ფიფა-ს წლის ფეხბურთელი
ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year) — ყოწელწლიური ჯილდო, რომელსაც გადასცემდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალს და მამაკაცს. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდებოდა ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება ჰქონდა დაესახელებინა სამი პიროვნება და მიენიჭებინა მათთვის 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე.
ჯილდო 1991 წლიდან ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2010 წლიდან ფიფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება. ამ პერიოდში ქალ ფეხბურთელებს კვლავ ძველებური სახით გადასცემდნენ ჯილდოს. 2016 წლიდან ფიფა-მ კვლავ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.
გამარჯვებულები ვაჟთა შორის
გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით
ცხრილი მოცემულია გამარჯვებულების ეროვნების მიხედვით
ქვეყანა | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი | |
---|---|---|---|---|
1 | ბრაზილია | 8 (1994, 1996, 1997, 1999, 2002, 2004, 2005, 2007) | 4 (1993, 1997, 1998) | 3 (2000, 2003, 2006) |
2 | საფრანგეთი | 3 (1998, 2000, 2003) | 4 (1991, 2003, 2004, 2006) | 2 (1997*, 2002) |
3 | პორტუგალია | 2 (2001, 2008) | 2 (2000, 2009) | 1 (2007) |
4 | იტალია | 2 (1993, 2006) | 1 (1995) | 1 (1994) |
5 | არგენტინა | 1 (2009) | 2 (2007, 2008) | 1 (1999) |
6 | გერმანია | 1 (1991) | 1 (2002) | 2 (1992, 1995) |
7 | ლიბერია | 1 (1995) | 1 (1996) | 0 |
8 | ნიდერლანდები | 1 (1992) | 0 | 2 (1993, 1997*) |
9 | ინგლისი | 0 | 3 (1999, 2001, 2005) | 2 (1991, 1996) |
10 | ბულგარეთი | 0 | 2 (1992, 1994) | 0 |
11 | ესპანეთი | 0 | 0 | 3 (2001, 2008, 2009) |
12 | ხორვატია | 0 | 0 | 1 (1998) |
12 | უკრაინა | 0 | 0 | 1 (2004) |
12 | კამერუნი | 0 | 0 | 1 (2005) |
* როდესაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა თანაბარი ქულებით
გამარჯვებულები ქალთა შორის
Player | 1st | 2nd | 3rd |
---|---|---|---|
Marta | 5 (2006, 2007, 2008, 2009, 2010) | 4 (2005, 2011, 2012, 2014) | 2 (2004, 2013) |
Birgit Prinz | 3 (2003, 2004, 2005) | 5 (2002, 2007, 2008, 2009, 2010) | — |
Mia Hamm | 2 (2001, 2002) | 2 (2003, 2004) | — |
Abby Wambach | 1 (2012) | 1 (2013) | 2 (2011, 2014) |
Homare Sawa | 1 (2011) | — | — |
Nadine Angerer | 1 (2013) | — | — |
Nadine Keßler | 1 (2014) | — | — |
Carli Lloyd | 1 (2015) | — | — |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ფიფა-ს წლის ფეხბურთელის დაჯილდოება ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე
- ფიფა-ს წლის ფეხბურთელი — rsssf.com
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |