იოლანდი ფისერი (ინგლ. Yolandi Visser; უფრო მეტად, ცნობილია თავისი სასცენო სახელით, იოლანდი ფისერით, რომელიც სტილიზებულია როგორც ¥o-landi Vi$$er; დ. 3 მარტი, 1984, პორტ-ალფრედი) — ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისა და რეივ ჯგუფის — „Die Antwoord“-ის სოლისტ-ვოკალისტი და მსახიობი.

იოლანდი ფისერი

იოლანდი ფისერი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანრი დიუ ტუა
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1984
დაბ. ადგილი პორტ-ალფრედი, აღმოსავლეთ კაპის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
წარმოშობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი
რეივი
ელექტრონული მუსიკა
აქტიური 2001–დღემდე
საიტი dieantwoord.com
იოლანდი ფისერი ვიკისაწყობში

16 წლის ასაკში, სკოლა-ინტერნატში სწავლებისას პირველად შეეცადა თავისი მუსიკალური ჩანაწერის გაკეთებას. სკოლის შემდეგ, სამუშაოდ კეიპტაუნში გადავიდა, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს აგრეთვე მომღერალს უოტკინ ტიუდორ ჯონზს, რომელთანაც ერთად მუშაობდა ჯგუფ The Constructus Corporation-ის ჩანაწერებზე, ხოლო შემდეგ Max Normal-ის პროექტზე. 2006 წელს პროექტ Max Normal-ის დასრულების შემდეგ, იოლანდიმ ჯონზთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „Die Antwoord“, რომელიც სამი წევრისგან შედგება: ნინძა (უოტკინ ტიუდორ ჯონზი), იოლანდა ფისერი (ანრი დიუ ტუა) და DJ Hi-Tek (ჯასტინ დე ნობრეგა). 2007 წელს იოლანდის შეეძინა შვილი სახელად სიქსტინი, ხოლო 2011 წელს იშვილა 9 წლის ბიჭი სახელად ტოკი. ამჟამად იოლანდი და ჯონზი განქორწინებულები არიან.

2014 წელს იოლანდიმ და ჯონზმა მონაწილეობა მიიღეს ნილ ბლომკამპის ფილმში „ჩაპი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება