გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José García Márquez; დ. 6 მარტი, 1927) — კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.
ციტატები
[რედაქტირება]მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი. |
ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი. |
ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს. |
თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას. |
გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება. |
მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული - ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. |
ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში. |
აუცილებელი არაა, ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე. |
მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ. |
არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ. |
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ. |
ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. |
ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი. |
არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს. |
შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. |
არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს. |
შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადმიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ. |
ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო. |
ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი. |
გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს. |
ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება. |
უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩენი თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ცხოვრებასთან კავშირსაც. |
იმ დღეს, როდესაც ადამიანები პირველი კლასით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონით ატარებენ, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული. |
ასაკი ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას. |
საბოლოოდ შეუძლებელია არ გახდე ის, ვინადაც გთვლის ყველა. |
უძლეველი ძალა, რომლითაც დედამიწა ბრუნავს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია. |
უსიყვარულო სექსი აწყნარებს მას, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია. |
ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უცქიროს მეორეს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება. |
აიხდინე შენი ოცნებები, ახლა სწორედ ამის დროა. |
ყოველი ნივთი ცოცხალია, მხოლოდ უნდა გააღვიძ მისი სული. |
ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია. |