ნეოკლასიციზმი
ნეოკლასიციზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.
ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.
ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.
მხატვრობა
რედაქტირებამახასიათებელი პრინციპები
რედაქტირება- სურათის ზოგადი პერპენდიკულარობა
- მორალისტური თემა, ხშირად პროპაგანდისტულიც.
- სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევა
- ანტიკური საბერძნეთისას და რომის თემატიკა
- ლოკალური ფერი, რომლის მიზანია პერსონაჟტა ჯგუფების გამოყოფა.
- ხშირად დიქოტომიური კომპოზიციები
- ზედმეტი ელემენტებისგან გათავისუფლება
მნიშვნელოვანი ტილოები
რედაქტირება- სოკრატეს სიკვდილი, (1787), დავიდი.
- ჰორაციუსის ანდერძი, (1784), დავიდი
- მარატის სიკვდილი, დავიდი.
- ელენესა და პარისის სიყვარული, დავიდი
- ნაპოლეონი ეილოს ბრძოლის ფრონტზე, გრო.
მოქანდაკეები
რედაქტირებაარქიტექტურა
რედაქტირებანეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერძნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.
ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:
- პალადიანიზმის ფაზა, ყველაზე ძველი, რომელიც განვითარდა დიდი ბრიტანეთის სოფლებში ინიგო ჯონსისა და კრისტოფერ ვრენის გავლენით. იგი უფრო განცალკევებულ, სოფლის ნაგებობებს ეხება.
- Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე შენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს.
- ფრანგული რევოლუციის სტილი.
- იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში: რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა. ეს არის ნეოკლასიციზმის გვიანი ფაზა, რომელსაც ინგლისურ არქიტექტურაში ეწოდა Stule Regency, ხოლო გერმანულში - Biedermeier.
ნეოკლასიკოსი არქიტექტორები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებალიტერატურაში ნეოკლასიციზმი განვითარდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ულტრარომანტიკული მიმდინარეობების საპირისპიროდ. მას ახასიათება მორალის ქადაგება, ემოციების სეკავება, რელიგიისადმი დაბრუნება და რეაქციონერული პოლიტილური იდეოლოგია. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები ლიტერატურაში არიან: ტ. ს. ელიოტი და ლევისი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Eriksen, Svend. Early Neoclassicism in France (1974)
- Friedlaender, Walter (1952). David to Delacroix (originally published in German; reprinted 1980)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Neoclassicism in the "History of Art" დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine.
- Neoclassicism Style Guide. British Galleries. ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი. ციტირების თარიღი: 2007-07-17.
- Neo-classical drawings in the Flemish Art Collection დაარქივებული 2008-12-27 საიტზე Wayback Machine.
- 19th Century Sculpture Derived From Greek Hellenistic Influence: Jacob Ungerer
- The Neoclassicising of Pompeii დაარქივებული 2011-08-14 საიტზე Wayback Machine.