სამოქალაქო ომი — ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. სამოქალაქო ომის, როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის ქვეყნის შიდა ძალადობრივი კონფლიქტის მიზანია, ძალაუფლების მოპოვება ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე ან ხელისუფლების შეცვლა[1]. სამოქალაქო ომი მაღალი სიხშირის მქონე ომია, რომელშიც ძირითადად ჩართულია შეიარაღებული ძალები, რომლებიც რომელიმე მხარესაა მიმხრობილი, არის ორგანიზებული და ფართო მასშტაბების. სამოქალაქო ომის შედეგი შეიძლება იყოს, ადამიანური და მატერიალური რესურსების მხვილ მასშტაბებში დაკარგვა[2]. თანამედროვე სამოქალაქო ომები, ხშირ შემთხვევებში გარე ძალების მხრიდან ჩარევებსაც გულისხმობენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდარი სამოქალაქო დაპირისპირებების უმრავლესობაში საერთაშორისო ინტერესები დომინირებდნენ[3].

ტიუკსბურის ბრძოლა, ვარდების ომის დროს, ინგლისი, (1471)

სამოქალაქო ომში ერთი მხარე იბრძვის არსებული პოლიტიკური რეჟიმისა და სახელმწიფო წყობილების შენარჩუნებისათვის, ხოლო მეორე მხარე - ახალი პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად, თავის უფლებათა დასაცავად.

უკანასკნელ ათწლეულებში სამოქალაქო ომების რიცხვმა მკვეთრად იმატა. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდით, რომელთა უმრავლესობა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ყოფილი კოლონიური ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ეთნიკური, ტომობრივი, რელიგიური, პარტიული თუ კლანური დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამოქალაქო ომის გაჩაღებისათვის; მეორე მხრივ, გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ორ - ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის - პრინციპს შორის არსებობს, სამოქალაქო ომისათვის მრავალ მიზეზს წარმოშობს. ასევე მხედველობაში მისაღებია საერთაშორისო ტერორიზმის მზარდი როლი, რაც გამოიხატება უკანონო სამხედრო ძალების შექმნით და მათი გაგზავნით სამოქალაქო ომის კერებში ამა, თუ იმ მხარისათვის მხარდაჭერის მიზნით, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

ფორმალური კლასიფიკაცია

რედაქტირება
 
გეტიზბერგის ბრძოლა, აშშ-ის სამოქალაქო ომი , (1863)

ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით, სამოქალაქო ომი განმარტებულია, როგორც „ძალადობრივი კონფლიქტი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ებრძვის ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლეთა მიზანიც ცენტრალური არ რეგიონული ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ გზით სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაა“[1]. არსებობს მოსაზრება, რომ სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად სახელმწიფოა[2] განსხვავებების ძიება, სამოქალაქო არეულობასა და სამოქალაქო ომს შორის დღემდე აქტუალურია. პოლიტიკური მეცნიერებების ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სამოქალაქო ომს 1 000 მსხვერპლი ან მეტი უნდა ახლდეს თან[1], მაშინ როცა სხვა მკვლევართა აზრით თითოეულ მხარეთა დანაკარგი 100 ადამიანის შემთხვევაში[4], უკვე საკმარისი ნიშნულია იმისთვის, რათა სამოქალაქო დაპირისპირება ომად შეფასდეს.

მკვლევართა მიერ ხშირად გამოიყენება The Correlates of War-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც 1963 წლიდან აგროვებს მონაცემებს ომების ისტორიასთან დაკავშირებით, მასში შესულია როგორც თანამედროვე, ისე წარსული ომების შესახებ მონაცემები. ზემოაღნიშნული ბაზის კლასიფიცატორი სამოქალაქო ომთან მიმართებაში 1 000 მსხვერპლია წლის განმავლობაში, რომლებიც დაკავშირებული არიან კონფლიქტთან. ზოგიერთი სამოქალაქო ომისთვის ეს რიცხვი ძალიან მცირეა, მაგალითად სუდანის მეორე სამოქალაქო ომი და კამბოჯის სამოქალაქო ომი, თუმცა გაცილებით დიდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ირლანდიაში „The Troubles“ სახელით ცნობილი განვითარებული მოვლენებისთვისა და აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის, აპართეიდის ერაში.[2]

წელიწადში 1 000 მსხვერპლის კრიტერიუმზე დაყრდნობით, 213 სამოქალაქო ომი მოხდა 1816 წლიდან 1997 წლის ჩათვლით და 104 მათგანი 1944 წლიდან 1997 წლების პერიოდში იყო.[2] 1 000 მსხვერპლის კრიტერიუმით კი 90 სამოქალაქო ომი იყო 1945 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, რომელთაგან 20, 2007 წლისთვის მიმდინარე იყო.[1]

ჟენევის კონვენცია არ აკონკრეტებს ტერმინ „სამოქალაქო ომს“, მიუხედავად ამისა კონვენციის ფარგლებში ხელმომწერი მხარეებისთვის გამოკვეთილია ცნება „შეიარაღებული კონფლიქტებისა, რომელიც არ არის საერთაშორისო ხასიათის“. სწორედ ეს ჩანაწერი მოიცავს სამოქალაქო ომებსაც. აზრთა სხვადასხვაობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროებებიდან გამომდინარე, ჟენევის კონვენციის ჩანაწერები შემდგომში კომენტარების სახით განმარტა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა.

