შინაარსზე გადასვლა

კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:55, 8 სექტემბერი 2018-ის ვერსია, Rezo1515 (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: {{Subst:l}}{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბა...)

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
Caroline von Brandenburg-Ansbach
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი
კორონაცია: 11 ოქტომბერი, 1727
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 1727
მმართ. დასასრული: 20 ნოემბერი, 1737
წინამორბედი: ჯორჯ დანიელი
მემკვიდრე: შარლოტა მეკლენბურგ-სტერლიცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 მარტი, 1683
დაბ. ადგილი: ანსბახი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1737, (54 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
დაკრძ. ადგილი: 17 დეკემბერი, 1737, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი
მეუღლე: ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
შვილები: ფრედერიკი, უელსის პრინცი
ანა, ორანჟის პრინცესა
ამელია
ქეროლაინი
ჯორჯ უილიამი
უილიამი, კამბერლენდის ჰერცოგი
მერი, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია
ლუიზა, დანიის დედოფალი
სრული სახელი: ვილჰელმინა შარლოტა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: იან ფრიდრიხი, ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფი
დედა: ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელი

კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი (გერმ. Caroline von Brandenburg-Ansbach, ინგლ. Caroline of Brandenburg-Ansbach; დ. 1 მარტი, 1683, ანსბახი, საღვთო რომის იმპერია — გ. 20 ნოემბერი, 1737, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი 1727-1737 წლებში როგორც ჯორჯ II-ის მეუღლე.

იგი იყო ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფ იან ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელის ქალიშვილი. კაროლინა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც ორივე მხრიდან დაობლდა, რის გამოც იგი მამის ბიძაშვილის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია შარლოტა პრუსიელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდა. პრუსიის სამეფო კარზე მან საოცარი განათლება მიიღო და მალევე ძალიან დაახლოვდა სოფია შარლოტასთან, რომლისგანაც მიიღო ლიბერალური და ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა.

კაროლინა ძალიან ცდილობდა აღმზრდელთათვის იმედები არ გაეცრუებინა და კარგი საპატარძლო ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ესპანეთის შესაძლო მეფემ და ავსტრიის ერცჰერცოგმა კარლ VI-მ უარი თქვა მასზე დაქორწინებაზე, იგი დააქორწინეს დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ზე. ქორწინებიდან მათ სულ რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან შვიდმა სრულწლოვანებამდე მიაღწია.

1714 წლიდან კაროლინა სამუდამოდ გადასახლდა ბრიტანეთში სადაც ქმრის სტატუსიდან გამომდინარე, იგი უელსის პრინცესა გახდა. როგორც უელსის პრინცესა, იგი მხარს უჭერდა თავის ქმარს მეფე ჯორჯ I-ის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარებაში. 1717 წელს კაროლინა და მისი მეუღლე სამეფო კარიდან გააძევეს. კაროლინამ სამეფო კარზე ბევრი მოკავშირე გაიჩინა, მათ შორის პოლიტიკოსი რობერტ უოლპოლი, რომლის წყალობითაც 1720 წელს სახალხოდ მოხდა მეფე ჯორჯ I-ის, კაროლინასა და მისი ქმრის შერიგება.

1727 წელს ტახტზე მისი მეუღლე ჯორჯ II ავიდა, რითაც კაროლინა სამი სახელმწიფოს დედოფალი და ქვეყნის უძლიერესი ქალი გახდა. კაროლინასა და ჯორჯის უფროსი ვაჟი ფრედერიკი უელსის პრინცი გახდა, თუმცა ტახტზე ასვლა მან ვერასდროს შესძლო. ისევე როგორც თავის დროზე კაროლინასა და ჯორჯს ჰქონდათ მეფესთან პრობლემები, ასევე იყო მათი ვაჟი ფრედერიკი და მისი მეუღეც, რომელთა საბოლოოდ დაშოშმინება კვლავ რობერტ უოლპოლმა მოახერხა. დედოფალ კაროლინას დიდი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკაზე, იგი მხოლოდ რამდენიმე რეფორმის გატარებისას ჩაერია ქმრის საქმეში. როდესაც იგი გარდაიცვალა, 1737 წელს, მას მთელი არისტოკრატია მწარედ გლოვობდა, ჯორჯი კი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გლოვობდა მას, რის გამოც მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ადრეული ცხოვრება

