ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
GiorgiXIII (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
(არ არის ნაჩვენები 13 მომხმარებელთა 9 შუალედ ვერსიებში) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ინფოდაფა ხატი |
{{ინფოდაფა ხატი |
||
|სახელი |
|სახელი = ივერიის ღვთისმშობლის ხატი |
||
|ორიგინალი |
|ორიგინალი = პორტაიტისა |
||
|შექმნა= |
|შექმნა = |
||
|ტიპი |
|ტიპი = [[ოდიგიტრია]] |
||
|გამოსახულება |
|გამოსახულება = Iveron.jpg |
||
|ზომა |
|ზომა = 250px |
||
|ხატის ზომა = |
|ხატის ზომა = |
||
|დღესასწაული |
|დღესასწაული = 12 თებერვალი, 31 მარტი, 12 ოქტომბერი |
||
|ადგილი |
|ადგილი = [[ათონის ივერთა მონასტერი]] |
||
}} |
}} |
||
'''ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი''', იგივე Panagia Portaitissa ({{lang-el|παναγια πορταιτισσα}} „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]] არსებულ [[ათონის ივერთა მონასტერი|ივერიის მონასტერში]]. ათონის მთაზე ხატი [[999]] წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია [[ლუკა მახარებელი|წმ. ლუკა მახარებლის]] მიერ. |
'''ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი''', იგივე Panagia Portaitissa ({{lang-el|παναγια πορταιτισσα}} „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]] არსებულ [[ათონის ივერთა მონასტერი|ივერიის მონასტერში]]. ათონის მთაზე ხატი [[999]] წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია [[ლუკა მახარებელი|წმ. ლუკა მახარებლის]] მიერ. მართლმადიდებელთა მიერ ხატი აღიარებულია, როგორც „[[სასწაულთმოქმედი]]“. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება [[ოდიგიტრია]]ს ([[ბერძნ.]] Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარევი. ივერიის ხატი [[27 აპრილი|27 აპრილს]] გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე [[ბრწყინვალე შვიდეული]]ს [[სამშაბათი|სამშაბათსაა]] დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით [[ლიტანია]] იმართება [[ეგეოსის ზღვა|ზღვის]] სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა [[გაბრიელ ქართველი|გაბრიელმა]] გამოაბრძანა იგი და [[ლიტურღია]] აღესრულება. ეკლესია ხატის ხსნებას დღესასწაულობს [[12 თებერვალი|12 თებერვალს]], [[31 მარტი|31 მარტს]], [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. |
||
== ისტორია == |
== ისტორია == |
||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან [[ათონი|ათონზე]] გადასახლდა და [[ბერი|ბერად]] აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა. |
ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან [[ათონი|ათონზე]] გადასახლდა და [[ბერი|ბერად]] აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა. |
||
არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ [[ივერიის სავანე|ივერიის სავანიდან]], რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა [[999]] წელს [[აიონ-ოროსი|ათონის მთის]] აღმოსავლეთ სანაპიროსთან. [[აღდგომა|აღდგომის]] მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა [[ღირსი გაბრიელ ხატმიმრქმელი|გაბრიელ ბერმა]], რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა [[ბრწყინვალე შვიდეული]]ს სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად [[ეკლესია]] |
არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ [[ივერიის სავანე|ივერიის სავანიდან]], რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა [[999]] წელს [[აიონ-ოროსი|ათონის მთის]] აღმოსავლეთ სანაპიროსთან. [[აღდგომა|აღდგომის]] მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა [[ღირსი გაბრიელ ხატმიმრქმელი|გაბრიელ ბერმა]], რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა [[ბრწყინვალე შვიდეული]]ს სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესიაში]] შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენიმეჯერ განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭის მცველად“. ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და მიტომ ხატს ასევე ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი [[კანდელი]]. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი [[ქაიხოსრო ჯაყელი]]ს საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე: {{ციტატა| ''ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.''}} |
||
== ასლები<ref>არასრული ჩამონათვალი.</ref> == |
== ასლები<ref>არასრული ჩამონათვალი.</ref> == |
||
ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
=== ივერიის-მოზდოკში === |
