AS-90
AS-90 — მსუბუქად შეიარაღებული თვითმავალი საარტილერიო იარაღი 1990-იან წლებში.
AS-90 პირველად ბრიტანეთის არმიამ გამოიყენა 1993 წელს.[1] მისი სრული სახელწოდებაა 155 მილიმეტრიანი L131. AS-90 გამოიყენებოდა სამეფო ჯარის საარტილერიო და ცხენოსანთა სამეფო არტილერიის რაზმებში. AS-90 შეიქმნა და აშენდა Vickers Shipbuilding and Engineering-ის მიერ (VSEL, რომელიც ეკუთვნის BAE-ს სისტემას 1999 წლიდან). 1992 წლიდან 1995 წლამდე მათ 179 AS-90 დაამზადეს, რაც 300 მილიონი ევრო დაჯდა. 2002 წელს BAE-ს სისტემებს ევალებოდათ შეექმნათ 96 AS-90 ბრიტანული არმისთვის, რომელიც 52 კალიბრიანი იქნებოდა, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჭურვის სპექტრი 30 კმ გამხდარიყო. სპეციალური ჭურვებით შესაძლებელი იყო, რომ სპექტრს 60-დან 80 კმ-მდე მიეღწია,[2] თუმცა ეს პროექტი მალევე დასრულდა.[3]
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]AS-90-ს აქვს სპეციალური კვების ბლოკი. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც ძრავი არ არის ჩართულ მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობს ბატარეის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც AS-90 არ მოძრაობს. იარაღის გამზადება შეიძლება მისი სრული დახურვიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში. AS-90-ს აქვს სპეციალური კომპიუტერი, რომელსაც Turret Control Computer (TCC) ეწოდება. TTC აკონტროლებს კოშკურის ყველა ძირითად ფუნქციას.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეკიპაჟი: 5
- სიგრძე: 9.07 მ.
- სიგანე: 3.5 მ.
- სიმაღლე: 2.49მ.
- წონა: 45 ტონა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- British Army information page on the AS-90 დაარქივებული 2013-01-18 საიტზე Wayback Machine.