მიზეზები

რედაქტირება

2017 წლის კვლევის მიხედვით, დასახელდა სამი ძირითადი მიზეზი თუ რატომ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება წარმოიშვას: სიხარბეზე დამყარებული მიზეზი, ეს არის შემთხვევა, როდესაც ცალკეული ინდივიდების ნებაა განმაპირობებელი, მათი მიზანია მაქსიმალური სარგებლის მიღება. წყენაზე დამყარებული მიზეზის განმაპირობებელია კონფლიქტები, როგორებიცაა სიციალურ-ეკონომიკური ან პოლიტიკური უსამართლობიდან გამომდინარე. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ოპორტიუნისტულ ინტერესებზე დამყარებული მიზეზები, რომლის დროსაც მარტივია მოსახლეობის ჩართვა ძალადობრივ ქმედებებში[5].

მკვლევრები, რომლებიც იკვლევენ სამოქალაქო ომის მიზეზებს ორ ცნების შეპირისპირებულ თეორიას ავითარებენ. სიხარბე — წყენის წინააღმდეგ. უხეშად რომ ვთქვათ: კონფლიქტები რიგ შემთხვევებში გამოწვეულია იმით თუ ვინ არის კონფლიქტის მხარე, ანუ მნიშვნელოვანია მათი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სოციალური კუთვნილება, თუმცა სინამდვილეში კონფლიქტის დაწყების მიზეზი შეიძლება ყოველივე ზემოაღნიშნულით შენიღბული იყოს და სამოქალაქო ომის მთავარი განმაპირობებელი იყოს ეკონომიკური წინაპირობები, რომლითაც დაინტერესებულები არიან დაპირისპირებული მხარეები. მკვლევრები ემხრობიან იმ დასკვნას, რომ სამოქალაქო ომის მოსალოდნელობა უფრო ეკონომიკურ და სტრუქტურულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე იდენტობის პრობლემებზე.[6]

XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ბანკის თაოსნობით კომპლექსური კვლევა ჩატარდა. კვლევას სახელწოდებაა Collier–Hoeffler Model და მისი დანიშნულება იყო იმ ფაქტორების გამოკვლევა, რომლებიც სამოქალაქო ომების წარმოშობაზე ახდენდნენ გავლენას.[7]

ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, ნაციონალურ ეკონომიკაში ნედლეულის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ქვეყნის შიდა კონფლიქტის წარმოშობის რისკს. კვლევის ავტორები ამ კანონზომიერებას ხსნიან იმით, რომ პირველადი წარმოების პროდუქტებზე გავლენის მოპოვება მარტივია. მაგალითად: ადვილია ამბოხებული მხარე დაეპატრონოს ოქროს საბადოს ან ნავთობით მდიდარ ტერიტორიას, თუმცა რთულია ისეთი სექტორების ხელში ჩაგდება, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა ან ტურისტული ბიზნესი.[8]

ასევე, ამბოხებულების დასაფინანსება შესაძლოა ნაციონალურმა დიასპორებმაც უზრუნველყონ.[8] კვლევის თანახმად მამაკაცთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების ზრდა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და ეკონომიკის ზრდა საგრძნობლად ამცირებს მამაკცთა სამოქალაქო ომში ჩართვის ალბათობას. მეორენაირად რომ ვთქვათ: ახალგაზრდა მამაკაცები (ამბოხებულთა უმრავლესობას სწორედ მამაკაცები შეადგენენ) ნაკლებად უერთდებიან აჯანყებულებს თუ ისინი იღებენ განათლებას ან კარგი ანაზღაურება აქვთ ან აცნობიერებენ რომ მომავალში შესაძლოა ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვონ.[9]

წყენაზე დაფუძნებული თეორიის მიხედვით სამოქალაქო ომები იწყება იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემების და არა ეკონომიკური პრობლემების გამო. მხოლოდ ეთნიკური დომინირიების შემთხვევაში, როდესაც ერთი ეთნიკური ჯგუფი შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, იზრდება სამოქალაქო ომის რისკიც. ქვეყნებში, რომლებშიც ეთნიკურად დომინანტი ჯგუფები არსებობობენ, სამოქალაქო ომების შანსი ჩვეულებრივზე ორჯერ მეტია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იდენტობის სახკითხები შეიძლება შეეხოს როგორც ეთნიკურ ისე რელიგიურ საკითხებსაც, ამიტომ შესაძლოა სამოქალაქო ომის გამომწვევი ფაქტორი იყოს, ერთდროულად ორივე გარემოების კავშირიც.[10]

თეორიის „სიხარბე წყენის წინააღმდეგ“ კრიტიკა

რედაქტირება

მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით ბუნებრივი რესურსების მქონე ღარიბი ქვეყნები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სამოქალაქო ომებისკენ, ვიდრე ღარიბი, მაგრამ ბუნებრივი რესურსების არმქონე ქვეყნები. ასეთ დროს ამბოხების მოსურნე ჯფუგებს უჩნდებათ მოტივაცია ხელში ჩაიგდონ ბუნებრივი რესურსების საბადოები. ამბოხებულებს ეს მიზნები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა, ეთნიკური პრობლემების მოგვარება თუ სხვა გამომწვევი მიზეზები. პოლ კოლიერი, მსოფლიო ბანკის განვითარების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზემოაღნიშნულ თეორიაზე ამბობს, რომ „ეთნიკური გრძნობები და ძველი პოლიტიკური წყენები არ არიან სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები მსოფლიოს გარშემო. ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე და ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა არიან ნამდვილი დამნაშავეები. გადაწყვეტის გზაა, ამბოხებული ჯგუფების მხრიდან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მოწყვლად რეგიონებში მკვეთრი ეკონომიკური ზრდა და კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო ზედამხედველობა“.[11]

სამოქალაქო ომები ანგოლაში, კოლუმბიაში, სიერა-ლეონეში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ლიბერიაში ძირითადად ზემოაღნიშნული თეორისს დასამტკიცებლად გამოდგება. თუმცა, ზემოაღნიშნული მტკიცებება არ წარმოადგენს უპირობო თეორიას. „სიხარბე წყენის წინააღმდეგ“ თეორია პროვოკაციული და ყურადსაღებია. თუმცა, ერთი შეხედვით ამ თეორიასაც გააჩნია საკუთარი სისუსტეები.

