შინაარსზე გადასვლა

სამცხე-ჯავახეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სამცხე-ჯავახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ახალციხე
შიდა დაყოფა ადიგენის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′00″ ჩ. გ. 43°16′00″ ა. გ. / 41.58333° ჩ. გ. 43.26667° ა. გ. / 41.58333; 43.26667
სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი[1]
დაარსდა 1995
ფართობი 6413 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 155 900 (2017) კაცი
სიმჭიდროვე 25,03 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 50,5 %
ქართველები 48,3 %
რუსები 0,4 %
ბერძნები 0,3 %
ოსები 0,2 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 45,24 %
გრიგორიანები 39,95 %
კათოლიკეები 9,36 %
მუსლიმები 3,78 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://samtskhe-javakheti.gov.ge/

სამცხე-ჯავახეთის მხარე — მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.

მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 160 504 (2014)[4], მათ­გან 48,28 % ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი იყო, 50,52 % კი სო­მე­ხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 24,6 კაცს.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • 1994 - ვლადიმერ ბაქრაძე
  • 1998 - გიგლა ბარამიძე
  • 2002 - თემურ მოსიაშვილი
  • 2003 - გელა კვარაცხელია
  • 2004 - ნუგზარ პარუნაშვილი
  • 2004 - ნიკო ნიკოლოზიშვილი
  • 2005 - გიორგი ხაჩიძე
  • 2008 - ლაშა ჭკადუა
  • 2012 - ივანე წიკლაური
  • 2013 - აკაკი მაჭუტაძე
  • 2018 - კახა სამხარაძე
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[6] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
სამცხე-ჯავახეთი 213 329 231 593 227 676 238 750 240 300 207 598 160 504 158 700 157 200 155 900
ადიგენის 19 593 20 272 20 278 21 284 21 500 20 752 16 462 16 400 16 400 16 300
ასპინძის 11 265 12 494 12 264 13 262 13 200 13 010 10 372 10 500 10 500 10 500
ახალქალაქის 62 977 69 992 68 234 69 256 71 500 60 975 45 070 44 200 43 500 42 900
ახალციხის 50 420 51 907 49 836 54 747 54 700 46 134 38 895 39 200 39 300 39 400
ბორჯომის 37 010 39 661 40 796 41 266 41 500 32 422 25 214 25 300 25 300 25 200
ნინოწმინდის 32 064 37 267 36 268 38 935 37 900 34 305 24 491 23 100 22 200 21 500

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. georgia-religion2014
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
  6. Georgia division