ყარსაღი (ლათ. Alopex lagopus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 46–68 სმ აღწევს, წონა 2,9–9,4 კგ-მდე. კუდის სიგრძე 30 სმ-ია.[1] აქვს მომრგვალებული ყურები, მოკლე დინგი და ბეწვით შემოსილი თათები. შეფერილობა დამოკიდებულია „თეთრი“ ან „ლურჯი“ ფერის ფაზაზე. თეთრი ფაზის ინდივიდი ზაფხულში მონაცრისფრო-ყავისფერია, ხოლო ზამთარში თეთრი, მაშინ როდესაც ლურჯ ფაზაში ყოფნისას ზაფხულში მონაცრისფროა, ხოლო ზამთარში რუხი-ლურჯი. დღის ნებისმიერ დროსაა აქტიური. გავრცელებულია ცირკუმპოლარულად ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი გავრცელების არეალი მოიცავს: გრენლანდიას, ისლანდიას, ფენოსკანდიას, შპიცბერგენს, იან-მაიენსა (სადაც მასზე ნადირობდნენ გადაშენებამდე)[2] და ბარენცის ზღვის სხვა კუნძულებს, ჩრდილოეთ რუსეთს, ბერინგის ზღვის კუნძულებს, ალასკას და კანადას — შორს სამხრეთით ჰუდსონის ყურემდე. XIX საუკუნის ბოლოს, შეიყვანეს ალეუტის კუნძულებზე. ზოოპარკში ცოცხლობს 10 წლამდე; ველურ ბუნებაში დაახლოებით 3 წელი.[3] ყარსაღის ბუნებრივი მტერია მთის არწივი, თეთრი დათვი, სამურავი, ჩვეულებრივი მელა, მგელი და გრიზლი.

ყარსაღი

ყარსაღი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  მელა
სახეობა:  ყარსაღი
ლათინური სახელი
Alopex lagopus
სინონიმები
  • Alopex lagopus
  • Canis lagopus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 899
გავრცელება