სიხარბე ყოველთვის არ არის სამოქალაქო ომის მთავარი მოტივატორი. მაგალითად: სალვადორსა და შრი-ლანკაში, სადაც საკმაოდ ბრუტალური სამოქალაქო ომები გაიმართა ბუნებრივი რესურსებით არ გამოირჩევიან. ეთნიკური შუღლი გახდა რუანდასა და კოტ-დ’ივუარის სამოქალაქო ომის მიზეზი. ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ანგოლაშიც კი სამოქალაქო ომი ოცი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე იქ პოლიტიკური პარტია უნიტა საკუთარ თავს ბრიალიანტების უკანონო გაყიდვებით დააფინანსებდა.

დევიდ კენი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია „წყენის წინააღმდეგ სიხარბის“ თეორიისა, მისი აზრით კონფლიქტის ერთ ჭრილში განხილვა არასოწრი მიდგომაა და მხოლოდ ერთი მიზეზი სამოქალაქო ომებს არ შეიძლება გააჩნდეთ. მისი აზრით კონფლიქტები მეტად კომპლექსური საკითხია და მარტივი მიდგომებით მისი ანალიზი არ შეიძლება. ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროფესორი კოლიერის კვლევის მეთოდებს და ემხრობა კონფლიქტის ადამიანურ ჭრილში განხილვას[11].

ოპორტუნისტული შეხედულებები

რედაქტირება

ზოგიერთი მეცნიერის აზრით რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები აღარ არიან სამოქალაქო ომების წამომწყებები.[12] მათ სანაცვლოდ აღმოაჩინეს ის ფაქტორები, რომლებიც ამბოხებულ მხარეს უადვილებს ქვეითი მებრძოლების რეკრუტირებსა და ამბოხების მხარდაჭერას, ეს არის „სიღარიბე, რომელიც ახასიათებს ფინანსურად და ბიუროკრატიულად სუსტ სახელმწიფოებს და ასევე ამბოხებულთა წახალისებას ხელს უწყობს პოლიტიკური არასტაბილურობა, სადაო ტერიტორიები და მრავალრიცხოვანი პოპულაციები“.[12]

სხვა მიზეზები

რედაქტირება

პრობლემები მოლაპარაკებებისას

რედაქტირება

ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოში, რომელიც სამოქალაქო ომშია გახვეული მხარეები კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან.[13] მხარეები ასევე ერიდებიან პირველებმა გამოხატონ ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების წამოწყებასთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაში ისინი გამომჟღავნებენ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისუსტეებს.[14] სამოქალაქო ომში მონაწილე სახელმწიფოები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ მოსალოდნელ კონფლიქტურ ხაფანგებს თავი ააცილონ, რადგან მათ გააჩნიათ სუსტი პოლიტიკური თუ სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებმაც წესით უნდა მოახდინონ მოლაპარაკებების სტიმულირება და სამშვიდობო შეთანხმებების უზრუნველყოფა.[15]

მმართველობა

რედაქტირება

პოლიტიკური მეცნირებების მკვლევარი ბარბარა უოლტერი ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ომები მეორდებიან წარულში მომხდარი სამოქალაქო ომების კვალდაკვალ, მაშინ როდესაც ლიდერები არასაკმარისად ანგარიშვალდებულები არიან საზოგადოებასთან, როდესაც არსებობს მწირი სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკაში და როდესაც ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გამჭვირვალეობის დაბალი სტანდარტია. უოლტერსის აზრით, თუ ზემოაღნიშნული მექანიზმები სწორად მუშაობენ და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტრუმენტები გამართულია, მაშინ ხალხს ისინი უკეთ ემსახურებიან. პოლიტიკური და სამართლებრივი შეზღუდვები ქმნიან ისეთ სტანდარტს, რომელიც ამაღლებს ხელისუფლების პასუხისმგებლობს ხალხის წინაშე, რაც თავის მხრივ სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნებას ემსახურება. უოლტერის თქმით ძლიერი ინსტიტუციები და კარგი მმართველობა არის ერის კეთილდღეობა და არა დემოკრატიის არსებობა ან სიღარიბის დონეები.[15]

გეოგრაფიული ფაქტორები

რედაქტირება
 
კომუნისტი ჯარისკაცები სიპინის ბრძოლის დროს ჩინეთის სამოქალაქო ომი, 1946

მოსახლეობის მაღალი ხარისხით დისპერსია და მცირე ტერიტორიაზე მაღალმთიანი რეგიონების არსებობა ზრდის კონფლიქტების შანსს. ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი ამბოხებულებს აძლევთ ხელს, რამეთუ მოსახლეობის მაღალი ხარისხის დისპერსია ართულებს მათ კონტროლს. მაღალმთიანი რეგიონები კი ამბოხებულებს თავშესაფარს სთავაზობენ.[8]