=== ივერიის-მოზდოკში === |
||
{{მთავარი|მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი}} |
{{მთავარი|მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი}} |
||
ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ [[ |
ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ [[ქართველები|ქართველ]] [[თამარ მეფე|მეფე თამარს]], რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ [[კავკასია|კავკასიის]] მთიელთა შორის [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებას ცდილობდა. მრავალი [[ჩერქეზები|ჩერქეზი]] წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. [[XIII საუკუნე|თამარის დროიდან]] [[1768]] წლამდე [[ხატი]] იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა. [[1768]] წელს [[იმპერატრიცა]] [[ეკატერინე II]] განკარგულებით მთიანი [[ოსეთი]]ს მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან [[თერგი]]ს გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს. [[1798]] წელს [[მოზდოკი|მოზდოკში]], გამოჩინების ადგილას აიგო ეკლესია, სადაც ხატი იქნა დაბრძანებული. ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, [[1840]] წელს, როცა შამილი [[მოზდოკი|მოზდოკთან]] იყო მისული, მას და მის ჯარს [[ღვთისმშობელი|თეთრად მოსილი ქალი]] გამოეცხადა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა. |
||
=== ივერიის - ნიჟნი-ნოვგოროდში === |
=== ივერიის - ნიჟნი-ნოვგოროდში === |
||
ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
=== ივერიის - სოფრონიევის უდაბნოში === |
=== ივერიის - სოფრონიევის უდაბნოში === |
||
[[1713]] წელს, [[სოფრონიევოს უდაბნო]]ს დამაარსებლის სერაპიონის დროს, [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] საგანგებო გამოცხადების გამო სუმსკის ატამანმა ლუკიანე კონსტანტინოვმა [[ |
[[1713]] წელს, [[სოფრონიევოს უდაბნო]]ს დამაარსებლის სერაპიონის დროს, [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] საგანგებო გამოცხადების გამო სუმსკის ატამანმა ლუკიანე კონსტანტინოვმა [[მონასტერი|მონასტერს]] ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. მისი დაწვრილებითი [[მატიანე]] ამოკვეთილია დიდ, მრგვალ [[ვერცხლი]]ს კიოტზე, რომელშიც წმინდა ხატია ჩაბრძანებული. დღესასწაულიც ბრწყინვალე შვიდეულის [[სამშაბათი|სამშაბათს]] აღესრულება. ხატის ჭედურობა [[მარგალიტი|მარგალიტებითა]] და პატიოსანი თვლებითაა შემკული, ხოლო გვირგვინი [[ბრილიანტი|ბრილიანტებითაა]] მოოჭვილი. ის სამეუფო კართან კიოტშია მოთავსებული, კიოტს გარს შვიდი [[მინანქარი|მომინანქრებული]] ხატი აქვს შემოვლებული. ”დაუჯდომლების” გალობის დროს წმინდა ხატს თაყვანისსაცემად ძირს უშვებენ. |
||
=== ივერიის - სმოლენსკში === |
=== ივერიის - სმოლენსკში === |
||
ხაზი 45: | ხაზი 45: | ||
=== სიონის === |
=== სიონის === |
||
[[1989]] წელს დაიწერა და [[ათონის მთა|ათონის მთიდან]] [[საქართველო]]ში ჩამობრძანდა ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც [[ |
[[1989]] წელს დაიწერა და [[ათონის მთა|ათონის მთიდან]] [[საქართველო]]ში ჩამობრძანდა ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც [[სიონის ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] მოათავსეს. [[1999]] წლის დეკემბერში, როდესაც ხატი პერანგში უნდა ჩაესვათ, იგი გახსნეს და მინა მოაცილეს რა დროსაც დაფიქსირდა სასწაული: ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად გადავიდა. |
||
=== ბოდბის === |
=== ბოდბის === |
||
ხაზი 52: | ხაზი 52: | ||
=== სამთავროს === |
=== სამთავროს === |
||
კიდევ ერთი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა იმყოფება [[ |
კიდევ ერთი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა იმყოფება [[სამთავროს მონასტერი|მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში]]. ამ ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა, რომლის თანახმადაც ხატი დაწერილია [[ათონის მთა|ათონის წმინდა მთაზე]], [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტერში]], [[1919]] წელს. ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ილიამ, [[სქიმონაზონი|სქიმონაზონ]] მაკარის კურთხევითა და ვინმე პავლე ჯაფარიძის თხოვნით დააწერინა წმინდა ხატი და შესწირა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს: ''„განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.“'' |
||
== ივერიის ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობა საქართველოსთვის == |
|||
[[ფაილი:MamaGabrieliXati.jpg|thumb|right|200px]] |
|||
{{ღვთისმშობლის ხატები}} |
|||
