რობერტ ბარანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
რობერტ ბარანი დაიბადა ვენაში, უნგრელი ებრაელის ოჯახში 1876 წელს. მის მომავალ ინტერესებზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მარია ჰოკმა, რომელიც ცნობილი პრაღელი მეცნიერის ქალიშვილი იყო. ბარანის მედიცინისადმი ინტერესი გაუღვივა ასევე ბავშვობაში გადატანილმა ძვლის ტუბერკულოზმა, რომელმაც შეუქცევადად დაუზიანა მუხლის სახსარი. მიუხედავად ამისა ბარანი მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებული იყო ტენისით და მთებში მოგზაურობით. |
რობერტ ბარანი დაიბადა ვენაში, უნგრელი ებრაელის ოჯახში 1876 წელს. მის მომავალ ინტერესებზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მარია ჰოკმა, რომელიც ცნობილი პრაღელი მეცნიერის ქალიშვილი იყო. ბარანის მედიცინისადმი ინტერესი გაუღვივა ასევე ბავშვობაში გადატანილმა ძვლის ტუბერკულოზმა, რომელმაც შეუქცევადად დაუზიანა მუხლის სახსარი. მიუხედავად ამისა ბარანი მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებული იყო ტენისით და მთებში მოგზაურობით. |
||
ბარანიმ 1900 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა მაინის ფრანკფურტსა და ფრაიბურგში განაგრძო, ვენაში დაბრუნების შემდეგ კი, 1903 წელს, მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ყურის კლინიკაში ოტოლოგიის ერთ-ერთი პიონერთან, ადამ პოლიტცერთან. 1909 წელს გახდა იმავე უნივერსიტეტის ლექტორი ოტოლოგიაში. იკვლევდა წონასწორობის ფიზიოლოგიასა და დარღვევებს, შექმნა ვესტიბულური აპარატის დაავადებების ახალი სადიაგნოსტიკო კვლევები, ნათხემის ფუნქციის შეფასების მეთოდები და განსაზღვრა წონასწორობის დარღვევების დიაგნოსტიკაში მათი მნიშვნელობა. I მსოფლიო ომის დროს ქირურგად მუშაობდა ავსტრიის არმიაში, 1914 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ნობელის პრემიაც ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მიენიჭა. ბარანის დაჯილდოებას ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ასე გამოეხმაურა: „თავის დროზე ბარანის მოწაფედ აყვანაზე უარი ვუთხარი რადგან ძალზედ არანორმალურად მეჩვენებოდა. მისთვის ნობელის პრემიის გადაცემამ აღმიძრა სევდიანი ფიქრები თუ რაოდენ უმწეოა ადამიანი ხალხისგან სათანადო პატივისცემის მიღების საქმეში“. 1916 წელს შვედეთის სამეფო სახლის წევრის, პრინც კარლის და წითელი ჯვრის შუამდგომლობით ბარანი რუსეთის მთავრობამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მეცნიერს კუთვნილი პრემია სტოკჰოლმში გადასცეს. |
ბარანიმ 1900 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა მაინის ფრანკფურტსა და ფრაიბურგში განაგრძო, ვენაში დაბრუნების შემდეგ კი, 1903 წელს, მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ყურის კლინიკაში ოტოლოგიის ერთ-ერთი პიონერთან, ადამ პოლიტცერთან. 1909 წელს გახდა იმავე უნივერსიტეტის ლექტორი ოტოლოგიაში. იკვლევდა წონასწორობის ფიზიოლოგიასა და დარღვევებს, შექმნა ვესტიბულური აპარატის დაავადებების ახალი სადიაგნოსტიკო კვლევები, ნათხემის ფუნქციის შეფასების მეთოდები და განსაზღვრა წონასწორობის დარღვევების დიაგნოსტიკაში მათი მნიშვნელობა. I მსოფლიო ომის დროს ქირურგად მუშაობდა ავსტრიის არმიაში, 1914 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ნობელის პრემიაც ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მიენიჭა. ბარანის დაჯილდოებას ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ასე გამოეხმაურა: „თავის დროზე ბარანის მოწაფედ აყვანაზე უარი ვუთხარი რადგან ძალზედ არანორმალურად მეჩვენებოდა. მისთვის ნობელის პრემიის გადაცემამ აღმიძრა სევდიანი ფიქრები თუ რაოდენ უმწეოა ადამიანი ხალხისგან სათანადო პატივისცემის მიღების საქმეში“. 1916 წელს შვედეთის სამეფო სახლის წევრის, პრინც კარლის და წითელი ჯვრის შუამდგომლობით ბარანი რუსეთის მთავრობამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მეცნიერს კუთვნილი პრემია სტოკჰოლმში გადასცეს. ვენაში დაბრუნებულს ავსტრიელმა კოლეგებმა პლაგიარიზმსა და სამეცნიერო გულგრილობაში. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბარანი გაამართლა. მეცნიერმა ვენის უნივერსიტეტი დატოვა და შვედეთში გადასახლდა. 1917 წლიდან ასწავლიდა უფსალის უნივერსიტეტში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკას განაგებდა. 1926 წელს აირჩიეს სრულ პროფესორად. იყო აქტიური პაციფისტი. სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რამაც ნაწილობრივი პარალიზი და მტანჯველი ტკივილები გამოიწვია. გარდაიცვალა უფსალაში 1936 წელს, 59 წლის ასაკში. მისი სამივე შვილი ექიმი და მეცნიერი იყო, შვილიშვილი ანდერს ბარანი კი ფიზიკოსია და ერთხანს ნობელის ფიზიკის კომიტეტის მდივანი იყო. |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
