პალიტრა L
ქართული გამომცემლობა
„პალიტრა L“ — ქართული გამომცემლობა. დაარსდა 2005 წელს. გამოსცემს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ნაწარმოებების თარგმანებს, საყმაწვილო-შემეცნებით წიგნებს და სხვა. დააარსა ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“. გამოსცემს თემატურ ან ჟანრობრივ ლიტერატურულ სერიებს.
პალიტრა L | |
---|---|
ლოგო | |
მფლობელი | პალიტრა მედია |
დაარსდა | 2005 |
ქვეყანა | საქართველო |
ოფიციალური საიტი | palitral.ge |
თანამშრომლობს უცხოურ გამომცემლობებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია Disney, Penguin Random House, Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford და Scholastic. სხვა პროექტებს შორის არის „გუდას აუდიოწიგნები“ და „მაკულიტერატურა“. გამომცემლობის მიერ წამოწყებული ჟურნალ-გაზეთების ახალ წიგნებში გადაცვლის პროგრამა ითვალისწინებს ხეების გადარჩენას.