ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო

ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო (ნიდერლ. Oranje-Vrijstaat) წარმოადგენდა ბურების დამოუკიდებელ რესპუბლიკას სამხრეთ აფრიკაში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა. შემდგომში ამ ტერიტორიას ეწოდებოდა მდინარე ორანჟის კოლონია, ხოლო სამხრეთ აფრიკის კავშირის შექმნის შემდეგ ის გახდა პროვინცია. ის დღევანდელი პროვინცია თავისუფალი შტატის წინამორბედია. მდებარეობდა მდინარეებს ორანჟი ვაალს შორის. მისი საზღვრების განსსაზღვრა დიდმა ბრიტანეთმა 1848 წელს, როდესაც რეგიონი გამოცხადდა მდინარე ორანჟის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ, და ექვემდებარებოდა ბრიტანეთს. მეფის წარმომადგენელი იჯდა ბლუმფონტეინში, რომელიც შემდგომში დედაქალაქად ჩამოყალიბდა.

ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო
Oranje-Vrijstaat

 

18541902 წწ.
ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს დროშა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს გერბი
ჰიმნი
ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ჰიმნი

ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს მდებარეობა 1890 წელს
დედაქალაქი ბლუმფონტეინი
ენა ნიდერლანდური (ოფიციალური),
ინგლისური,
სესოთო,
ზულუ
რელიგია ჰოლანდიის რეფორმატული ეკლესია
ანგლიკანიზმი
ბაპტიზმი
რომის კათოლიკური ეკლესია
აფრიკის რელიგიები
ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის ფუნტი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1854 - 1855 იოსიას ჰოფმანი
 - 1855 - 1859 იაკუბოს ნიკოლას ბიშოფი
 - 1860 - 1863 მარტინუს ვესელ პრეტორიუსი
 - 1864 - 1888 იოჰანეს ბრენდი
 - 1889 - 1895 ფრანსის ვილიამ რეისი
 - 1896 - 1902 მარტინ თეუს შტეინი
ისტორია
 - დაარსება 17 თებერვალი 1854
 - ბრძოლა სისხლის მდინარესთან 16 დეკემბერი 1838
 - ბურების მეორე ომი 11 ოქტომბერი 1899
 - ვერენინგის ხელშეკრულება 31 მაისი 1902

ამ ტერიტორიის ჩრდილოეთით 1837 წელს ჩამოყალიბდა ვორტრეკერების სახელმწიფო ცენტრში ვინბურგით. ის შემდგომ შეუერთდა პოტჩეფსტრუმის სახელმწიფოს და მოგვიანებით გახდნენ ტრანსვაალის რესპუბლიკის ნაწილი.

1854 წლის 17 თებერვალს ტრანსვაალის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, 23 თებერვალს ბრიტანეთმა ორანჟის მდინარის დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა და მას ოფიციალურად ეწოდა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ორანჟის თავისუფალმა სახელმწიფომ ურთიერთ აღიარება მოახდინეს 1871 წელს.[1]

  1. Orange Free State. U. S. Department of State. ციტირების თარიღი: 2011-05-28.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება