1944 (სიმღერა)
„1944“ | |
---|---|
სინგლი | |
ჩაიწერა | 2015 |
ჟანრი |
პოპ-მუსიკა ხალხური მუსიკა |
ხანგრძლივობა | 3:00 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Enjoy Records |
ავტორ(ებ)ი |
ჯამალა არტ ანტონიანი |
1944 — სიმღერა, რომლითაც 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უკრაინა წარადგინა მომღერალმა ჯამალა.
სიმღერა ეხება 1944 წლის მოვლენებს, როდესაც სტალინმა ყირიმელი თათრები გადაასახლა და ამ გადასახლებას დიდი მსხვერპლიც მოჰყვა.[1] მათ სიაში მოხვდა ჯამალას ბებიაც, რომელმაც გადასახლებში შვილი დაკარგა, სწორედ ამ მოვლენას ეძღვება სიმღერაც, რომელიც რუსეთმა გააპროტესტა და მოითხოვეს სიმღერის კონკურსზე აკრძალვა, თუმცა მიუხედავად ამისა 2016 წლის 9 მარტს EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა კავშირი) განაცხადა, რომ სიმღერა არ არის პოლიტიკური და შესაბამისად არ ეწინააღმდეგება კონკურსის წესებს, აქედან გამომდინარე სიმღერა დაიშვა კონკურსზე და არც მისი სახელი შეცვლილა
უკრაინა 2016 წლის ევროვიზიაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 6 თებერვალს ჯამალამ სიმღერა პირველად შეასრულა ცოცხლად ეროვნულ შესარჩევში და მან, როგორც ხალხისგან ისე ჟიურისგანაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა დაუმსახურა, შესაბამისად ის პირველი ნახევარ ფინალის რჩეული გახდა და ჟიურისგან უმაღლესი 9 ქულა მიიღო, ხალხის 49.22% კი ხმა მისცა მას (9 ქულა).[2] ფინალზე, 21 თებერვალს მაყურებელი და ჟიური ერთსულოვანი არ ყოფილა, თუმცა ჯამალამ მაინც შეძლო გამარჯვება და საერთო ხმების 37.77% იგი 2016 წლის ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენელი გახდა.
ევროვიზია 2016
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკრაინა თავიდანვე მოიზარებოდა ერთ-ერთ ფავორიტად და შესაბამისად 2016 წლის 12 მაისს ევროვიზიის მეორე-ნახევარ ფინალზე ჯამალამ სიმღერით "1944" 287 ქულით მე2 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა.
ჟიურის ხმებით (211) უკრაინა მე2-ზე იყო, ხოლო მაყურებლის ტოპ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ხმებით მე2 ადგილზე გავიდა და 323 ქულით (ჯამში 534) 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.
უკრაინამ მოხსნა 2009 წლის ევროვიზიის გამარჯვებულის, ალექსანდერ რიბაკის რეკორდი (387 ქულა).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Veselova, Viktoria; Melnykova, Oleksandra. Crimean singer in line to represent Ukraine at Eurovision. The Guardian (11 February 2016). ციტირების თარიღი: 11 February 2016.
- ↑ „Детальні результати глядацького голосування «Євробачення-2016» (фiнал)“ (Ukrainian). STB. 21 February 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 23 February 2016.