მოსახლეობის რაოდენობა

რედაქტირება

მოსახლეობის ზრდასთან მიმართებაში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით სხვადასხვა რისკები იმატებს. სამოქალაქო ომის ალბათობა იზრდება პირდაპირპროპორციულად ქვეყანაში მოსახლეობის ზრდასთან მიმართებით.[7]

რაც მეტი დროა გასული ბოლო სამოქალაქო ომიდან, მით ნაკლებია ალბათობა, რომ კონფლიქტი კვლავ განმეორდება. მეცნიერებაში ორი შესაძლო ახსნა არსებობს ამ თეორიასთან დაკავშირები: ერთი ოპორტუნიზმზე დაფუძნებული და მეორე წყენაზე დაფუძნებული. შესაძლებელია დროის გასვლასთან ერთად ამბოხებულების მთავარმა მიზანმა დაკარგოს ფასეულობა, ამის გათვალისწინებით კონფლიქტი ჩაცხრეს. ასევე, დროის გასვლასთან ერთად შეიძლება წარსული წყენები დავიწყებას მიეცეს.[10]

თანამედროვე მეცნიერთა თეორიები

რედაქტირება

ევოლუციურ ფსიქოლოგიაში მოღვაწე მეცნიერის სატოში კანაზავას აზრით ჯგუფებს შორის კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი შესაძლოა ქალთა რეპროდუქციასთან იყოს დაკავშირებული. მან აღმოაჩინა, რომ პოლიგინია ერთი-ორად ზრდის სამოქალაქო ომების წარმოშობის შანსს, თუმცა არა სახელმწიფოთაშორისი ომების წამოწყების ალბათობას.[16] კრისტიან გლედიში ეთნიკურ ჯგფებისა და პოლიგინიის კავშირს სამოქალაქო ომების ზრდაში ვერ ხედავს და თეორიას სათუოდ ხდის. მისი აზრით მიზოგინია მეტად ხსნის სამოქალაქო ომების წარმოშობის ალბათობას ვიდრე პოლიგინია. მათ აღმოაჩნიეს რომ ქალების როლი და მათი გაზრდილი უფლებები ნაკლებ სამოქალაქო დაპირისპირებებს განაპირობებენ და ლეგალური პოლიგამიის შესაძლებლობები მხოლოდ ქალთა უფლებების სიძლიერეზეა დამოკიდებული.[17]

პოლიტიკური მეცნიერებების მკვლევარი ელისაბეთ ვუდი, იელის უნივერსიტეტიდან, სამოქალაქო ომში ამბოხებულებისა და მათი მხარდაჭერებების მოტივაციებზე საუბრობს. მისი მტკიცებით, რომელიც სალვადორის სამოქალაქო ომზე დაკვირვებით არის განპირობებული, წინააღმდეგობრივი ჯფუფების არსებობისთვის ტრადიციული მოძღვრება სიხარბესა და წყენაზე არ არის ეფექტური ახსნა.[18] სანაცვლოდ, ის ამტკიცებს, რომ ათასობით მოქალაქისთვის (ძირითადად სალვადორის პროვინციებიდან) „ემოციური ჩართულობა“ და „მორალური ვალდებულებები“ იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც ემხრობოდნენ ისინი ფარაბუნდო მარტის ნაციონალური თავისუფლების ფრონტს, მიუხედავად იმისა რომ ჩართულობა შეიცავდა სხვადასხვა სახის მაღალ რისკების და ფაქტობრივად არ იყო მოსალოდნელი პირადი სარგებლის გამორჩენა. ვუდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო ომი აჩენს ღირებულებას, რომლითაც იღჭურვებიან ამბოხებულები, ისინი მოწოდებულები არიან შეცვალონ სოციალური ურთიერთობები. სალვადორის მაგალითზე ის იყენებს ტერმინს „წარმომადგენლობისგან მინიჭებული სიამოვნება“.[19]

სამოქალაქო ომების ხანგრძლივობა

რედაქტირება

მკვლევართა ნაწილი, სამოქალაქო ომებს თანამედროვე ისტორიაში სამ ნაწილად ყოფს. XIX საუკუნის ევროპაში სამოქალაქო ომების მასშტაბები საგრძნობლად დაეცა, დიდწილად სამოქალაქო ომების ხასიათის გამო. მათი ძირითადი მიზანი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, რაც იმ პერიოდში რთული ამოცანა იყო, რადგან ცენტრალური ხელისუფლებები ძლიერები იყვნენ, ხოლო მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამოქალაქო ომების ჭრილში XIX საუკუნის მაჩვენებლები გაიზარდა, რადგან პოსტკოლონიალური ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში დიდი ძალებით იყვნენ ჩართულნი, შესაბამისად დიდი დანაკარგებიც განიცადეს. ზოგადად, ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება მყიფეა, დიდია ალბათობაა გაჩნდეს სამოქალაქო ომები.[20]

XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისი

რედაქტირება
 
ფინეთის სამოქალაქო ომის დროს „თეთრების“ მიერ დაარსებული საარტილერიო სკოლა, 1918

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში სამოქალაქო ომების ხანგრძლივობა მოკლე იყო. 1900 წლიდან 1944 წლამდე მათი საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ წელიწადს ან წელიწადნახევარს გრძელდებოდა. მეამბოხეები, რომლებიც დედაქალაქის სწრაფ ალყას ვერ უზრუნველყოფდნენ და მასზე კონტროლს ვერ მოიპოვებდნენ სწრაფადვე უძლურდებოდნენ და მარცხდებოდნენ. მაგალითად 1871 წელს მომხდარი პარიზის კომუნის ბრძოლა, რომელიც ძალიან სწრაფად მორჩა, რადგან ჯარებმა ვერსალის სასახლეში მხარდაჭერა მთავრობას გამოუცხადეს და ომიც დასრულდა.[21]