18:49, 25 ივნისი 2020-ის ვერსია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Kober. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: ივნისი 25, 2020. სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1647 დღე. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
რობერტ ბარანი | |
---|---|
უნგრ. Róbert Bárány | |
დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1876[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ვენა[9] [1] |
გარდ. თარიღი | 8 აპრილი, 1936[9] [10] [2] [3] [11] [4] [5] [6] [7] [8] (59 წლის) |
გარდ. ადგილი | უფსალა[10] [11] |
დასაფლავებულია | ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[12] |
მოქალაქეობა |
ცისლეიტანია შვედეთი ავსტრია |
საქმიანობა | ექიმი[1] [13] , ნეირომეცნიერი, პროფესორი, otologist[1] და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი და უფსალის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[1] |
ხელმოწერა | |
რობერტ ბარანი (უნგრ. Róbert Bárány; დ. 22 აპრილი, 1876, ვენა — გ. 8 აპრილი, 1936, უფსალა) — ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი. იკვლევდა ვესტიბულური აპარატის ფიზიოლოგიას და პათოლოგიას. გამოიგონა ვესტიბულური აპარატის გამოსაკვლევად მბრუნავი სკამი, ე. წ. ბარანის სავარძელი, დაამუშავა საფეთქლის ძვლის, ლაბირინთისა და შუბლის წიაღის ოპერაციების ორიგინალური მეთოდები. 1914 წელს ლაბირინთოლოგიაში გამოკვლევებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია.
ბიოგრაფია
რობერტ ბარანი დაიბადა ვენაში, უნგრელი ებრაელის ოჯახში 1876 წელს. მის მომავალ ინტერესებზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მარია ჰოკმა, რომელიც ცნობილი პრაღელი მეცნიერის ქალიშვილი იყო. ბარანის მედიცინისადმი ინტერესი გაუღვივა ასევე ბავშვობაში გადატანილმა ძვლის ტუბერკულოზმა, რომელმაც შეუქცევადად დაუზიანა მუხლის სახსარი. მიუხედავად ამისა ბარანი მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებული იყო ტენისით და მთებში მოგზაურობით.
ბარანიმ 1900 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა მაინის ფრანკფურტსა და ფრაიბურგში განაგრძო, ვენაში დაბრუნების შემდეგ კი, 1903 წელს, მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ყურის კლინიკაში ოტოლოგიის ერთ-ერთი პიონერთან, ადამ პოლიტცერთან. 1909 წელს გახდა იმავე უნივერსიტეტის ლექტორი ოტოლოგიაში. იკვლევდა წონასწორობის ფიზიოლოგიასა და დარღვევებს, შექმნა ვესტიბულური აპარატის დაავადებების ახალი სადიაგნოსტიკო კვლევები, ნათხემის ფუნქციის შეფასების მეთოდები და განსაზღვრა წონასწორობის დარღვევების დიაგნოსტიკაში მათი მნიშვნელობა. I მსოფლიო ომის დროს ქირურგად მუშაობდა ავსტრიის არმიაში, 1914 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ნობელის პრემიაც ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მიენიჭა. ბარანის დაჯილდოებას ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ასე გამოეხმაურა: „თავის დროზე ბარანის მოწაფედ აყვანაზე უარი ვუთხარი რადგან ძალზედ არანორმალურად მეჩვენებოდა. მისთვის ნობელის პრემიის გადაცემამ აღმიძრა სევდიანი ფიქრები თუ რაოდენ უმწეოა ადამიანი ხალხისგან სათანადო პატივისცემის მიღების საქმეში“. 1916 წელს შვედეთის სამეფო სახლის წევრის, პრინც კარლის და წითელი ჯვრის შუამდგომლობით ბარანი რუსეთის მთავრობამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მეცნიერს კუთვნილი პრემია სტოკჰოლმში გადასცეს. ვენაში დაბრუნებულს ავსტრიელმა კოლეგებმა პლაგიარიზმსა და სამეცნიერო გულგრილობაში. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბარანი გაამართლა. მეცნიერმა ვენის უნივერსიტეტი დატოვა და შვედეთში გადასახლდა. 1917 წლიდან ასწავლიდა უფსალის უნივერსიტეტში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკას განაგებდა. 1926 წელს აირჩიეს სრულ პროფესორად. იყო აქტიური პაციფისტი. სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რამაც ნაწილობრივი პარალიზი და მტანჯველი ტკივილები გამოიწვია. გარდაიცვალა უფსალაში 1936 წელს, 59 წლის ასაკში. მისი სამივე შვილი ექიმი და მეცნიერი იყო, შვილიშვილი ანდერს ბარანი კი ფიზიკოსია და ერთხანს ნობელის ფიზიკის კომიტეტის მდივანი იყო.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Holmgren G. (unspecified title) — გვ. 716.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Who Named It?
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Deutsche Biographie — München BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001.
- ↑ 9.0 9.1 Барани Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 ჰოლმგრენი გ. (unspecified title) — გვ. 716.
- ↑ 11.0 11.1 Uppsala domkyrkoförsamlings kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/ULA/11632/F/15 (1935-1942), bildid: 00150932_00071, sida 68
- ↑ Barany, ROBERT — Svenskagravar.se.
- ↑ http://www.nndb.com/edu/734/000068530/
|