Back to the Future: The Game
Back to the Future: The Game | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Telltale Games |
გამომცემელი | Telltale Games |
სერია | უკან მომავალში |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, Mac OS X, PlayStation 3 (PSN), iPad |
გამოსვლის თარიღი |
2010-2011 (შედგება 5 ეპიზოდისგან, რომლებიც ყოველთვიურად გამოდიოდა) |
ჟანრ(ებ)ი | სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი | 1 მოთამაშე |
დიზაინერ(ებ)ი |
მაიკლ სტემლი ენდი ჰერცელი ჯონათან სტროუ |
მოთხოვნილებები |
Back to the Future: The Game (ქართ. უკან მომავალში: თამაში) — კომპანიის Telltale Games მიერ შემუშავებული თამაში, რომელიც ეფუძნება ცნობილ კინოტრილოგიას უკან მომავალში. თამაშზე კონსულტანტის სახით მუშაობდა ბობ გეილი. მაიკლ ჯეი ფოქსისა და კრისტოფერ ლოიდის ნებართვით, მოხდა ორიგინალური პერსონაჟების სახეების გადატანა ახალ თამაშში. გარდა ამისა, ემეტ ბრაუნის როლს ახმოვანებს კრისტოფერ ლოიდი. თამაშის მსვლელობისას ასევე ჩნდებიან ტრილოგიიდან ცნობილი სხვა პერსონაჟებიც. მათთან ერთად რამდენიმე ახალი გმირიც ჩნდება - მაგალითად, ედნა სტრიკლენდი, ჟურნალისტი.
თამაშის თავისებურება ის არის, რომ იგი გამოდის თვეში ერთხელ, თითო ეპიზოდის სახით და მთლიანად შედგება ხუთი ეპიზოდისგან.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წლის 14 მაისს მარტი მაკფლაი ცდილობს, თავისი ცხოვრება შეცვალოს, ემეტ ბრაუნთან მოგზაურობის შემდეგ. 6 თვის წინ ბრაუნი მოულოდნელად გაქრა საკუთარი სახლიდან და მისი ქონება აუქციონზე იყიდება. მოულოდნელად ჩნდება „დელორეანი“, ძაღლ აინშტეინთან ერთად. დიქტოფონზე დოკისგან გზავნილია, სადაც ახსნილია, რომ მანქანა ავტომატურად ბრუნდება მომავალში იმ შემთხვევაში, თუ მის პატრონს წარსულში პრობლემები შეექმნება. მანქანაში ასევე გდია ფეხსაცმელი. აინშტეინის დახმარებით მარტი მის მფლობელ, მოხუც ედნა სტრიკლენდს, ყოფილ ჟურნალისტს მიაგნებს. ედნასთან სახლში იგი აღმოაჩენს გაზეთების არქივს, სადაც საუბარია ვინმე ’კარლ სეგანზე’, რომელმაც 1931 წელს, მშრალი კანონის ეპოქაში ბოროტმოქმედ ’ბიჭუნა’ ტენენის მფლობელობაში მყოფ არალეგალურ დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც ტენენმა იგი შემდეგ დღეს მოკლა. მარტი დოკს პოულობს ციხის საკანში. ახალგაზრდა ემეტისა და პაპა არტის დახმარებით, იგი მოახერხებს დოკის გათავისუფლებას. მაგრამ სანამ 1986 წელს დაბრუნდებიან, მარტი ხედავს, რომ მისი სხეული ქრება. ეს არის შედეგი იმისა, რომ ბაბუა არტი ტენენის ბანდამ მოკლა, რასაც მოჰყვა ისტორიიდან მარტის ამოშლაც. დოკი და მარტი ბრუნდებიან და ცდილობენ ამ შეცდომის გამოსწორებას, რაშიც ეხმარებიან ტრიქსი ტროტერი, მომღერალი გოგონა ტენენის დაწესებულებიდან და ოფიცერი პარკერი, ჯენიფერ პარკერის (მარტის შეყვარებულის და მომავალი მეუღლის) მამა. თუმცა ისტორია კიდევ ერთხელ იცვლება - ახალგაზრდა ემეტსა და ედნას ერთმანეთი უყვარდებათ, რაზეც მოხუცმა დოკმა ჯერ არაფერი იცის.
