შინაარსზე გადასვლა

AEG

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Allgemeine Elektrizitäts-Gesellschaft
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 27 მაისი 1887
სათავო ოფისი ფრანკფურტი, გერმანიის დროშა გერმანია
მმართველი
ემილ რატენაუ
პროდუქცია ელექტრო გენერატორები და ელექტრო გადამცემები
ტელეკომუნიკაციები (ტელეფონები და მობილური ტელეფონები)
მანქანათმშენებლობა (ავტომობილები)
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
პირადი ჰიგიენა
ჩარხები
პროექტორები
შემოსავალი DM 12.5 მილიარდი (1995)
საიტი aeg.com

AEG (გერმ. Allgemeine Elektricitäts Gesellschaft — ქართ. საყოველთაო ელექტრო კომპანია) — გერმანული კომპანია. სპეციალიზებული ელექტროენერგეტიკაში, მანქანათმშენებლობასა და საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის დარგში. დაარსდა ბერლინში 1887 წელს ემილ რატენაუს მიერ. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ფრანკფურტში. AEG ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებლები კომპანია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს.

ემილ რატენაუ AEG-ს დამაარსებელი

კომპანიამ 1887 წელს პირველი პროდუქტი ელექტრო ნათურა გამოუშვა, რომლის პატენტიც შეისყიდა ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონისაგან. 1898 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი ტრანსპორტირებადი საბურღი მოწყობილობა, დრელი. 1907 წელს AEG-ის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა პიტერ ბერენსი, რითაც იგი გახდა მსოფლიოში პირველი სამრეწველო დიზაინერი. AEG-მა 1938 წელს წარმოადგინა მისი პირველი ელმავალი ხოლო 1958 წელს შექმნა პირველი სრულად ავტომატიზირებული სარეცხი მანქანა LAVAMAT. 1976 წელს ბაზარზე წარადგინა პირველი სრულად ელექტრონული ღუმელი. კომპანიამ 1994 წელს გამოიყენა LCD საინფორმაციო სისტემები რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და ავტობუსებში, თუმცა 1970 წლიდან იყენებდა ამ ტექნოლოგიებს. AEG 2004 წელს გაერთიანდა შვედური კომპანია Electrolux-ის ჯგუფში.[1]

  1. AEG ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 2015-01-16.