ხეფინისხევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 1:
'''ხეფინისხევი''', ''ხეფინის ხევი'' (ისტ. ''ჴეფინის-ჴევი'') — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ [[საქართველო]]ში, [[იმერეთი|იმერეთში]]. შუა საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
 
==ეტიმოლოგია==
ხაზი 30:
 
==ისტორია==
ხეფინისხევი წერილობით წყაროებში პირველად [[1251]] წლის ხეფინისხეველებისადმი და წაქველებისადმი დავით ნარინის შეუვალობის სიგელშია მოხსენიებული. ამ სიგელში ხეფინისხევი და წაქვა ცალ-ცალკეა მოხსენიებული. ამიტომ საგულისხმოა, რომ აქ ხეფინისხევი თავისი თავდაპირველი, ვიწრო მნიშვნელობით იგულისხმება. სიგელი დავით ნარინს ეკუთვნის, ეჭვს გარეშეა, რომ ერთიანი საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფის შემდგომ (1261 წელს) დასავლურ ქართულ სამეფოს შემადგენლობაშია.
 
[[1330]] წელს საქართველოს სამეფოს მთლიანობა კვლავინდებურად აღსდგა და [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XV საუკუნე]]ებში სამეფო ხელისუფლებამ უფრო გაზარდა ხეფინისხევის ტერიტორია. იგი სამეფო დომენის შემადგენელი ნაწილი იყო. ხეფინისხევი ერთიანობის ხანაში, XV საუკუნის დასაწყისის ქუცნა ამირეჯიბის ულუმბის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში გვხვდება.
 
XV საუკუნის დასასრულისათვის ერთიანი ქართული სახელმწიფო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ახლადჩამოყალიბებულ ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის საზღვარი არ იყო მყარი. თავდაპირველად ინიციატივას იმერეთის მესვეურები იჩნდნენ. [[1509]] წელს ალექსანდრე II იმერთა მეფე ეუფლება ქართლის დასავლეთ ნაწილს გორის ჩათვლით. მართალია ეს მონაპოვარი იმერეთის მესვეურებმა მალე დაკარგეს, მაგრამ 1526 წლისთვის ბაგრატ იმერთა მეფე კვლავ იკავებს ტერიტორიას ლიხის ქედის აღმოსავლეთით, მდინარე არადეთის წყლამდე.
 
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] 80-იან წლებამდე სურამი და მისი მიმდგომი მხარე [[იმერეთის სამეფო]]ს შემადგენლობაშია.
 
ვითარება შეიცვალა XVI საუკუნის უკანასკნელ 20-იან წლებში, როდესაც სვიმონ მეფემ ქართლი თურქების ბატონობიდან გაათავისუფლა. [[1591]] წელს, როგორც ხევისჯვრის ეკლესიის სიგელი მოწმობს ხეფინისხევი ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია. იგი სვიმონ მეფეს უნდა შემოერთებინა [[1589]] წელს, როდესაც მან წარმატებით ილაშქრა დასავლეთ საქართველში.
 
[[1614]] წელს ქართლ-კახეთს ირანელები შემოესიენ. [[ლუარსაბ II]] დატყვევების შემდეგ ქართლის სამეფო ერთხანს ფაქტიურადფაქტობრივად მეფის გარეშე დარჩა. გიორგი III იმერეთის მეფემ კარგად გამოიყენა ეს ვითარება და თავისი ძალაუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით გაავრცელა. ქართლში ვითარება ერთგვარი სტაბილიზაციის შემდეგ იმერეთის მეფე კარგავს თავის მონაპოვარს ლიხის აღმოსავლეთით. ქართლის სამეფო იბრუნებს ხეფინისხევსაც. ასე რომ 1628 წელს თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს კახეთთან ერთად შიდა ქართლსაც ფლობდა, უცნობი გვარეულობის წარმომადგენელ ლევანს ხეფინისხევის სოფლებიდან ყმა-მამულს უბოძებს.
 
თავიდანვე ხეფინისხევისახასო მამულში შედიოდა. ასე რომ ამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, გეთსამანიის მონასტრის და ხევის-ჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიის ყმათა გარდა, ყველას ფეოდალური ვალდებულებანი ედოთ მეფის წინაშე.
 
იმერეთის ზემო მხარის უძლიერესი აბაშიძეთა ფეოდალური გვარეულობა ცდილობდა ხეფინისხევის მოსახლეობა ყმად გადაექცია. ასე რომ XVII საუკუნიდან იმერეთისა და ქართლის სამეფოთა დავა ხეფინისხევისათვის სოციალური ბრძოლაცაა.
 