არასახელმწიფოებრივი სუბიექტებისთვის სუვერენულობის ნიშნების მინიჭება XVII-XIX საუკუნეებში ხელს უწყობდა სამოქალაქო ომების წარმოშობის რისკების შემცირებას. მაგალითად, ბარბაროსთა სანაპიროების მეკობრეები აღიარებულნი იყვნენ, როგორც დე ფაქტო სახელმწიფო, მათი ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების გამო, ამიტომაც ბარბაროსთა სანაპიროს მეკობრეებს არ უწევდათ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყება, რადგან მათ ნომინალური სახელმწიფოებრიოობა გააჩნდათ. საპირისპიროდ, ვირჯინიისა და მასაჩუსეტსის შტატებს აშშ-ში არ გააჩნდათ სუვერენიტეტი, მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის, აგრეთვე სუსტი ფედერალური კონტროლი, აჩენდა განცალკევებაზე ფიქრის ნაკლები სტიმულს.

 
იტალიელი ლეგიონერების თვითმფრინავი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს (1936–1939)

ორი დომინანტი გლობალური იდეოლოგიის, მონარქიისა და დემოკრატიის ჭიდილმა რამდენიმე სამქოალაქო ომს ჩაუყარა საფუძველი. ბიპოლარული სამყარო, რომელიც ორ იდეოლოგიას შორის იხლიჩებოდა, დიდწილად მონარქიული მმართველობის პირობებში განვითარებას ვეღარ ახერხებდა. თასვის მხრივ, მონარქები ცდილობდნენ ინტერვენციას ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალას იკრებდა დემოკრატიული მოძრაობები და შესაძლებელი ხდებოდა დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება, რადგან მონარქები დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების პერსპექტივაში საშიშროებას ხედავდნენ. ძლიერი მხარეები 1815 წლის ვენის კონგრესში ჩართული მხარეები: გაერთიანებული სამეფო, ჰაბსბურგების ავსტრია, პრუსია, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია ხშირად კოორდინირებულად ახდენდნენ სხვა ქვეყნებში სამოქალაქო ომების სტიმულირებას, ძირითადად ისინი ხელისუფლების მხარეს იყვნენ, რომელიც მათ წინაშე ვალდებულები რჩებოდნენ. დიდი ძალის მქონე ქვენების დახმარება თითქმის ყოველთვის დროული იყო და სამოქალაქო ომებიც მალე სრულდებოდა.[22]

იმ პერიოდში, სწრაფი ხანმოკლე სამოქალაქო ომების ეპოქაში, რამდენიმე გამონაკლისი იყო. მაგალითად, აშშ-ის სამოქალაქო ომი (1861-1865), რომელიც ორი მიზეზით იმ პერიოდის ომებისგან განსხავდებოდა: ის, როგორც რეგიონული იდენტობით იყო განპირობებული ისე პოლიტიკურ იდეოლოგიათა სხვაობით, აგრეთვე ომის მიზანი არ იყო ქვეყნის დედაქალაქი ან რომელიმე რეგიონზე კონტროლის მოპოვება, არამედ ეს იყო ომი გამოფიტვამდე. ესპანეთის სამოქალაქო ომი (1936-1939) ასევე იყო გამონაკლისი, რადგან კონფლიქტის ორივე მხარე დიდძალ მხარდაჭერას იღებდა ძლევამოსილი პარტნიორებისგან, როგორებიც იყვნენ მესამე რაიხი, იტალიის სამეფო და ესტადო-ნოვო (პორტუგალია), რომლებიც ფრანსისკო ფრანკოს ემხრობოდნენ, როდესაც საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი ეხმარებოდნენ ხელისუფლებას.[23]

1945 წლის შემდეგ

რედაქტირება

1990 წლიდან 2000 წლამდე მსოფლიოში წელიწადში საშუალოდ ოცამდე სამოქალაქო ომი დაფიქსირდა, ეს მაჩვენებელი ათჯერ აღემატება XIX საუკუნიდან მოყოლებულ მთლიან საშუალოს მაჩვენებელს. თუმცა, სამოქალაქო ომების ტემპისა და ხანგრძლივობის, რადიკალური მატება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეინიშნებოდა. ფაქტობრივად სამოქალაქო ომების ხანგრძლივობა სამჯერ გაიზარდა და საშუალოდ ოთხ წლამდე ავიდა. 9 1945 წლის შემდეგ, სამოქალაქო ომების რაოდენობის ზრდის განმაპირობებელი იყო ახალი ქვეყნების ჩამოყალიბების მზარდი ტემპი და მათი მყიფე პოლიტიკური და ადმინისტრაციული უნარები, ასევე ის რომ ქვეყნებს შორის ომები დაუშვებელი გახდა და დაპირისპირებამ ცივი ომის სახე მიიღო.[24]

