შინაარსზე გადასვლა

ჰრაჩიკ ჯავახიანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰრაჩიკ ჯავახიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1984(1984-07-06) (40 წლის)
დაბ. ადგილი ვანაძორი
ქვეყანა სომხეთი
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი

ჰრაჩიკ ჯავახიანი (სომხ. Հրաչիկ Ջավախյան; დ. 6 ივლისი, 1984, ვანაძორი, სომხეთის სსრ) — სომეხი მოკრივე. მის კარიერაში განსაკუთრებულ მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს 2010 წელს მოგებული კრივის ევროპის ჩემპიონატი და 2008 წელს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. 2009 წელს მიენიჭა სომხეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[1]

ჯავახიანმა კრივში ვარჯიში 14 წლის ასაკში დაიწყო სომხეთის დამსახურებული მწვრთნელის გევორგ მისაკიანის ხელმძღვანელობით. 2005 წლიდან არის სომხეთის ნაკრების წევრი.

ჯავახიანი 2006 წლის მოყვარულთა კრივში ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც იგი შეხვდა მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ალექსეი ტიშჩენკოს. ჰრაჩიკი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მომდევნო წელს ჯავახიანმა მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ამის მიზეზი გახდა 2007 წლის მოყვარულთა კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა.

2008 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ჯავახიანმა პირველი რაუნდში ნიგერიელი რაშეედ ლავალი ანგარიშით 12:0 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა სამხრეთ კორეელი ჯონგ სუბ-ბაიკი. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო რუსი ალექსეი ტისჩენკო, რომელთანაც ანგარიშით 5-10 დამარცხდა. ნახევარფინალში გასვლის წყალობით ჯავახიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს იყო პირველი ოლიმპიური მედალი კრივში დამოუკიდებელი სომხეთისთვის.[2]

2010 წელს ჯავახიანმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ჯავახიანმა პირველ ეტაპზე დაისვენა. პირველი შეხვედრაში ნიგერიელი რაშეედ ლავალი ანგარიშით 12:0 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა სამხრეთ კორეელი ჯონგ სუბ-ბაიკი. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო რუსი ალექსეი ტისჩენკო, რომელთანაც ანგარიშით 5:10 დამარცხდა.

შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრაში ანგარიშით 18:29 დამარცხდა კანადის წარმომადგენელ იბრაჰიმ კამალთან.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დაამარცხა ლატვიელი აივარს რომანოვკისი, ანგარიშით 17:14. მისი შემდეგი მეტოქე იყო ამერიკის წარმომადგენელი სადამ ალი, რომელიც ანგარიშით 20:16 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად დაამარცხა ფილიპინელი გენებერტ ბასადრე, ანგარიშით 17:6. მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა იტალიელ დომენიკო ვალენტინოსთან, ანგარიშით 12:27.

2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დაამარცხა ბულგარელი აივარს რომანოვსკისი, ანგარიშით 11:1. შემდეგ შეხვედრაში დამარცხდა ბრაზილიელ ევერტონ ლოპესთან, ანგარიშით 3:10 და გამოეთიშა ასპარეზობას.

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დაამარცხა გერმანელი დავიდ მუელერი, ანგარიშით 17:11. შემდეგ შეხვედრაში დამარცხდა ჩეხ ზდნეკ ჩლადეკთან, ანგარიშით 6:10.

შედეგები ევროპის ჩემპიონატზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში დაამარცხა კვიპროსელი ოვიდიუ ბობირნატი, ანგარიშით 34:17. შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე იყო კჟისტოფ ჟოტი, პოლონელი სპორტსმენი, რომელიც ანგარიშით 20:10 დაამარცხა. ამის შემდეგ დაამარცხა ბელარუსი ვაზგენ საფარიანცი, ანგარიშით 25:16. ფინალში დამარცხდა რუს ალექსეი ტისჩენკოსთან, ანგარიშით 15:39.

2010 წელს ფინალში გასვლამდე დამაჯერებლად დაამარცხა ფინელი ალექს ვასილიევი, ანგარიშით 11:2. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა რუმინელი ჯორჯიან პოპესკუ, ანგარიშით 9:3. ამას მოჰყვა გერმანელი დავიდ მეულერის დამარცხება, ანგარიშით 5:3. ნახევარფინალში დაამარცხა ალექსანდრ კლიუჩკო, ანგარიშით 5:1. ფინალში დაამარცხა უნგრელი გიულა კატე, ანგარიშით 3:2 და მოახერხა ტურნირზე გამარჯვების მოპოვება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. www.ra.am. ციტირების თარიღი: 19 June 2010.
  2. Javakhyan Wins Armenia's Sixth Medal at Beijing Olympics. asbarez.com. ციტირების თარიღი: 1 January 2013.