როდესაც ორეული 1986 წელს ბრუნდება, დოკი ქრება, ხოლო დე-ლორეანი იმტვრევა ჰილ ველის გარეუბანში. აღმოჩნდება, რომ ჰილ ველი გადაიქცა მოქალაქე ბრაუნის ტოტალიტარული რეჟიმის სამფლობელოდ. როგორც ჯენიფერი, ასევე მარტის მშობლები შეცვლილები არიან. მარტი დაადგენს, რომ ემეტზე უდიდესი გავლენა იქონია ედნამ, რომელმაც გამოიყენა თავისი მორალური სტანდარტები და დოკი, რათა შეექმნა ახალი საზოგადოება, კრიმინალის გარეშე. ედნასთვის მოულოდნელად, მარტი დაარწმუნებს დოკ ბრაუნს, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მეცნიერებაა. ბრაუნი შეაკეთებს გაფუჭებულ დელორეანს და ორივე 1931 წელს ბრუნდება.
აქ აღმოჩნდება, რომ ედნა ცდილობს ემეტის ცოდნის სოციალური მიმართულებით გამოყენებას. მარტი ცდილობს, დაარწმუნოს ახალგაზრდა ემეტი, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მეცნიერებაა, მაგრამ მოხუც ემეტს არ მოსწონს, რომ მარტი მის ცხოვრებაში ერევა და იქაურობას ტოვებს. მარტი წარმატებულად გააწყვეტინებს ახალგაზრდა ემეტს ედნასთან ურთიერთობას და დაარწმუნებს, რომ მეცნიერება მისი მომავალია.
მოქალაქე ბრაუნი და ედნა (რომელიც მოხუც დოკს ’კარლ საგანის’ სახელით იცნობს), ცდილობენ ხელი შეუშალონ ახალგაზრდა ემეტს მისი მფრინავი მანქანის დემონსტრირებაში. მაგრამ მარტი თავად ერევა ამ საქმეში და აღმოაჩენს, რომ სწორედ ედნამ დაწვა ’ბიჭუნა’ ტენენის დაწესებულება. გამოფენაზე ასევე ჩნდება ემეტის მამა, რომელიც მოსამართლეა და შვილის მეცნიერულ ინტერესებში მომავალს არ ხედავს. მარტი მათ შეარიგებს და ემეტი წარმატებულად წარადგენს თავის გამოგონებას. ამასობაში კი ედნა იპარავს ნამდვილ დელორეანს, რომელიც გაქრობამდე მოქალაქე ბრაუნს ეჯახება. იგი ქრება, ხოლო ის დოკი, რომელსაც მარტი კარგად იცნობდა, ჩნდება. მაგრამ იმ დროს, როდესაც ერთმანეთს ესალმებიან, ჰილ ველი იწყებს გაქრობას. ჩნდება ეჭვი, რომ ჰილ ველის ბედი ედნას გამო შეიცვალა. აღმოჩნდება, რომ მოხუცებული სტრიკლენდი დაბრუნდა 1876 წელს და გაანადგურა ტენენის ბარი, მაგრამ ცეცხლი მთელ ქალაქს მოედო, რის გამოც ჰილ ველიც გაქრა. ისინი ბრუნდებიან წარსულში, იჭერენ ედნას, რომელსაც პირდაპირ პოლიციაში აბარებენ. ედნას დელორეანი ქრება. მარტი შოკირებულია იმით, რომ პაპა არტიმ უნდა იქორწინოს ტრიქსი ტროტერთან - რადგან ბებიას სხვა სახელით იცნობს - მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს მხოლოდ მისი ფსევდონიმია და მაკფლაების ოჯახის მომავალი ხელშეუხებელია.