ივერიის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ცნობილია [[მამა გაბრიელი]]ს მოწოდება ქართველი ერისადმი: |
|||
{{ციტირება|”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?” |||გაბრიელ ბერი}} |
|||
== იხილეთ აგრეთვე == |
== იხილეთ აგრეთვე == |
||
* [[ანჩისხატი (ხატი)|ანჩისხატი]] |
* [[ანჩისხატი (ხატი)|ანჩისხატი]] |
||
* [[აწყურის ღვთისმშობლის ხატი]] |
* [[აწყურის ღვთისმშობლის ხატი]] |
||
* [[ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები]] |
* [[ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები]] |
||
* [[ათონის ივერთა მონასტერი]] |
* [[ათონის ივერთა მონასტერი]] |
||
ხაზი 73: | ხაზი 64: | ||
== რესურსები ინტერნეტში == |
== რესურსები ინტერნეტში == |
||
* {{en icon}} [http://www.macedonian-heritage.gr/Athos/MonasteryImages/iveron/PAREKKLISI.html ივერიის მონასტერი] |
* {{en icon}} [http://www.macedonian-heritage.gr/Athos/MonasteryImages/iveron/PAREKKLISI.html ივერიის მონასტერი] |
||
* {{ka}} [http://www.orthodoxy.ge/khatebi/iveriis.htm ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი] |
* {{ka}} [http://www.orthodoxy.ge/khatebi/iveriis.htm ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი] |
უკანასკნელი რედაქცია 04:59, 16 ოქტომბერი 2023-ის მდგომარეობით
ივერიის ღვთისმშობლის ხატი
| |
პორტაიტისა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
ხატწერის ტიპი | ოდიგიტრია |
დღესასწაულის თარიღი | 12 თებერვალი, 31 მარტი, 12 ოქტომბერი |
შენახვის ადგილი | ათონის ივერთა მონასტერი |
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მართლმადიდებელთა მიერ ხატი აღიარებულია, როგორც „სასწაულთმოქმედი“. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება ოდიგიტრიას (ბერძნ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარევი. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. ეკლესია ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავად გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ამ დროისათვის, ნიკეის ახლოს - საკუთარ სახლში ერთი მდიდარი და ღვთისმოსავი ქვრივი ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებინათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს. მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა. მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისა, ხოლო თვით ხატი - ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ, იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისაკენ გასცურა.
ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.
არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომის მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა გაბრიელ ბერმა, რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენიმეჯერ განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭის მცველად“. ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და მიტომ ხატს ასევე ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:
ასლები[1]
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსკოვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივერიის ღმრთისმშობლის ხატის რამდენიმე ცნობილი ასლი არსებობს: რუსული (1648), რომელიც დაბრძანებული იყო ნიკოლო-პერერვინსკის მონასტერში, მოსკოვში. მონასტერი დაანგრიეს 1917, ხოლო ხატის ადგილმდებარეობა გაურკვეველია. რუსეთის პატრიარქის ალექსეი II კურთხევით დაიწერა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახალი ასლი, რომელიც 1995 წ. დააბრძანეს კრემლთან, ივერიის სამრეკლოში.
ნოვგოროდის გუბერნიაში, ივერიის მამათა მოანსტერში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივერიის სასწაულმოქმედი ხატი ათონის ივერთა მონასტრიდან მოსკოვში 1648 წლის 13 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს. ის მოსკოვში აღდგომის კარიბჭესთან სპეციალურად მისთვის აგებულ სამლოცველოში მოათავსეს. მისი ზუსტი ასლი, რომელიც ნოვგოროდის გუბერნიაში ივერიის მამათა მონასტერიში იმყოფება, XVII საუკუნეშია დაწერილი. მის კიდეებზე გამოსახულია 12 მოციქული, ზემოთ ორი ანგელოზი და ბერძნული წარწერა: ივერიის კარიბჭისმცველი. ხოლო ღვთისმშობლის მარჯვენა მხარეს ასევე ბერძნულად წერია: მწყალობელი. პატრიარქი ნიკონი ამ ხატისადმი დიდ სასოებას განიცდიდა და მის შესამკობად პირად ქონებას არ იშურებდა. პერანფი მთლიანად მოვარაყებული ოქროსია, მასზედ ალმასები, იაგუნდები და მარგალიტებია დაბნეული. ღირებულება იმ დროში, თვით პატრიარქ ნიკონის თქმით, ორმოცი ათასს აჭარბებდა.
ივერიის-მოზდოკში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა. 1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს. 1798 წელს მოზდოკში, გამოჩინების ადგილას აიგო ეკლესია, სადაც ხატი იქნა დაბრძანებული. ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს, როცა შამილი მოზდოკთან იყო მისული, მას და მის ჯარს თეთრად მოსილი ქალი გამოეცხადა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა.
ივერიის - ნიჟნი-ნოვგოროდში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტად მნიშვნელოვანი, სიწმინდედ შერაცხილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი ნიჟნი-ნოვგოროდში, საკათედრო ტაძრის კანკელზეა მოთავსებული. ეს ხატი პატრიარქმა აკურთხა, როდესაც ნიჟნი-ნოვგოროდში პირველი მიტროპოლიტი ფილარეტი დაადგინა. ხატზე წარწერილია, რომ ის 1672 წელს ცნობილმა ხატმწერმა სვიმონ უშაკოვმა დაწერა.
ივერიის - სოფრონიევის უდაბნოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1713 წელს, სოფრონიევოს უდაბნოს დამაარსებლის სერაპიონის დროს, ღვთისმშობლის საგანგებო გამოცხადების გამო სუმსკის ატამანმა ლუკიანე კონსტანტინოვმა მონასტერს ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. მისი დაწვრილებითი მატიანე ამოკვეთილია დიდ, მრგვალ ვერცხლის კიოტზე, რომელშიც წმინდა ხატია ჩაბრძანებული. დღესასწაულიც ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღესრულება. ხატის ჭედურობა მარგალიტებითა და პატიოსანი თვლებითაა შემკული, ხოლო გვირგვინი ბრილიანტებითაა მოოჭვილი. ის სამეუფო კართან კიოტშია მოთავსებული, კიოტს გარს შვიდი მომინანქრებული ხატი აქვს შემოვლებული. ”დაუჯდომლების” გალობის დროს წმინდა ხატს თაყვანისსაცემად ძირს უშვებენ.
ივერიის - სმოლენსკში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიწმინდედ მიჩნეული ივერიის ღვთისმშობლის ხატი სმოლენსკის სამების მონასტერში იმყოფება. ხატი ძველ დროშია დაწერილი, თან ახლავს 1700 წლით დათარიღებული სიგელი. მასში გადმოცემულია სმოლენსკის მიტროპოლიტის, სილვესტერ ჩერნიცკის კურთხევა, რომლის მიხედვითაც, შაბათობით ხატის წინაშე ”დაუჯდომელი” უნდა წაკითხულიყო.
მონრეალის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981 წელს ათონის წმიდა მთაზე შექმნილ ასლს წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასწაულთმოქმედი მირონმდენი ხატი მსოფლიოში. ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებასთან. იოსებმა ხატის ასლი 1982 წ. წამოაბრძანა კანადაში და 15 წლის მანძილზე იყო მისი უცვლელი მცველი. ხატმა მრავალი სასწაული აღასრულა მთელ მსოფლიოში. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იოსებ მუნიოსი უცნობმა პირებნა წამებით მოკლეს; მირონმდენი ხატი კი დაიკარგა.
სიონის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს დაიწერა და ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანდა ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში მოათავსეს. 1999 წლის დეკემბერში, როდესაც ხატი პერანგში უნდა ჩაესვათ, იგი გახსნეს და მინა მოაცილეს რა დროსაც დაფიქსირდა სასწაული: ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად გადავიდა.
ბოდბის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივერიის ღმრთისმშობლის ხატის საკვირველთმოქმედი, სასწაულებით განდიდებული ასლი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. იგი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს საფლავისა. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დასერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
სამთავროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიდევ ერთი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა იმყოფება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ამ ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა, რომლის თანახმადაც ხატი დაწერილია ათონის წმინდა მთაზე, ათონის ივერთა მონასტერში, 1919 წელს. ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ილიამ, სქიმონაზონ მაკარის კურთხევითა და ვინმე პავლე ჯაფარიძის თხოვნით დააწერინა წმინდა ხატი და შესწირა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.“
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჩისხატი
- აწყურის ღვთისმშობლის ხატი
- ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
- ათონის ივერთა მონასტერი
- ათონის მთა
- ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი
- კრემლის ივერიის კარიბჭე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) ივერიის მონასტერი
- (ქართული ენა) ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
- (ქართული ენა) გადმოცემა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ
- (ქართული ენა) ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
- (ქართული ენა) ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლები და მისი სახელობის ტაძრები საქართველოში
- (ქართული ენა) ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია“. გვ.156-161; 117-119; 393. თბილისი 2001 წ.
- „ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არასრული ჩამონათვალი.