შინაარსზე გადასვლა

დიორდ დე ჰევეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიორდ დე ჰევეში
უნგრ. Hevesy György
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1885(1885-08-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[11]
გარდ. თარიღი 5 ივლისი, 1966(1966-07-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] (80 წლის)
გარდ. ადგილი ფრაიბურგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[11]
დასაფლავებულია კერეპეში
მოქალაქეობა  უნგრეთი
 შვედეთი
საქმიანობა ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა, ნილს ბორის ინსტიტუტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და Piarist Gymnasium of Budapest
ნათესავ(ებ)ი Sigismond Schossberger და Johanna Bischitz von Heves
ჯილდოები ნილს ბორის საერთაშორისო ოქროს მედალი, კოპლის მედალი[12] , ფარადეის ლექციის პრიზი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] და ბელის მედალი

დიორდ დე ჰევეში (ასევე ცნობილი როგორც გეორგ ჩარლზ დე ჰევეში ან გეორგ კარლ ფონ ჰევეში უნგრ. Hevesy György, გერმ. Georg Karl von Hevesy, დ. 1 აგვისტო 1885, ბუდაპეშტი — გ. 5 ივლისი, 1966, ფრაიბურგი) — ებრაელი ქიმიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1943). 1923 წელს ჰოლანდიელ ფიზიკოს დ. კოსტერთან ერთად აღმოაჩინა ჰაფნიუმი.

უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1939), [16] გერმანიის ნატურალისტთა აკადემიის "ლეოპოლდინას" (1960) და პაპის მეცნიერებათა აკადემიის (1961) წევრი.

დაიბადა მდიდარ ებრაულ ოჯახში, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი . 1908 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერსიტეტი. ბუდაპეშტის ( 1918 ), კოპენჰაგენის ( 1920 - 1926, 1934 - 1943 ), ფრაიბურგის ( 1926 - 1934 ) და სტოკჰოლმის უნივერსიტეტიების ( 1943 ) პროფესორი.

მეორე მსოფლიო ომის დროს იყო კოპენჰაგენის ნილს ბორის ინსტიტუტის მკვლევარი. როდესაც გერმანიის ჯარები შევიდნენ დანიაში და დაიკავეს დედაქალაქი 1940 წლის აპრილში, დე ჰევეშიმ გერმანელი ფიზიკოსების მაქს ფონ ლაუსა და ჯეიმზ ფრანკის ოქროს ნობელის მედლები სამეფო წყალში გახსნა, რათა ისინი ოკუპანტებისგან დაემალა. ფონ ლაუ და ფრანკი გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების ოპოზიციაში იყვნენ და თავიანთი მედლები მიაბარეს ნილს ბორს, რათა თავიდან აეცილებინათ მათი კონფისკაცია გერმანიაში, სადაც ნობელის მედლის მიღება და ტარება აკრძალული იყო მას შემდეგ, რაც ნაციონალ-სოციალისტების მოწინააღმდეგე კარლ ფონ ოსიეცკიმ 1935 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია . ომის დასრულების შემდეგ, დე ჰევეშიმ ოქრო ხსნარიდან გამოყო და გადასცა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას, რომელმაც დაამზადა ახალი მედლები ლაუესა და ფრანკისთვის.

რადიოიზოტოპების პირველი გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს ახალგაზრდა სტუდენტი ჰევეში, რომელიც მანჩესტერში მუშაობდა რადიოაქტიურ მასალებზე, სიღარიბის გამო ჰოსტელში ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ჰევეშს გაუჩნდა ეჭვი, რომ საერთო საცხოვრებლის კაფეტერია საჭმლის მოსამზადებლად იყენებდა საკვების ნარჩენებს, თანაც სავარაუდოდ, ზოგჯერ საკმაოდ ძველს. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად მან მორჩენილ კერძს დაუმატა მცირე რაოდენობით რადიოაქტიური მასალა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მსგავსი კერძი მიაწოდეს, მან აიღო ნიმუში და მარტივი ელექტროსკოპის გამოყენებით დაადასტურა საკუთარი ვარაუდი, რომ საკვები რადიოაქტიური იყო. ეს საინტერესო ამბავი ხშირად გამოიყენება მაგალითად და მიუთითებს მეცნიერის საგამომძიებლო ბუნებაზე, მაგრამ ჰევეში ამავე დროს დაკავებული იყო ამ სფეროში უფრო სერიოზული კვლევებით, კერძოდ, ქიმიური პროცესების შესასწავლად ნიშანდებული ატომების (იზოტოპური ინდიკატორები) გამოყენებით. [17]

ძირითადი სამუშაოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1913 — წარადგინა იზოტოპური ინდიკატორების მეთოდი (ნიშანდებული ატომები), ფრიდრიხ პანეტთან ერთად მისი გამოყენება ბიოლოგიური კვლევისთვის.
  • 1922 წელი — დირკ კოსტერთან ერთად ჰაფნიუმის აღმოჩენა.
  • 1936 — უნგრელ ქიმიკოს ს. ლევისთან ერთად პირველად გამოიყენეს აქტივაციის ანალიზი.

დამსახურების აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ნობელის პრემია ქიმიაში ( 1943 ) — „იზოტოპების ნიშანდებული ატომების გამოყენებისათვის ქიმიური პროცესების შესასწავლად“
  • კოპლის მედალი (1949)
  • ფარადეის ლექცია (1950)
  • კოტენიუსის მედალი (1959)
  • პრემია "მშვიდობიანი ატომისთვის" ( 1959 ).

2009 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონში მდებარე კრატერს მეცნიერის საპატივსაცემოდ უწოდა ჰევეში.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  6. 6.0 6.1 Dansk Biografisk Lexikon
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116785179 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  13. The Nobel Prize in Chemistry 1943Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 168.
  16. Hevesy; George Charles de (1885 - 1966)[მკვდარი ბმული](ინგლისური)
  17. The uses of radiotracers in the life sciences. Thomas J Ruth 2009 Rep. Prog. Phys. 72 016701 (23pp) doi: 10.1088/0034-4885/72/1/016701