ისჰაკ მამედრზა ოღლუ ჯაფარზადე (აზერ. İshaq Məmmədrza oğlu Cəfərzadə; დ. 14 აგვისტო, 1895, ელიზავეტპოლი (ახლანდელი განჯა) — გ.5 იანვარი, 1982, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ისჰაკ ჯაფარზადე
აზერ. İshaq Məmmədrza oğlu Cəfərzadə
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1895
დაბ. ადგილი ელიზავეტპოლი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 იანვარი, 1982 (86 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ანთროპოლოგი და არქეოლოგი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისჰაკ ჯაფარზადე 1895 წლის 14 აგვისტოს განჯაში დაიბადა. 6 წლის ასაკში მედრესეში სწავლა დაიწყო. არაბულ და სპარსულ ენებს ფლობდა. 1910-1916 წლებში 6-წლიან საქალაქო სკოლაში სწავლობდა.

1924 წელს აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1927 წელს დაამთავრა.

1925 წელს აზერბაიჯანის შემსწავლელი საზოგადოებისა და აზერბაიჯანის არქეოლოგიური კომიტეტის ისტორიულ-ეთნოგრაფიული განყოფილების წევრი გახლდათ.

1926 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო მუშაობა და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

1927 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ფილიალის ეთნოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა 1929-1930 წლებში.

1944 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ისტორიული და არქეოლოგიური ნარკვევები ძველ განჯაზე“ და მიიღო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დისერტაცია გამოიცა ცალკე წიგნივით.

1965 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მეცნიერის საპატიო წოდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება