დებედა

მდინარე სომხეთსა და საქართველოში

დებედა (სომხ. Դեբեդ [დებედ]), ბერდუჯი, საგიმიმდინარე საქართველოსა და სომხეთში. სათავეს იღებს სომხეთში, ლორეს პროვინციაში, ჯავახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2090 მ სიმაღლეზე, მდინარეების — ფამბაკისა და ძორაგეტის გაერთიანების შედეგად.

დებედა
სომხ. Դեբեդ
სხვა სახელი ბერდუჯი, საგიმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
ლორეს პროვინცია
სათავე ჯავახეთის ქედი
40°57′26″ ჩ. გ. 44°37′57″ ა. გ. / 40.95722° ჩ. გ. 44.63250° ა. გ. / 40.95722; 44.63250
სათავის მდებარეობა სომხეთი
სათავის სიმაღლე 2090 მ
შესართავი ხრამი
41°22′33″ ჩ. გ. 44°57′56″ ა. გ. / 41.37583° ჩ. გ. 44.96556° ა. გ. / 41.37583; 44.96556
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 178 კმ
აუზის ფართობი 4100 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 29,7 მ³/წმ
დებედა — საქართველო
დებედა
დებედა
დებედა — სომხეთი
დებედა
დებედა
— სათავე, — შესართავი
დებედა ვიკისაწყობში

საქართველოს ტერიტორიაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მიდამოებში გამოდის და მარჯვნიდან ერთვის მდინარე ხრამს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 4,1 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და შემოდგომაზე. საშუალი წლიური ხარჯი სოფ. სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. დებედიდან გაყვანილია ლამბალოს, სადახლოს და სხვა არხები.

ისტორიული წყაროები

რედაქტირება

ვახუშტი ბატონიშვილი მდინარე დებედას ასე აღწერს:

 
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს, (არამედ სახელითა იწოდების სამითა: პირველი ბერდუჯი, მეორე — საგიმი, მესამე — დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, არამედ საგიმს ვგონებ ინჯას ანუ აღისტევს). არს ესე მდინარე სარგებლიანი მუნ, სადაცა იწყებს დინებასა ჩრდილოთ კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობ ორაგული, ლოქო, ჭანარი, კობრი, კაპოეტი და წვრილი თევზი სხვადასხვა გვარნი მრავალნი. და სად აღმოსავლეთად დის, მუნ არს კალმახთა სიმრავლე, დიდთა და წვრილთა, არამედ თევზნი ამისნი არა ეგდენ გემოიანნი, ვითარცა სხვათა მდინარეთანი. კვალათ აღმოიღებენ რუთა და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა, ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთვის იწოდა: „დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი“, ხოლო აწ დებედა[1].“
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40