„The Daily Telegraph“ — 1855 წელს დაარსებული ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი გაზეთი დიდ ბრიტანეთში The Times-თან, The Guardian-თან და The Independent-თან ერთად. საშუალო ყოველდღიური ტირაჟი შეადგენს 600 ათას ეგზემპლარზე მეტს[1].

The Daily Telegraph
ტიპი: ყოველდღიური გაზეთი
ფორმატი: ფართეფორმატიანი
მფლობელ(ებ)ი: Telegraph Media Group
რედაქტორი: ტონი გალაჰერი
დაარსდა: 1855
პოლიტიკური ერთგულება: ცენტრიზმი/კონსერვატიზმი
ენა: ინგლისური
სათავო ოფისი: 111 Buckingham Palace Road, London, SW1W 0DT
პერიოდულობა: 622 719[1]
ISSN: 0307-1235
საიტი: telegraph.co.uk

პირველი ნომერი გამოვიდა 1855 წლის 29 ივნისს, როგორც „The Daily Telegraph & Courier“. დააარსა პოლკოვნიკმა არტურ სლაიმ (ინგლ. Arthur B. Sleigh) ერთადერთი მიზნით — გაეკრიტიკებინა კემბრიჯის ჰერცოგი გეორგი, ბრიტანეთის ჯარის მომავალი მთავარსარდალი. რამდენიმე თვის შემდეგ გაზეთი გამოისყიდა გაზეთ The Sunday Times-ის გამომცემელმა ჯოზეფ მოუსეს ლევიმ (ინგლ. Joseph Moses Levy) და გადაწყვიტა შეექმნა ახალი იაფი გაზეთი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მკითხველთა ფართე წრისათვის. 1855 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა განახლებული „The Daily Telegraph & Courier“, (სახელწოდებას თანამედროვე შეკვეცილი სახე მიეცა 1856 წელს) როგორც „ყველაზე დიდი, ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იაფი გაზეთი მსოფლიოში“. ტირაჟის მიხედვით გაზეთი მაშინვე გახდა ლიდერი დიდ ბრიტანეთში.

1937 წლის ოქტომბერში გამომცემლობა გაერთიანდა Morning Post-თან (შეიქმნა 1772 წელს), დაერქვა „The Daily Telegraph & Morning Post“ და ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1969 წლამდე, რის შემდეგაც მას დაუბრუნდა ადრინდელი სახელწოდება.

1985 წლის ივნისში გაზეთის აქციების ნაწილი შეიძინა კანადელმა მედიამაგნატმა კონრად ბლეკმა, ხოლო 1986 წლის თებერვალში დაეუფლა საკონტროლო პაკეტს.

2004 წელს სასამართლო გარჩევების შემდეგ გაზეთი 665 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა ძმებ ბარკლაების კომპანიის ხელში[2] (რომლებიც ასევე აკონტროლებენ ამერიკულ Chicago Sun-Times-ს და ისრაელის Jerusalem Post-ს).

გამომცემლობის სტრუქტურა

რედაქტირება

თანამედროვე The Daily Telegraph შედგება სამი მუდმივი დანაყოფისაგან: Main News, Business და Sport. ამას გარდა ყოველდღიურად გამოდიან თემატიკური რუბრიკები. ორშაბათს — Features (არტ-აუქციონები, შენი ბიზნესი, ხელოვნება, მოდა, ჯანმრთელობა და კარგი ხასიათი); სამშაბათს — Features (ურთიერთობა, ხელოვნება, სტილი, ჯანმრთელობა), ოთხშაბათს — Features (მეცნიერება, ჯანმრთელობა, ხელოვნება, განათლება), ხუთშაბათს — Features (ხელოვნება, სტილი, კანონი), ლონდონის უძრავი ქონება, სპეციალური დანართი The New York Times, პარასკევს — Features (ჯანმრთელობა, ხელოვნება, მოდა, კინო), შაბათს — Features (მშობლები და განათლება, სოფელი, მოდა, სახლი, კვება და სასმელი, შოპინგი), Telegraph magazine, ტელევიზია და რადიო, შენი ფული, ავტომანქანები, მოგზაურობა, უძრავი ქონება, ხელოვნება+წიგნები, მებაღეობა, უიკენდი.

გაზეთის ცნობილი ჟურნალისტები

რედაქტირება

გაზეთის რედაქტორები

რედაქტირება
1855: Thornton Leigh Hunt
1873: Edwin Arnold
1888: John le Sage
1923: Fred Miller
1924: Arthur Watson
1950: Colin Coote
1964: Maurice Green
1974: Bill Deedes
1986: Max Hastings
1995: Charles Moore
2003: Martin Newland
2005: John Bryant
2007: William Lewis
2009: Tony Gallagher
2014: Ian MacGregor

The Sunday Telegraph — The Daily Telegraph-ის საკვირაო დამატება, დაარსებული 1961 წლის 5 თებერვალს. დღეისათვის ტირაჟი შეადგენს 656 055 ეგზემპლარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ოფიციალური საიტი
  • Leaping into the future at The Telegraph's Camelot – from The Guardian
  • The Guardian: The plight of Hollinger
  • BBC: Telegraph empire in tycoons' grip – 18 Jan 2004
  • Daily Telegraph "will not be the house organ of the Conservatives" – from BBC News Online
  • The continuing takeover saga – from BBC News 7 March 2004
  • Plunkett, John (21 November 2007). Telegraph 'told to spike Blunkett story'. The Guardian. London.
  1. 1.0 1.1 ABCs: National daily newspaper circulation June 2011. guardian.co.uk (15.07.2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  2. Братья-миллиардеры Барклай покупают «Дейли телеграф» // РИА Новости, 23 июня 2006
  3. Andrews R, The New Penguin Dictionary of Modern Quotations, Penguin UK, 2003, ISBN 9780141965314.