შინაარსზე გადასვლა

Talk Talk

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Talk Talk
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი, ახალი ტალღა, არტ-პოპი, პოსტ-როკი
აქტიური 1981–1992
ლეიბლ(ებ)ი EMI, Polydor
წევრები მარკ ჰოლისი
ლი ჰარისი
პოლ უები
საიმონ ბრენერი
Talk Talk ვიკისაწყობში

Talk Talk — ინგლისური ახალი ტალღის ჯგუფი, აქტიური 1981 წლიდან 1992 წლამდე. მათ ჰიტ-სინგლებს შორის აღსანიშნავია "Today", "Talk Talk" (1981), "It's My Life" (1984), "Such a Shame" (1984) და "Dum Dum Girl" (1984). თავდაპირველად კოლექტივი სინთპოპის ჟანრის მუსიკას ასრულებდა, თუმცა 1980-იანების შუა პერიოდიდან უფრო ექსპერიმენტული გახდა. წარმატება იქონიეს სხვა სინგლებმაც - "Life's What You Make It" (1985/1986) და "Living in Another World" (1986), თუმცა, კრიტიკოსთა მხრიდან მაღალი შეფასებების სიხშირესთან ერთად, იკლო ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ.

ჯგუფს ჰქონდა უსიამოვნებები ლეიბლ EMI-თან, რასაც მოჰყვა სასამართლო დავები. უკანასკნელი, 1991 წლის ალბომი Laughing Stock Polydor-ზე გამოვიდა. ჯგუფი ამის შემდეგ დაიშალა. ვოკალისტმა მარკ ჰოლისმა 1998 წელს სოლო ალბომი გამოსცა, თუმცა შემდგომ მუსიკალური სამყარო დატოვა. ბას-გიტარისტი პოლ უები და დრამერი ლი ჰარისი უკრავდნენ რამდენიმე ჯგუფში, ხოლო დე-ფაქტო მეოთხე წევრი, ტიმ ფრიზ-გრინი კვლავ განაგრძობდა მუსიკის შექმნას და აგრეთვე პროდიუსერად მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]