შინაარსზე გადასვლა

20 ივლისის შეთქმულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლოკის ნანგრევები, რომელშიც 1944 წლის 20 ივლისს აფეთქება მოხდა.

20 ივლისის შეთქმულება, გენერლების შეთქმულება — გერმანული წინააღმდეგობის შეთქმულება ვერმახტის სამხედრო მაღალჩინოსნებისა ადოლფ ჰიტლერის მოკვლის, სახელმწიფო გადატრიალებისა და ნაცისტური ხელისუფლების დამხობის მიზნით. შეთქმულების კულმინაციად 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმა შეიძლება ჩაითვალოს. ამ წარუმატებლობას შეთქმულთა დიდი უმრავლების დახვრეტა და წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობა მოჰყვა.

ჰიტლერის მმართველობით უკმაყოფილოთა შორის იყვნენ პოლკოვნიკი ლუდვიგ ბეკი, რომელმაც 1938 წლის 18 აგვისტოს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის პოსტი დატოვა ჰიტლერის პოლიტიკის მიუღებლობის ნიშნად, შტაბის ახალი გენერალი ფრანც ჰალდერი, მომავალი გენერალ-ფელდმარშლები ერვინ ფონ ვიცლებენი და ვალტერ ფონ ბრაუხიჩი, გენერლები ერიხ ჰეპნერი და ვალტერ ფონ ბროქდორფ-ალეფელდი, ასევე აბვერის თავმჯდომარე ვილჰელმ ფრანც კანარისი და პოლკოვნიკის თანაშემწე ჰანს ოსტერი, აგრეთვე პრუსიის ფინანსთა მინისტრი იოჰანეს პოპიცი, ბანკირი იალმარ შახტი, ლაიფციგის ყოფილი ბურგომისტრი კარლ გერდელერი და დიპლომატი ულრიხ ფონ ჰასელი.

20 ივლისის შეთქმულების მონაწილენი დღევანდელ გერმანიაში გმირებად მიიჩნევიან, რომელთაც ეროვნულ თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი სახელები ჰქვია ქუჩებსა და მოედნებს გერმანიაში, მათ სახელზე აღმართულია ძეგლები. თანამედროვე გერმანიის ისტორიოგრაფიაში 20 ივლისის შეთქმულება გერმანული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს დღედ მიიჩნევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეთქმულთაგან ბევრი სულაც არ იზიარებდა დემოკრატიულ პრინციპებს და ვაიმარის რესპუბლიკის მიმართ ერთობ კრიტიკულნიც იყვნენ, მათ ტრადიციული პრუსიული ნაციონალიზმი ესახებოდათ ქვეყნის განვითარეის უმთავრეს გზად. მაგალითად ბეკი და გერდელერი მონარქისტები იყვნენ. გერდელერი ომამდელი ტერიტორიული დანაკარგების დაბრუნების მოთხოვნით გამოდიოდა.

  • Duffy, James P., Ricci, V. Target Hitler: the plots to kill Adolf Hitler
  • Fest, J. Plotting Hitler's death: the German resistance to Hitler, 1933-1945|