნენ ერთადერთები. ასევე ქალაქ ედეადან სიახლოვეს მდინარე სანაგაზე მდებარეობს ჰიდროელექტროსადგური, რისი საშუალებითაც ქალაქი ედეა გახდა პირველი ელექტროფიცირებული ქალაქი კამერუნში.
ქალაქ ედეას ქვემოთ მდინარე სანაოსნოა. კაშხალი და წყალსაცავი ქალაქ მბაკაუსთან არეგულირებს მდინარეულ ჩამონადენს.
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარის ნაპირების გასწვრივ მდებარეობს ბევრი დასახლებული პუნქტი, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდია შესართავიდან დაახლოებით 70 კმ-ში მდებარე ქალაქი ედეა.