Microsoft® Office Language Accessory Pack-ის ქართული ვერსია
Microsoft Office Language Accessory Pack-ის ქართული ვერსია ამატებს ჩვენების, დახმარების და შემოწმების დამატებით ინსტრუმენტებს, რომლებიც დამოკიდებულია თქვენ მიერ დაინსტალირებულ ენაზე.
მნიშვნელოვანია! ქვემოთ მოცემული ენის არჩევისას გვერდის შიგთავსი დინამიურად ამ ენაზე შეიცვლება.
ვერსია:
2016/2019
გამოქვეყნების თარიღი:
11.3.2016
ფაილის სახელი:
Office2016_LAP_Readme_ka-ge.docx
ფაილის ზომა:
21.9 KB
Microsoft Office Language Accessory Pack-ის ქართული ვერსია ამატებს ჩვენების, დახმარების და შემოწმების დამატებით ინსტრუმენტებს, რომლებიც დამოკიდებულია თქვენ მიერ დაინსტალირებულ ენაზე.
დაინსტალირების შემდეგ Microsoft Office Language Accessory Pack-ის ქართული ვერსიის შესაძლებლობები და შესაბამისი პარამეტრები ხელმისაწვდომი იქნება Office-ის პროგრამებში ან Microsoft Office-ის ენის პარამეტრების პროგრამებში.მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემები
Windows 10, Windows 7, Windows 8
- სისტემური მოთხოვნების შესახებ უახლესი მონაცემები იხილეთ ბმულზე Office-ის სისტემური მოთხოვნები
Microsoft Windows 8 - 32 ან 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა
Microsoft Windows 10 - 32 ან 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა. (Office 2019-ის ერთჯერადი შესყიდვის მომხმარებლებისთვის Windows 10 არის ერთადერთი მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემა)
შენიშვნა: თქვენი ენის ოპტიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, უზრუნველყოთ ოპერაციული სისტემის უახლესი განახლებების პაკეტების დაყენება.
პროგრამული უზრუნველყოფა Office 2016-ის (ან უფრო ახალი ვერსიის) ნაკრებს ან ავტონომიურ ვერსიას, რომელიც შეიცავს Microsoft Excel-ს, Microsoft Lync-ს, Microsoft OneNote-ს, Microsoft Outlook-ს, Microsoft PowerPoint-ს ან Microsoft Word-ს, ექნება Microsoft Office Language Accessory Pack 2016-ის (ან უფრო ახალი ვერსიის) - ქართული ვერსიის მხარდაჭერა.
კომპიუტერი და პროცესორი 1,6 გჰც პროცესორი SSE2 მხარდაჭერით ან უფრო მაღალი; 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM); 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) (32-ბიტიანი) ან უფრო მაღალი
დისკის სივრცე დაინსტალირებული Office-ის პროგრამების მიერ გამოყენებული მყარი დისკის სივრცის გარდა,- 4 გბაიტი ხელმისაწვდომი მყარი დისკის სივრცე.
- ყველა სხვა სისტემური მოთხოვნა იგივეა, როგორიც არის Office-ის პროგრამებისთვის, რომლებიც იყენებთ Microsoft Office Language Access Pack-ის ქართულ ვერსიასთან.
Windows-ის ენების ინტერფეისის პაკეტი ოპერაციულის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის ენის ოპტიმალური მხარდაჭერისთვის, რეკომენდებულია Windows-ის ენების ინტერფეისის პაკეტის უკანასკნელი ვერსიის დაინსტალირება.