[[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] 50-იან წლებში ხეფინისხევი იმერეთი სამეფოს საზღვრებშია. იგი ზემო მხარის სასარდლოში შედის და მეფის მიერ დანიშნული მოურავი განაგებს. გარკვეულ წარმატებას აღწევს აბაშიძეთა ერთი შტო, რომლის წარმომადგენლები იმერეთის მეფეთაგან წყალობად იღებენ ყმა-მამულს სოფლებში: ხუნევში, ვერტყვილაში, ლაშეში, უხადში...
ხაზი 52:
[[1703]] წლიდან ირანის შაჰმა ქართლის სამეფო გიორგი XI დაუბრუნა და სამეფოს გამგებლობა ვახტანგ ლევანის ძის, მომავალი ვახტანგ VI ხელში გადავიდა. მის დროს ქართლი საქართველოს უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად გადაიქცა. ასეთ პირობებში ხეფინისხევი ერთხანს იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში დარჩა და შემდეგ ქართლის საზღვრებში მოექცა.
 
[[1724]] წელს ქართლი ოსმალებმა დაიპყრეს, სადაც სამი წლის შემდეგ მეფობა გააუქმეს. ხეფინისხევს ერთხანს იმერელი თავადი ზურაბ აბაშიძე ეუფლება, ხოლო 1744 წლიდან გივი ამილახვარი.
 
[[1745]] წელს თეიმურაზ II ქართული წესით ეკურთხა ქართლის სამეფო ტახტზე. მან [[1746]] წელს ხეფინისხევი, კვლავ, ამჟამად იმერეთიდან გაძევებულ ზურაბ აბაშიძეს უბოძა. ეს ბოძების სიგელი ერეკლე II 1769 წელს ამ თავადის მემკვიდრეებს განუახლა.
 
[[1774]] წელს ერეკლე II ზაალ აბაშძეს და მის ძებს ყმა-მამული კახეთში უბოძა. ხეფინისხევი კვლავ სახასო მამულად გადაიქცა.
 
ამ ხანებისათვის მორიგებით დამთავრდა საუკუნოვანი დავა ამ მხარისათვის ქართლის სამეფოსა და იმერეთს შორის. ხეფინისხევის დასავლეთი ნაწილი, ექვსი სოფელი: ხუნევი, ბჟინევი, ლაშე, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა და უხადი იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა.
 
ამ დროს აბაშიძე-ფინეზაშვილები, აბაშიძეთა ის შტო, რომელიც ხეფინისხევზე აცხადებდა პრეტენზიას, სოლომონ I-ის მიერ შერისხული იყო და მის ყმა მამულს სხვა ფეოდალები ეპატრონებოდნენ. იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში გადასვლა ხეფინისხევის იმ ექვსი სოფლის მოსახლეობისათვის, ფაქტიურადფაქტობრივად ამ ფეოდალთა ყმობაში შესვლას ნიშნავდა, რასაც ისინი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ. შემორჩენილია ბჟინევის მცხოვრებთა არზა ერეკლე II, რომელიც კლასობრივი ბრძოლის საუკეთესო მაგალითია:
{{ციტატა|ღმერთმან ბედნიერს ხელმწიფის ჭირი მისცეს ხეფინის ხევის ბჟინვალელთ. ჩვენი მამა პაპათ თქვენი ყმანი ვართ და ბჟინევიც თქვენი სამკვიდრო. პაპუნა ორჯონიკიძემ ძალა დაგვატანა ან მემყევითო ან ამ ქვეყანას არ დაგაყენებთო. ცოლშვილით ავიყარენით და სურამს გადმვედით. ამ ზაფხულს გიახლეთ ქალაქს. თქუენ ერევან ბრძანდებოდით ბატონიშვილს იულონს მოვახსენეთ. სურამს მოურავზედ ოქმი გვიბოძა, ამ ზამთრობით ბჟინველები მანდ სურამს იყუნენო და როცა ბატონი მამა ჩვენი მობრძანდება ამათ საქმეს არ გაარიგებსო. ახლა ქრისტოშობის რვას პაპუნა ორჯონიკიძე მოგვიხდა სურამს ოცდაათის კაცით. მოგეხსენებათ მოურავს ბიძა პაპუნა ჰყავს და ისევ პაპუნას გვაძლევს ჩვენო ხელმწიფევ თქუენს სამკვიდრო მამულსა და ყმათ ორჯონიკიძეს ნუ მიგვცემთ. თვრამეტი ხმლის ქმნევი ვაჟი კაცნი ვართ. ნურავის მიგვცემთ, უთქვენოს კაცს ჩვენ არავის ვეყმობით. თუ ჩვენ ორჯონიკიძეს მიგვცემთ თავებს დავიხოცავთ და ჩვენ ბჟინვალს მიმსვლელები კი აღარ ვართ. თუ თქვენი ნებაც იქნებოდეს მანამ ჩვენ საქმეს გავსინჯავდეთ თქვენი ყმანი ვართ. იმისი სამართლამდინ ისევა სურამს გახლდეთ. და ჩვენი მამულიორჯონიკიძეს ეჭიროს. მერე სამართლით თუ თქვენი ყმანი ვიყუნეთ თქვენთვის დაგვიდევით და ორჯონიკიძის ვიყუნეთ იმას მიგვეცით. დეკემბერს იბ (12) ქკს. უჲზ (1779).}}