კაროლინა დაიბადა 1683 წლის 1 მარტს ანსბახში. იგი იყო ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფ იან ფრიდრიხისა და მისი მეორე ცოლის, ლანდგრაფინია ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელის ქალიშვილი. მამამისი იყო ერთ-ერთი ყველაზე პატარა გერმანული ქვეყნის მმართველი. იგი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაშინ როცა კაროლინა მხოლოდ 3 წლის იყო. კაროლინა დედამისთან ერთად მის მშობლიურ ეისნახში დაბრუნდნენ, ტახტზე კი კაროლინას უფროსი ძმა ავიდა. 1692 წელს კაროლინას დედა, ელეანორა ერდმურტა მეორედ გათხოვდა საქსონიის კურფიურსტ ვილჰელმ ფრიდრიხზე და მასთან გადავიდა დრეზდენში. ელეანორას თან შვილების წაყვანის ნება არ დართეს, რის გამოც მცირეწლოვანი კაროლინას დატოვება მოუხდა, თუმცა მისი მეორე ქორწინება უამისოდაც საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა. ქორწინებიდან ორ წელიწადში ელეანორას მეორე მეუღლეც დაიღუპა, თუმცა იგი კვლავ დრეზდენში დარჩა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1696 წელს. ორივე მხრიდან დაობლებული კაროლინა და მისი ძმა ფრიდრიხი კვლავ ანსბახში დაბრუნდნენ, სადაც ტახტზე მათი ნახევარ-ძმა იჯდა. კაროლინას თავის ნახევარ ძმასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც იგი თავის ბიძასთან, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ის სამეფო კარზე გადასახლდა ბერლინში. მალევე მასზე მეურვეობა მიიღეს ფრიდრიხ I-მა და მისმა ცოლმა, დედოფალმა სოფია შარლოტა პრუსიელმა, რომელიც მანამდე კაროლინას დედის ახლო მეგობარი იყო.

განათლება

1701 წელს ფრიდრიხი და სოფია შარლოტა პრუსიის ტახტზე ადიან. დედოფალი სოფია შარლოტა იყო ჰანოვერის ქვრივი დედოფლის, სოფია პფალცელის ქალიშვილი და ჰანოვერის მოქმედი მეფე ჯორჯ I-ის და. დედოფალი ცნობილი იყო თავისი ინტელიგენტი, ძლიერი, ლიბერალური და ჰუმანისტური ხასიათით. თავად დედოფალი სოფია ზრუნავდა კაროლინას განათლებაზე. იგი ხასიათით და მსოფლმხედველობით სწორედ მას დაემსგავსა, თუმცა მიუხედავად დიდი მუშაობისა კაროლინას მთელი ცხოვრების მანძილზე საშინელი ხელწერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავისი ცოცხალი გონების წყალობით იგი ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, როგორც სხვადასხვა მეცნიერებებს, ისე უცხო ენებს. მან და დედოფალმა ძალიან მჭიდრო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს მთელი ცხოვრების მანძილზე, რის გამოც ბევრი კაროლინას სოფია შარლოტას სუროგატ ქალიშვილად მოიხსენიებდა, რადგან იგი მას საკუთარი შვილივით ზრდიდა. ერთხელ, როცა კაროლინამ ბერლინი დატოვა და ანსბახში დროებით გაემგზავრა, დედოფალმა განაცხადა, რომ ბერლინი მის გარეშე უდაბნოს ჰგავდა.

ქორწინება

უელსის პრინცესა

დედოფალი და რეგენტი

ბოლო წლები

ტიტულები და გერბი

შვილები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში