შინაარსზე გადასვლა

ჰოსნი მუბარაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოსნი მუბარაქი
ჰოსნი მუბარაქი
ეგვიპტის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 1981 – 11 თებერვალი, 2011
ვიცე-პრეზიდენტი  ომარ სულეიმანი
წინამორბედიანვარ სადათი
მემკვიდრეეგვიპტის შეიარაღებული ძალები

დაბადებული4 მაისი, 1928
კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე
გარდაცვლილი25 თებერვალი, 2020 (91 წლის)
კაირო, ეგვიპტე
რელიგიაისლამი
ხელმოწერა

მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, (არაბ. محمد حسني مبارك) უფრო გავრცელებული სახელი ჰოსნი მუბარაქი (არაბ. حسني مبارك; დ. 4 მაისი, 1928, კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე — გ. 25 თებერვალი, 2020, კაირო) — ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი 1981–2011 წლებში[1]. თანამდებობა დაიკავა პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მკვლელობის შემდეგ. იგი ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივად მმართველია მუჰამედ ალი ფაშას შემდეგ.

2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა.[2] ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა.[3] 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაშია დადანაშაულებული.[4] გამოჩენის გამოტანის შემდეგ, როგორც ცნობილია, მუბარაქმა გადაიტანა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი კრიზისები. 2013 წლის 13 იანვარს ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ გააუქმა მუბარაქის განაჩენი და საქმის ხელმეორედ განხილვა დანიშნა.[5] განმეორებით პროცესზე, 2015 წლის 9 მაისს, მუბარაქი და მისი ვაჟები მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი კორუფციის ბრალდებით და მიესაჯათ პატიმრობა.[6] მუბარაქი პატიმრობაში მიეცა სამხედრო ჰოსპიტლში, ხოლო მისი ვაჟები 2015 წლის 12 ოქტომბერს კაიროს სასამართლომ გაათავისუფლა.[7] 2017 წლის 2 მარტს გამართლდა საკასაციო სასამართლოს მიერ და და 24 მარტს გათავისუფლდა.[8][9]

გარდაიცვალა 2020 წლის 25 თებერვალს.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ჰოსნი მუბარაქმა თანამდებობა დატოვა ახალი ამბების სააგენტო GHN
  2. ჰოსნი მუბარაქი გადადგა[მკვდარი ბმული] - საინფორმაციო სააგენტო Geonews.ge
  3. მუბარაქი გადადგა, ხელისუფლება სამხედროებს გადაეცა რადიო თავისუფლება
  4. „ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს“. palitratv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-06-03.
  5. Egypt's Mubarak to get retrial დაარქივებული 20 January 2013 საიტზე Wayback Machine. . 3 News. Retrieved on 2014-01-16.
  6. „Egypt's Hosni Mubarak jailed in corruption retrial“. BBC News. 9 May 2015. ციტირების თარიღი: 9 May 2015.
  7. „Jailed sons of Egypt's deposed leader Hosni Mubarak freed“. Associated Press. 13 October 2015.
  8. „Egypt's Hosni Mubarak acquitted over 2011 protester deaths“. 3 March 2017.
  9. „Egypt's Hosni Mubarak freed after six years in detention“. BBC News (ინგლისური). 24 March 2017. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  10. Egypt's former president Hosni Mubarak dies at 91. ციტირების თარიღი: 2020-02-25
  11. „Former Egyptian president Hosni Mubarak dies“. BBC News (ინგლისური). 2020-02-25. ციტირების თარიღი: 2020-02-25.