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში წამყვანმა ევროპულმა ძალებმა კოლონიალური პოლიტიკა გვერდზე გადადეს. ექს-კოლონიალური ქვეყნების რაოდენობა საბოლოო ჯამში 120-მდე ავიდა. 80-იან წლებისთვის მსოფლიოში სულ რამდენიმე კოლონიაღა იყო შემორჩენილი. სანამ ექს-კოლონიალური ქვეყნები სამოქმედო გეგმებს მიყვებოდნენ, რომელიც იდეალიზირებულ სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა - ცენტრალური მთავრობით, ძლიერი საზღვრებით, მოქალაქეთა ძლიერი უფლებებით, ეკონომიკური გეგმებითა და ისეთი აქსესურებით, როგორებიც დროშა, ჰიმნი და გაერთიანებულ ერებში სავარძელია, დასავლური ქვეყნები ამ დროსთვის უკვე ბევრად განვითარებულები იყვნენ. დასავლეთის ქვეყნებში მმართველობის სისტემა შეესაბამებოდა კონკრეტულ გამოწვევებს, რომლების საუკუნეთა განმავლობაში იკვეთებოდა. მაგალითად, გერმანიის და იტალიის, ამ სახით არსებობა მრავალი გამოწვევის შედეგია, რომლებმაც პრუსიისა და სარდინია-პიედმონტის სამეფოების საფუძველზე წარმოიქმნა. ეფექტური, იმპერსონალური ბიუროკრატიის, განვითარებული საგადასახადო სისტემისა და ნაციონალური ტერიტორიების ინტეგრაციის საკითხები დასავლურ ქვეყნებში მეოცე საუკუნის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დეკოლონიზაცია იყო ქვეყნების ჩამოყალიბების სრულიად განსხვავებული პროცესი. იმპერიების უმრავლესობას კოლონები დამოუკიდებლობისთვის არ მოუმზადებიათ. მაგალითისთვის, ბრიტანეთი ინდოეთსა და შრი-ლანკას შინაგანი საქმეების მართვის ჭრილში შეზღუდვებს უწესებდა, ბრიტანულ სომალილენდს ის განიხილავდა მხოლოდ სავაჭრო პუნქტად. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ფრანგული კოლონიებისთვის მიიღებოდა პარიზში, ხოლო ბელგიურ კოლონიებს თვითმმართველობები აკრძალულიც კი ჰქონდა და ამ პირობებში ბელგიამ 1960 წელს საკუთარ იმპერიაში შემავალ ქვეყნებს მოულოდნელად დამოუკიდებლობა მიანიჭა. თუმცა, „ძლიერი“ და „სუსტი“ კატეგორიზაცია არ შეესაბამება „დასავლურს“ და „არა-დასავლურს“, რადგან ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, როგორებიცაა არგენტინა და ბრაზილია, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, როგორებიცაა ეგვიპტე და ისრაელი „ძლიერი“ ადმინისტრაციული და ეკონომიკური სტრუქტურის მქონე ქვეყნებად არიან მიჩნეულნი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოშო სუსტი სახელმწიფოეფის მხარდაჭერის ტენდენცია შეინიშნებოდა. სუსტ სახელმწიფოებს მიეცათ დე იურე სუვერენიტეტი, ისეთივე როგორც სხვა სუვერენულ სახელმწიფოებს, მაშინ როდესაც ისინი დე ფაქტოდ ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ ტერიტორიებს. აღიარებების კვალდაკვალ მათ მიენიჭათ გაერთიანებული ერების ორგანზიაციაში ხმის უფლებაც. ძლიერი საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბებამ, საგრძნობლად შეამცირა ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები. ასევე ქვეყნებს შორის ომების შემცირებს ხელი შეუწყო ცივი ომის პერიოდმაც და ასევე ეკონომიკის განვითარების განსხვავებულმა ხედვებმაც, რომელიც სახელმწიფოებმა დაისახეს. ომის გაჩაღება რომელიმე ქვეყნის მხრიდან განაპირობებდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკვეთრ რეაქციებს, დიპლომატიურ ცენზურას, საერთაშორისო დახმარების შემცირებს და ეკონომიკური სანქციების შემოღებას, ან როგორც 1990 წლის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ერაყმა ქუვეითს ომი გამოუცხადა (სპარსეთის ყურის ომი), კონფლიქტში საერთაშორისო სამხედრო ძალები ჩაერთვნენ, რათა კონფლიქტი დროზე ადრე ამოწურულიყო. საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე წინააღმდეგი იყო ეღიარებინა ისეთი რეგიონები, რომლებიც სეცესიას მოითხოვდნენ. ანტი სეცესიური პოლიტიკის გამოძახილი იყო ის, რომ სამქოალაქო ომები მკვეთრად გახშირდა. ზოგიერთი კვლევების მიხედვით სამოქალაქო ომების რაოდენობა 1945 წლიდან 1997 წლამდე დაახლოებით 114 %-ით გაიზარდა.[25]

გარე ძალების თანამონაწილეობა

რედაქტირება

1945 წლიდან გარეშე ძალების სამოქალაქო ომებში ჩართვის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ბევრის აზრით სამოქალაქო ომების გახანგრძლივება გამოიწვია. მ. რეგანის წიგნის მიხედვით „სამოქალაქო ომები და გარე ძალები“ (2000) მეორე მსოფლიო ომსა და 2000 წელს შორის პერიოდში 2/3, ანუ ჯამში 138-დან 35 შემთხვევაში სამოქალაქო ომებში ფიგურირებდა გარე ძალების თანამონაწილეობა, ხოლო 35 მათგანში კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები ფიგურირებდა.[3] შიდა კონფლიქტებისას ორივე მხარისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, რადგან შიდა რესუსების ამოწურვის შემდეგ მათ კვლავ შეეძლოთ ომის წარმოება. სუპერძალები, როგორებიც ევროპული წამყავანი სახელმწიფოები იყვნენ, ყოველთვის თავს იკავებდნენ შიდა ომებში ჩაბმისგან, განსხვავებით აშშ-სგან, რომელმაც 1821 წლის მონროს დოქტრინის საფუძველზე დეკლარირებულად ერთვებოდა სამოქალაქო ომებში, თავიდან მხოლოდ მათ ე. წ. „უკანა ეზოში“ (დასავლეთ ნახევარსფერო).

