შინაარსზე გადასვლა

ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი
ინგლ. John Burdon Sanderson Haldane
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1892(1892-11-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი ოქსფორდი[15]
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი, 1964(1964-12-01)[15] [1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [16] [11] [13] [14] (72 წლის)
გარდ. ადგილი ბჰუბანეშვარი[15]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ინდოეთი
საქმიანობა ბიოლოგი[13] , გენეტიკოსი, ფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფოსი[14]
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ალმა-მატერი დრეგონ-სკული და ოქსფორდის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ჯონ მეინარდ სმითი
მეუღლე შარლოტ ჰოლდეინი[17] და ელენ სპარუეი
მამა ჯონ სკოტ ჰოლდეინი[17]
დედა Louisa Kathleen Trotter[4] [17]
ჯილდოები დარვინის მედალი[18] , კიმბერის პრემია გენეტიკაში, დარვინ-უოლესის მედალი[19] , გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კრუნის სახელობის პრემია, ბელის მედალი და doctor honoris causa from the University of Paris[20] [21]

ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი (ინგლ. John Burdon Sanderson Haldane; დ. 5 ნოემბერი, 1892, ოქსფორდი, ინგლისი — გ. 1 დეკემბერი, 1964, ბჰუბანეშვარი, ორისის შტატი, ინდოეთი) — ინგლისელი ბიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1932), დიდი ბრიტანეთის კომპარტიის წევრი (1937) და პოლიტბიუროს წევრი (1942-1943), აღმასკომის პოლიტკომიტეტის წევრი (1943-1945). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1942). ცნობილი ინგლისელი ფიზიოლოგის ჯონ სკოტ ჰოლდეინის შვილი.

1914 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. ჰოლდეინის ძირითადი შრომები ეხება გენეტიკის, ბიოქიმიის, ბიომეტრიისა და მათემატიკური სტატისტიკის, აგრეთვე წყალქვეშა ფიზიოლოგიის საკითხებს. დაამუშავა გენის მოდელირებისა და მემკვიდრული ფაქტორების შეჭიდულობის მათემატიკური თეორია, მონაწილეობდა მათემატიკური, მოლეკულური და ბიოქიმიური გენეტიკის ჩამოყალიბებაში. მათემატიკურად დაასაბუთა ფერმენტული კატალიზის კინეტიკის თეორია („ენზიმები“, 1930). გამოიკვლია ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის რაოდენობრივი მხარე (ტემპი) და დაამტკიცა, რომ ევოლუციური ელემენტარული ერთეულია არა ინდივიდი, არამედ პოპულაცია („ევოლუციის ფაქტორები“, 1932). განსაზღვრა ადამიანის გენების მუტირების სიხშირე (1935), შემოიღო გენეტიკური ტვირთის ცნება (1937), გამოითვალა ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში ადამიანთა პოპულაციებში მუტაციების წარმოშობის ალბათობა (1947).

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Who Named It?
  7. NooSFere — 1999.
  8. Schellenberg W., შუცშტაფელი Sonderfahndungsliste G.B.შუცშტაფელი, 1940.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 14.2 https://tritius.kmol.cz/authority/866197
  15. 15.0 15.1 15.2 Холдейн Джон Бёрдон Сандерсон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 17.2 Kindred Britain
  18. https://docs.google.com/spreadsheets/d/1dsunM9ukGLgaW3HdG9cvJ_QKd7pWjGI0qi_fCb1ROD4/pubhtml?gid=216486814&single=true
  19. The Darwin-Wallace MedalLinnean Society of London.
  20. Onze nouveaux docteurs "honoris causa" de l'université de Paris / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1947. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  21. L'Information universitaire — 1947. — ISSN 2024-3693