თავისუფალი დემოკრატები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 61: | ხაზი 61: | ||
'''პარტიის გამგეობა:''' |
'''პარტიის გამგეობა:''' |
||
*გამგეობის თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე |
|||
⚫ | |||
*გამგეობის წევრი - ალექსი პეტრიაშვილი |
|||
⚫ | |||
*გამგეობის წევრი - შალვა შავგულიძე |
|||
⚫ | |||
*გამგეობის წევრი - ლევან იზორია |
|||
⚫ | |||
⚫ | |||
⚫ | |||
⚫ | |||
⚫ | |||
16:45, 11 იანვარი 2010-ის ვერსია
{{{პარტიის სახელი}}} | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ირაკლი ალასანია |
ისტორია | |
დაფუძნდა | 16 ივლისი, 2009 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს პოლიტიკური პარტია, რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს; დაფუძნდა 2009 წლის 16 ივლისს. პარტიის ბირთვს შეადგენს პოლიტიკური გუნდი, რომლის პრეზენტაციაც ალასანიამ 2009 წლის იანვარში გააკეთა. პარტია ჩვენი დემოკრატები არის წევრი სამსუბიექტიანი პოლიტიკური ალიანსისა "ალიანსი საქართველოსთვის" (ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია).
22 სექტემბერს ალიანსმა განაცხადა, რომ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე ალიანსის ლიდერს, ირაკლი ალასანიას, წარადგენს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ - ყოფილ სახალხო დაცველს - სოზარ სუბარს.[1]
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”
პარტიის ძირითადი ფასეულობები და პრინციპები
ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, როგორც თავისუფალი პიროვნება. პიროვნების თავისუფლების, მისი უფლებების დაცვის მაქსიმალურად უზრუნველყოფა შესაძლებლად მიგვაჩნია ერთიანი, ძლიერი, სუვერენული საქართველოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში. თითოეული ჩვენგანი მსოფლმხედველობით თავისუფალი დემოკრატია, ჩვენი პარტია კი თავისუფალ დემოკრატთა ერთობას წარმოადგენს.
ძირითადი ფასეულობები
თავისუფალი დემოკრატებისათვის მთავარ ფასეულობას ადამიანი, მისი ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოს მთავარ ამოცანად პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, მისი კეთილდღეობისათვის საჭირო პირობების შექმნა გვესახება.
სახელმწიფო უნდა ანიჭებდეს მოქალაქეებს იმის სრულ გარანტიას, რომ მათი უფლებები და თავისუფლება სხვა ადამიანების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეუხებელი იქნება. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც თითოეული ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებათა რეალიზება არ გამოიწვევს სხვათა უფლებების, საზოგადოების თუ სახელმწიფოს ინტერესების ხელყოფას.
თავისუფალ დემოკრატთა მიზანია ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ელემენტების – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების დაცვა.
თავისუფალ დემოკრატებს ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებლად გვესახება ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის და საყოველთაო სამართლიანობის დამყარების გზით.
ჩვენი მსოფლმხედველობა ეროვნულ ტრადიციებს ეფუძნება. ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია ქვეყნის განვითარების ძირითად პრინციპს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
სწორედ აღნიშნული ფასეულობების მქონე სამართლებრივ სახელმწიფოშია შესაძლებელი ერთიანობის მყარი გრძნობით გამსჭვალული საზოგადოების არსებობა, რომლის თითოეული წევრის თავისუფლება ჰარმონიულად ერწყმის საერთო სახელმწიფო ინტერესებს.
მმართველობის ფორმა
თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანა ძლიერი და დამოუკიდებელი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ხელისუფლების ისეთი სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებული და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში ან რომელიმე თანამდებობის პირის ხელში. ამგვარ სისტემად თავისუფალ დემოკრატებს გვესახება საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი პარლამენტითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით. შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შორის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა.
ჩვენი მიზანია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. ეს ის ძირეული პრინციპებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაუჩენს და გაუმყარებს საკუთარი სახელმწიფოს, როგორც სამართლიანობის გარანტის მიმართ ნდობას და პატივისცემას და განაპირობებს მათ შეგნებულ მზაობას კანონმორჩილებისათვის.
ეკონომიკა
პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდა; უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; ახალი სამუშაო ადგილებისა და გარანტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კერძო საკუთრების ინსტიტუტების გაძლიერება და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა. პირადი ინიციატივის და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა ძლიერი საშუალო ფენის წარმოქმნას განაპირობებს.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მთავარ პრიორიტეტად ვსახავთ ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.
საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე. საქართველოს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, სწრაფი რეაგირების მობილური პროფესიული არმია, უნდა ჰქონდეს ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის სისტემები.
თავისუფალ დემოკრატებს გვსურს თავისუფლება და ხალხის მმართველობა თავად ხალხისათვის. ჩვენ ჭეშმარიტი დემოკრატია გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის ყოველი მოქალაქის უფლებები თანაბრად და განუხრელად იქნეს დაცული; გვჭირდება იმისთვის, რომ თავისუფალმა ხალხმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქვეყანა და დაუბრკოლებლად განავითაროს ეკონომიკა, იცხოვროს ძლიერ, ერთიან და სამართლიან სახელმწიფოში.
პარტიის გამგეობა:
- გამგეობის თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე
- გამგეობის წევრი - ვიქტორ დოლიძე
- გამგეობის წევრი - ალექსი პეტრიაშვილი
- გამგეობის წევრი - ნინო გოგუაძე
- გამგეობის წევრი - შალვა შავგულიძე
- გამგეობის წევრი - გიორგი ჩიქოვანი
- გამგეობის წევრი - ლევან იზორია
- გამგეობის წევრი - ირაკლი ჩიქოვანი