QR კოდი
QR კოდი (ინგლ. Quick Response code — „სწრაფი რეაგირების კოდი“) — ორგანზომილებიანი მატრიცული შტრიხკოდის ტიპი, რომელიც გამოიგონა იაპონურმა კომპანია Denso Wave-მ 1994 წელს, ავტომობილების ნაწილების მარკირებისთვის[1][2]. შტრიხკოდი წარმოადგენს შესაბამისი სკანერით წაკითხვად ოპტიკურ სურათს, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ინფორმაციას ეტიკეტირებული ნივთის შესახებ. პრაქტიკაში, QR კოდები შეიცავს მონაცემებს ლოკატორის, იდენტიფიკატორისა და ვებსაიტის ვიზიტორთა თვალყურის დევნებისათვის. მონაცემების ეფექტური შესანახვისათვის იყენებენ კოდირების/დაშიფვრის ოთხ სტანდარტიზებულ რეჟიმს (I) ციფრული, (II) ასო-ციფრული, (III) ბაიტის ან ორობითი მონაცემებისა და (IV) კანჯისათვის.[3]
QR კოდი შედგება თეთრ ფონზე კვადრატული ბადის სახით განლაგებული შავი კვადრატებისაგან, მათ შორის რამდენიმე ათვლის წერტილად მიჩნეული ნიშნისგან. წაკითხვა შესაძლებელია გამოსახულების წამკითხველი მოწყობილობით (როგორიცაა მაგალითად კამერა), დამუშავება კი — რიდ-სოლომონის შეცდომათა გასწორების კოდების გამოყენებით, სანამ გამოსახულება სწორად არ იქნება გადმოცემული. შემდეგ საჭირო მონაცემების ამოღება ხდება „ორნამენტებისგან“, რომლებიც წარმოდგენილია გამოსახულების როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ კომპონენტებში.[4]
QR ეტიკეტირების სისტემა საავტომობილო ინდუსტრიის მიღმა გამოიყენებოდა სტანდარტულ UPC შტრიხკოდებთან შედარებით მისი სწრაფი წაკითხვადობისა და შენახვისათვის უფრო დიდი ტევადობის გამო. პრაქტიკულ გამოყენებაში შედის საქონლის იდენტიფიკაცია, დოკუმენტების მართვა და ზოგადი მარკეტინგი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hung, Shih-Hsuan; Yao, Chih-Yuan; Fang, Yu-Jen; Tan, Ping; Lee, RuenRone; Sheffer, Alla; Chu, Hung-Kuo (2020-09-01). „Micrography QR Codes“. IEEE Transactions on Visualization and Computer Graphics. 26 (9): 2834–2847. doi:10.1109/TVCG.2019.2896895. ISSN 1077-2626. PMID 30716038. S2CID 73433883. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2021. ციტირების თარიღი: 21 April 2021.
- ↑ Chen, Rongjun; Yu, Yongxing; Xu, Xiansheng; Wang, Leijun; Zhao, Huimin; Tan, Hong-Zhou (2019-12-11). „Adaptive Binarization of QR Code Images for Fast Automatic Sorting in Warehouse Systems“. Sensors (ინგლისური). 19 (24): 5466. Bibcode:2019Senso..19.5466C. doi:10.3390/s19245466. PMC 6960674. PMID 31835866.
- ↑ QR Code features. Denso-Wave. ციტირების თარიღი: 3 October 2011
- ↑ 4.0 4.1 QR Code Essentials. Denso ADC (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2013