'''დოლოშას სამაროვანი''' — არქიტექტურული ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[დოლოშა|დოლოშაში]].
[[სოფელი]] დოლოშა [[არაგვი|არაგვისა]] და [[იორი|ივრის]] ხეობების წყალგამყოფი ქედის დასავლეთ [[ფერდობი|ფერდობზე]] მდებარეობს, საკანაფის ხევის სათავეში. ის [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთიდან]] გადმოჰყურებს ზემო და ქვემო არანისს, აგრეთვე ახალი [[ჟინვალი|ჟინვალის]] დასახლებას. ჩატარებული სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა [[2009]] წლის გაზაფხულზე სოფლის ტერიტორიაზე მომხდარმა შემთხვევითმა აღმოჩენებმა. ადგილობრივმა მცხოვრებმა მარტის თვეში თავის სახლისკენ მისასვლელი სამანქანო გზა გააჭრევინა ტრაქტორს. მიწის სამუშაოების დროს ფაქტიურადფაქტობრივად განადგურდა გვიანი ბრინჯაოს და [[რკინის ხანა|რკინის ხანის]] [[სამარხი|სამაროვნის]] სამარხები. ადგილის დათვალიერებისას გაირკვა, რომ მიწის სამუშაოებისას დაზიანდა სამაროვანი. ტრაქტორის მიერ გაჭრილი მანქანის სავალი გზის ნაწილზე ერთი სამარხის კვალი შეინშნებოდა, ხოლო ჭრილში მოჩანდა ორი თუ სამი სამარხის ნაშთი. მოთხრილ მიწაში აიკრიფა [[თიხა|თიხის]] ჭურჭლის ნატეხები და [[ბრინჯაო|ბრინჯაოს]] ნივთების ფრაგმენტები. ზოგიერთ დანგრეულ სამარხში შემორჩენილი იყო ადამიანის ძვლების ფრაგმენტები და სამარხეული ინვენტარის ნაშთები. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოშაში გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების მთავარ მიზანს წარმოადგენდა: 1. დაზიანებული სამარხების გაწმენდა,მათი გრაფიკული და ფოტო ფიქსაცია; 2. გზის სავალი ნაწილის ნაყარი მიწისგან განთავისუფლება, იმ ადგილებში სადაც სამარხები დაზიანდა; 3. სამანქანო გზის ჭრილების გასუფთავება; 4. ტრაქტორის მიერ მოთხრილი მიწის გაცრა დაზიანებული სამარხებიდან ამოყრილი ნივთების მოძებნის მიზნით; 5. სამაროვნისა და მის მიმდებარე ტერიტორიების დაზვერვა სამაროვანი აღმოჩნდა სოფლის [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]] მდებარე ფერდობზე, რომელიც თავის დროზე სახნავ-სათეს ფართობს წარმოადგენდა. აქვე, თხილნარში არის ნაგებობის ნანგრევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, რატომღაც ნაციხვარს უწოდებს. არადა ის მცირე ზომის ქრიტიანულ სამლოცველოს უნდა წარმოადგენდეს. რაზედაც უნდა მიუთითებდეს მის გარშემო არსებული საფლავები. აღნიშნულიდან გამომდინარე სოფლის მოსახლეობა ამ ადგილს ,,ნაციხვარის” სახელით მოიხსენიებს.