ჩარევის ეფექტურობა
რედაქტირება

გარე ძალების ჩართვის ეფექტურობა სადაო საკითხია. საშუალოდ ისეთი სამოქალაქო ომები, რომლებშიც გარე ძალების ჩარევინენ 300 % ხანგრძლივები იყვნენ, ვიდრე მათ გარეშე. მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ განხორციელებული ჩარევა სამოქალაქო ომში სტატისტიკურად 156 % ზრდის ომების ხანგრძლივობას, ხოლო თუ გარე ძალები ორივე მეომარი მხარის სასარგებლოდ ერთვებიან ომში ხანგრძლივობა 92 % იზრდება. თუ სამოქალაქო ომში ჩარეული ქვეყნებიდან ერთ-ერთი სუპერძალაა, მაშინ ხანგრძლივობა 72 % უფრო მეტია. ისეთი კონფლიქტი, როგორიც ანგოლის სამოქალაქო ომი იყო, რომელშიც ორივე მხარის სასარგებლოდ საგარეო ინტერვენცია დაფიქსირდა, სუპერძალების ჩათვლით (ანგოლის შემთხვევაში ორი სუპერძალის ჩართვა ერთდროულად) 538 % უფრო ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე საშუალოდ ცივი ომი უნდა ყოფილიყო.

ცივი ომის ეფექტი

რედაქტირება
 
ბერლინის კედლის დაცემა და დანგრევა საგუშაგო ჩარლისთან (1990)

ცივმა ომმა (1947-1991) უზრუნველყო სამოქალქო ომების იდეოლოგიური და მატერიალური მხარდაჭერა, მათი უმრავლესობა ექს-კოლონიალურ სუსტ სახელმწიფოებში მიმდინარეობდა და არა შედარებით ძლიერ სახელმწიფოებში, რომლებიც ვარშავის პაქტსა და ნატოსთან იყვნენ ალიანსში. ზოგიერთ შემთხვევაში სუპერძალები ცდილობდნენ ცივი ომის იდეოლოგიის კონფლიქტურ რეგიონებში დანერგვას, ზოგ შემთხვევებში კი ადგილობრივი აქტორები ფიქრობდენენ, რომ ცივი ომის იდეოლოგიის გავრცელებით სუპერძალების ყურადღებას მიიბყრობდნენ და ამით მათგან დახმარებას მიიღებდნენ. სპეციალური სტატისტიკური კვლევის მიხედვით, სამოქალაქო ომები, რომლებიც მონაწილეობდნენ კომუნისტური ან ანტი-კომუნიტური ძალები 141 % უფრო ხანგრძლივი იყო. საბოლოოდ ცივი ომი დასრულდა ბერლინის კედლის დაცემით 1989 წელს, რამაც სამოქალაქო ომების ხანგრძლივობა 92 % შეამცირა ან მეორენაირად რომ ვთქვათ ათჯერ გაზარდა შეთანხმებების რაოდენობა კონფლიქტის მხარეებს შორის. ხანგრძლივი სამოქალაქო ომები, რომლებიც ცივ ომთანაა დაკავშირებული იყო გვატემალაში (1960-1996), სალვადორსა (1979-1991) და ნიკარაგუაში (1970-1990).[26]

2003 წლის შემდეგ

რედაქტირება

ბარბარა ფ. უოლტერის აზრით, „2003 წლის შემდგომ განვითარებული ომები, განსხვავდებოდნენ წარსული ომებისგან სამი მიზეზით. პირველი, უმეტესობა გაიმართა ისეთ ქვეყნებში, სადაც უმრავლესად ისლამური რელიგიის მიმდევრები ცხოვრობდენ, მეორე, უმეტეს შემთხვევებში რადიკალური ჯგუფები იბრძოდნენ რადიკალური ისლამური იდეების მხარდასაჭერად და მესამე, აჯანყებული ძალების უმეტესობა ემსახურებოდა საერთაშორისო მიზნების მიღწევას და არა მხოლოდ ნაციონალურის[27]. 2003 წლის შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომების ნაწილი დღემდე მიმდინარეობს.[27]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალექსიძე ლ., გიორგაძე ლ., კვაჭაძე მ., ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2005, ISBN 99940-0-877-3
  • Ali, Taisier Mohamed Ahmed and Robert O. Matthews, eds. Civil Wars in Africa: roots and resolution (1999), 322 pages
  • Mats Berdal and David M. Malone, Greed and Grievance: Economic Agendas in Civil Wars (Lynne Rienner, 2000).
  • Paul Collier, Breaking the Conflict Trap: civil war and development policy World Bank (2003) – 320 pages
  • Kalyvas, Stathis N. (2001). "New" and "Old" Civil Wars: A Valid Distinction?“. World Politics. 54: 99–118. doi:10.1353/wp.2001.0022.
  • David Lake and Donald Rothchild, eds. The International Spread of Ethnic Conflict: Fear, Diffusion, and Escalation (Princeton University Press, 1996).
  • Licklider, Roy (1995). „The Consequences of Negotiated Settlements in Civil Wars, 1945–1993“. American Political Science Review. 89 (3): 681–690. doi:10.2307/2082982. JSTOR 2082982.
  • Mack, Andrew (2002). „Civil War: Academic Research and the Policy Community“. Journal of Peace Research. 39 (5): 515–525. doi:10.1177/0022343302039005001.
  • Mason, T. David; Fett, Patrick J. (1996). „How Civil Wars End“. Journal of Conflict Resolution. 40 (4): 546–568. doi:10.1177/0022002796040004002.
  • Stanley G. Payne, Civil War in Europe, 1905–1949 (2011). internal insurrections in Russia, Spain, Greece, Yugoslavia, and other countries; online
  • Patrick M. Regan. Civil Wars and Foreign Powers: Outside Intervention in Intrastate Conflict (2000) 172 pages
  • Stephen John and others., eds. Ending Civil Wars: The Implementation of Peace Agreements (2002), 729 pages
  • Monica Duffy Toft, The Geography of Ethnic Violence: Identity, Interests, and the Indivisibility of Territory (Princeton NJ: Princeton University Press, 2003). ISBN 0-691-12383-7.
  • Barbara F. Walter, Committing to Peace: The Successful Settlement of Civil Wars (Princeton University Press, 2002),

