ჰასანაგა ტურაბოვი
ჰასანაგა სატარ ოღლუ ტურაბოვი (აზერ. Həsənağa Səttar oğlu Turabov; დ. 24 მარტი, 1938, ბაქო — გ. 23 თებერვალი, 2003, იქვე) — აზერბაიჯანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1982), აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის 2-გზის ლაურეატი (1972, 1986).
ჰასანაგა ტურაბოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 მარტი, 1938 ბაქო |
გარდაცვალების თარიღი |
23 თებერვალი, 2003 ბაქო |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1960-2001 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰასანაგა ტურაბოვი დაიბადა 1938 წლის 24 მარტს ბაქოში. სწავლობდა 31-ე საშუალო სკოლაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა აზერბაიჯანის სამხატვრო ინსტიტუტში და 1960 წელს დაასრულა სამსახიობო სპეციალობით. ამავე წლიდან დაიწყო მსახიობობა აზერბაიჯანის დრამატულ თეატრში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ თეატრში. 1987-2001 წლებში მუშაობდა თეატრის რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. მისი ხელმძღვანელობის დროს თეატრი საფუძვლიანად განახლდა, დაიდგა რამდენიმე კლასიკური და თანამედროვე ნამუშევარი.
გარდაიცვალა 2003 წელს,[1] ვერ გადაიტანა შვილის ტრაგიკული დაღუპვა.[2]
სასცენო მოღვაწეობა
რედაქტირებასასცენო მოღვაწეობის პირველივე წლებიდან გამოირჩეოდა ლირიკული და ფსიქოლოგიური სტილით, მთავარ როლებს ასრულებდა აზერბაიჯანელი და მსოფლიო დრამატურგების შემოქმედებაში. ის მუშაობდა ბევრი ცნობილი მსახიობის გვერდით. ესენია: აგასადიგ გარაიბეილი, ისმაილ დაღესტანლი, ისმაილ ოსმანლი, მეჰდი მამედოვი, ადილ ისგანდეროვი და სხვა. სცენაზე ნათამაშებ როლებს შორის აღსანიშნავია: ვაჰიდი („გლეხის გოგონა“), აზერი („კარგი კაცი“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), ლიონელი („ტყის გოგონა“), ისკანდერი („მკვდარი“) ხაიამი („ხაიამი“).
შემოქმედება კინოში
რედაქტირებაჰასანაგა ტურაბოვმა შექმნა საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე არაერთ მხატვრულ ფილმში, მათ შორის სატელევიზიო ფილმებში.[3] ჰერეი ბეის პერსონაჟი ფილმში „შვიდი ვაჟი მინდა“ მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლია. ასევე დასამახსოვრებელი როლია აფშინის გმირი ფილმიდან „ბაბექი“. ჰასან ტურაბოვის როლები ფილმებში „უკანასკნელი უღელტეხილი“, „მწყემსების კვალში“, „გული… გული…“, „სიხარული ბეი“, „დანტეს იუბილე“, „სევდის ფანჯარა“, „გატაცება“. „სიძე“ და სხვა, გამოირჩევიან შესრულების სტილით. ის იყო რეჟისორი ფილმისა „სისხლიანი მიწა“. მისი ბოლო ფილმები იყო რუსტამ იბრაჰიმბეოვისა და რამიზ ჰასანოღლუს „ოჯახი“ და ელდარ კულიევის „რა ლამაზია სამყარო…“
პედაგოგიური მოღვაწეობა
რედაქტირებაასევე ეფექტური იყო ჰასან ტურაბოვის პედაგოგიური მოღვაწეობა, როგორც აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის. თავისი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა ახალგაზრდებს ამ კეთილშობილური და ამავდროულად რთული ხელოვნების დაუფლებაში და მოემზადებინა მსახიობები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ აზერბაიჯანული თეატრის ტრადიციები.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- „აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი“ — 1982 წლის 1 დეკემბერი
- „აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი" — 1971 წლის 29 აპრილი
- ორჯერ აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო ჯილდო:
- 1972 წლის 27 აპრილი (კამრანის როლისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში სპექტაკლში „სიმღერა დარჩა მთებში“)
- 1986 წლის 26 აპრილი (მხატვრული ფილმის „ცხენების შეკაზმვის დროა“ რეჟისურისთვის და ნაბის როლის შესრულებისთვის)
- დიდების ორდენი — 1998 წლის 24 მარტი
ფილმოგრაფია
რედაქტირებამსახიობი
რედაქტირება- 1956 — შავი მთები
- 1970 — სევილი — რუსტამოვი
- 1970 — შვიდი ვაჟი მინდა — ჰერეი-ბეი
- 1971 — უკანასკნელი უღელტეხილი — ხალილი
- 1972 — ფლამინგო, ვარდისფერი ფრინველი — ფაზილოვი
- 1976 — გული… გული… — მურადი
- 1979 — დაკითხვა — გენერალი
- 1979 — ბაბექი — აფშინი
- 1980 — მე კვლავ დავბღუნდები
- 1981 — ნუ გეშინის, შენთან ვარ — ჯაფარი
- 1981 — დამატებითი კვალი — ალი
- 1990 — მკვლელობა ღამის მატარებელში — ნაგიევი
რეჟისორი
რედაქტირება- 1984 — ცხენების შეკაზმვის დროა
ხსოვნა
რედაქტირება2018 წლის 6 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰასანაგა ტურაბოვის 80 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Teatr səhnəsinin ağayana sənətkarı: Bu gün Həsənağa Turabovun vəfatından altı il keçir //Üç nöqtə.- 2011.- 23 fevral.- S. 13.
- ↑ https://web.archive.org/web/20150704062947/http://hafta.az/index2.php?m=yazi&id=150790
- ↑ Азербайджанской ССР кинематография. Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — стр. 13.
- ↑ president.az. (06.03.2018) "Həsən Turabovun 80 illik yubileyinin keçirilməsi haqqında" Azərbaycan Respublikası Prezidentinin 6 mart 2018-ci il tarixli, 3755 nömrəli Sərəncamı az. e-qanun.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-26. ციტირების თარიღი: 2018-09-30.