ჰორმუზის სრუტე
იერსახე
ჰორმუზის სრუტე (არაბ.مضيق هرمز—) — ვიწრო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტე ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის. სრუტის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს ირანი, სამხრეთ ნაპირზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის ანკლავი მუსანდამი.
სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი სიგანეში 54 კმ-ია. ამ სრუტის მნიშვნელობა მართლაც უდიდესია, ის უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტს დანარჩენ მსოფლიოში. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქ ყოველდღიურად 15 ტანკერი გაივლის, რომლებსაც 16.5-17 მლნ ტონა ნავთობი გადააქვთ, რაც სრუტეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გეოსტრატეგიულ წერტილად აქცევს. ამჟამად, ჰორმუზის სრუტეზე მოდის მსოფლიოში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 40% და მთლიანი გადაზიდვების 20%.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 690.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰორმუზის სრუტის საიტი დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
- დედამიწის ენციკლოპედია