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 James Fearon, "Iraq's Civil War" დაარქივებული 2007-03-17 საიტზე Wayback Machine. in Foreign Affairs, March/April 2007
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ann Hironaka, Neverending Wars: The International Community, Weak States, and the Perpetuation of Civil War, Harvard University Press: Cambridge, Mass., 2005, p. 3, ISBN 0-674-01532-0
  3. 3.0 3.1 „Civil Wars and Foreign Powers: Outside Intervention in Intrastate Conflict“. Foreign Affairs (July/August 2000). 2009-01-28.
  4. Edward Wong, "A Matter of Definition: What Makes a Civil War, and Who Declares It So?" New York Times. November 26, 2006
  5. Cederman, Lars-Erik; Vogt, Manuel (2017-07-26). „Dynamics and Logics of Civil War“ (PDF). Journal of Conflict Resolution. 61 (9): 0022002717721385. doi:10.1177/0022002717721385. ISSN 0022-0027.
  6. Paul Collier, Anke Hoeffler and Nicholas Sambanis, "The Collier-Hoeffler Model of Civil War Onset and the Case Study Project Research Design," in Collier & Sambanis, Vol 1, p. 13
  7. 7.0 7.1 Collier & Sambanis, Vol 1, p. 17
  8. 8.0 8.1 8.2 Collier & Sambanis, Vol 1, p. 16
  9. Henrik Urdal – A CLASH OF GENERATIONS? YOUTH BULGES AND POLITICAL VIOLENCEun.org. Retrieved 28 December 2012.
  10. 10.0 10.1 Collier & Sambanis, Vol 1, p. 18
  11. 11.0 11.1 David Keen. "Complex Emergencies: David Keen Responds" African Arguments: Royal African Society.
  12. 12.0 12.1 Fearon, James D.; Laitin, David D. (2003). „Ethnicity, Insurgency, and Civil War“. The American Political Science Review. 97 (1): 75–90. CiteSeerX 10.1.1.453.3913. doi:10.1017/S0003055403000534. JSTOR 3118222.
  13. Acemoglu, Daron, Simon Johnson, and James Robinson. 2005. "Institutions as a fundamental cause of long-run growth". Handbook of Economic Growth 1: 385–472.
  14. Mattes, M., & Savun, B. (2009). "Fostering Peace after Civil War: Commitment Problems and Agreement Design". International Studies Quarterly 53(3), 737–759.
  15. 15.0 15.1 Walter, Barbara F. (2015-10-01). „Why Bad Governance Leads to Repeat Civil War“. Journal of Conflict Resolution (ინგლისური). 59 (7): 1242–1272. doi:10.1177/0022002714528006. ISSN 0022-0027.
  16. Satoshi Kanazawa (2009). „Evolutionary Psychological Foundations of Civil Wars“. The Journal of Politics. 71: 25–34. doi:10.1017/S0022381608090026.
  17. Gleditsch, K. S.; Wucherpfennig, J.; Hug, S.; Reigstad, K. G. (2011). „Polygyny or Misogyny? Reexamining the "First Law of Intergroup Conflict" (PDF). The Journal of Politics. 73: 265–270. CiteSeerX 10.1.1.518.5482. doi:10.1017/S0022381610001003.
  18. Wood, Elisabeth Jean (2003) Insurgent collective action and civil war in El Salvador, Reprint. (en), Cambridge [u.a.]: Cambridge Univ. Press, გვ. 1–16. ISBN 9780521010504. 
  19. Wood, Elisabeth Jean (2003) Insurgent collective action and civil war in El Salvador, Reprint. (en), Cambridge [u.a.]: Cambridge Univ. Press, გვ. 17–20. ISBN 9780521010504. 
  20. Hironaka, 2005, p. 28
  21. Hironaka, 2005, pp. 28–29
  22. Hironaka, 2005, p. 30
  23. Hironaka, 2005, p. 31
  24. Hironaka, 2005, pp. 7 & 23
  25. Hironaka, 2005, pp. 37–40
  26. Hironaka, 2005, pp. 48-50
  27. 27.0 27.1 Walter, Barbara F. (2017-01-01). „The New New Civil Wars“. Annual Review of Political Science. 20 (1): 469–486. doi:10.1146/annurev-polisci-060415-093921.