მონიტორის გარჩევადობა და DPI პარამეტრები მრავალი შრიფტი შეიქმნა ოპტიმალური წაკითხვისთვის 1366 x 768 გარჩევადობით. თუ თქვენს ენაზე შრიფტის წაკითხვა გაგიჭირდათ, გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ჩვენების პარამეტრები ამ გარჩევადობამდე ან საჭიროების შემთხვევაში უფრო მაღალ დონემდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: გირჩევთ გამოიყენოთ თქვენი Office-ის პროგრამები Windows-ის ნაგულისხმევი DPI-ის პარამეტრით - 96 DPI. 120 DPI პარამეტრის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Office-ის მუშაობის შეფერხება Office-ის ზოგიერთ პროგრამაში და გაზარდოს Office-ის დიალოგური სარკმელის ზომები.
რეგიონალური და ენობრივი პარამეტრები დამატებით რეკომენდებულია, რომ ყველა რეგიონალური და ენობრივი პარამეტრი სისტემის მართვაში იყოს დაყენებული Microsoft Office Language Accessory Pack-ის ქართული ენის ვერსიაზე.- Language Accessory Pack-ის დასაინსტალირებლად:
- ჩამოტვირთეთ Language Accessory Pack ინსტალატორის ფაილი ამ ბმულზე დაწკაპუნებით Language Accessory Pack-ის ინსტალატორის ჩამოტვირთვა
- ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ აირჩიეთ გაშვება.
- ინსტალაციის დასასრულებლად მიჰყევით ინსტრუქციას ეკრანზე.
გადართეთ მომხმარებლის ინტერფეისი Language Accessory Pack-ის ენაზე
Language Accessory Pack-ის დაინსტალირების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადართოთ მომხმარებლის ინტერფეისის ენა ქართულ ვერსიაზე Office-ის პროგრამებიდან ან Microsoft Office-ის ენის პარამეტრების პროგრამიდან.
ენის პარამეტრებიდან მომხმარებლის ინტერფეისის ენის გადასართავად:- გაუშვით Office-ის ენის პარამეტრები.
- რედაქტირების ენების არჩევის სიიდან, აირჩიეთ რედაქტირების ენა და დააწკაპუნეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკზე.
- რედაქტირების და დახმარების ენების არჩევის სიიდან, აირჩიეთ თქვენი ჩვენების ენა და დააწკაპუნეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკზე.
- დააწკაპუნეთ „კარგი“ ღილაკზე.
- გადადით: ფაილი, პარამეტრებიდა შემდეგ აირჩიეთ ენა.
- რედაქტირების ენების არჩევის სიიდან, აირჩიეთ რედაქტირების ენა და დააწკაპუნეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკზე.
- რედაქტირების და დახმარების ენების არჩევის სიიდან, აირჩიეთ თქვენი ჩვენების ენა და დააწკაპუნეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკზე.
- დააწკაპუნეთ „კარგი“ ღილაკზე.
მართლწერის ენის შეცვლა
Microsoft Office Language Accessory Pack-ის ქართული ვერია შეიძლება შეიცავდეს თქვენი ენის შემოწმების ხელსაწყოებს. აქ არის მითითებული, თუ როგორ შეცვალოთ მართლწერის ენა ტექსტის შერჩევისთვის:
Excel: Excel იყენებს Microsoft Office-ის რედაქტირების ძირითადი ენის პარამეტრებს მართლწერის ნაგულისხმევი ენის განსაზღვრისთვის. ამის შესაცვლელად, დააწკაპუნეთ „ფაილი" და შემდეგ დააწკაპუნეთ „პარამეტრები". დააწკაპუნეთ შემოწმების პარამეტრებზე და აირჩიეთ ერთ-ერთო ხელმისაწვდომი ენა ლექსიკონის ენების სიიდან.
Outlook, PowerPoint, Word და OneNote: აირჩიეთ ტექსტი, რომლის მართლწერის შემოწმებაც გსურთ და დააწკაპუნეთ გადახედვაზედააწკაპუნეთ ენა ღილაკზე და შემდეგ დააწკაპუნეთ შემოწმების ენის დაყენების პარამეტრზე. აირჩიეთ სასურველი ენა სიის სარკმელიდან და დააწკაპუნეთ „კარგი“.