დოკი და მარტი ბრუნდებიან 1986 წელს. ყველაფერი ისეთივეა, როგორიც მარტის ახსოვდა. თუმცა, ამ რეალობაში დოკი არასოდეს გამქრალა, არამედ ცხოვრობდა მამის სახლში, მეუღლე კლარასთან და ბავშვებთან ერთად. ედნა და ’ბიჭუნა’ ტენენმა იქორწინეს პატიმრობის შემდეგ და სტრიკლენდი პიროვნულად შეიცვალა - თუკი მანამდე ძაღლები ეზიზღებოდა, ახალ რეალობაში იგი აინშტაინის მომვლელია. შესაბამისად - ბიფ ტენენიც მისი შვილია. დოკი მარტის საჩუქრად გადასცემს მაკფლაების საოჯახო ფოტოალომს, რომელშიც შეგროვებულია მისი საგვარეულო შტოს ფოტოსურათები. აღმოჩნდება, რომ იგი 1931 წელს გაემგზავრა სწორედ იმ მიზეზით, რათა ტრიქსი ტროტერი გადაეღო.
მოულოდნელად ზედიზედ ჩნდება სამი სხვადასხვა დელორეანი, მათთან ერთად კი - მარტი მაკფლაები მომავლიდან. მათგან ცნობილი ხდება, რომ დოკმა და მარტიმ უნდა გამოასწორონ მომავალი. სანამ სამეული კამათობს, თუ რომელია ნამდვილი მომავალი, დოკი და მარტი სხდებიან მანქანაში და მიემგზავრებიან.
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეპიზოდი | გამოსვლის თარიღი | |||
---|---|---|---|---|
დროა | PC/Mac: დეკემბერი 22, 2010[1] PS3: თებერვალი 15, 2011[2] iPad: თებერვალი 17, 2011[3] | |||
მანქანა დელორეანი, რომელიც თითქოს განადგურებული იყო, ბრუნდება 1986 წელს და მარტი მოგზაურობს 1931 წელს, რათა გადაარჩინოს დროში გაჭედილი მოხუცი დოკი. | ||||
იპოვე ტენენი! | PC/Mac: თებერვალი 16, 2011[4] PS3: მარტი 29, 2011[5] iPad: აპრილი 20, 2011[6] | |||
საკუთარი და ჰილ ველის მომავლის გადასარჩენად, მარტი შეცვლის ისტორიულ მოვლენებს. მის პაპას არ კლავენ, ხოლო ბოროტმოქმედ ტენენს აპატიმრებენ. | ||||
მოქალაქე ბრაუნი | PC/Mac: მარტი 28, 2011[7] PS3: მაისი 3, 2011[8] | |||
1986 წელს დაბრუნებული მარტი აღმოაჩენს, რომ დოკმა ჰილ ველი გადააქცია განსხვავებულ საზოგადოებად, რომელსაც ტირანიაში აცხოვრებს. | ||||
ორმაგი ხილვები | PC/Mac: აპრილი 29, 2011[9] | |||
მარტი ბრუნდება 1930 წელს და ცდილობს დროის ალტერნატიული მსვლელობის შეცვლას. ბევრი რამ თავდაყირა დგება. მოხუცი დოკი იმედგაცრუებული, ტოვებს მარტის. | ||||
დაგვიანებით | 23 ივნისი 2011 [10] | |||
მარტი აღმოაჩენს, რომ ედნამ დაწვა ჰილ ველი მისი 1931 წლის ქმედებების შემდეგ. დოკმა და მარტიმ უნდა შეცვალონ ისტორია და ჰილ ველის არსებობა აღადგინონ. | ||||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Back to the Future: The Game - Trailer. Telltale, Incorporated (December 15, 2010). ციტირების თარიღი: December 25, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-16. ციტირების თარიღი: 2011-05-06.
- ↑ [1]
- ↑ Johnson, Alan. (February 16, 2010) Back to the Future - Episode 2: Get Tannen! Walkthrough. Telltale, Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 20, 2011. ციტირების თარიღი: February 20, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-06.
- ↑ [2]
- ↑ Johnson, Alan. (March 28, 2011) Back to the Future: Episode 3 is Now Available on PC and Mac. Telltale, Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2011. ციტირების თარიღი: March 29, 2010.
- ↑ [3]
- ↑ Johnson, Alan. (April 28, 2011) Back to the Future: Episode 4 - Double Visions Coming Tomorrow. Telltale, Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2011. ციტირების თარიღი: April 29, 2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
|