ჯომო კენიატა
ჯომო კენიატა | |
კენიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 დეკემბერი 1964 – 22 აგვისტო 1978 | |
მემკვიდრე | დანიელ არაპ მოი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი, 1963 – 12 დეკემბერი, 1964 | |
მემკვიდრე | რაილა ოდინგა |
დაბადებული | 1894 გატუნდუ, კენია |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო 1978 მომბასა, კენია |
პოლიტიკური პარტია | KANU |
ჯომო კენიატა (ინგლ. Jomo Kenyatta; დ. 1894, გატუნდუ, კენია — გ. 22 აგვისტო, 1978, მომბასა, კენია) — კენიის პოლიტიკური მოღვაწე, კენიის პრემიერ-მინისტრი 1963–1964 წლებში და პრეზიდენტი 1964–1978 წლებში. უწოდებენ "კენიელების მამას".
ეკუთვნის კიკუიოს ტომს. ახალგაზრდობაში ერქვა ნგენგი კამაუ, 23 წლის ასაკში მიიღო ქრისტიანობა და დაირქვა ჯონსტონ კამაუ, ხოლო ამის შემდეგ მიიღო სახელწოდება ჯომო კენიატა. 1920-იან წლებში მუშაობდა კენიის უზენაეს სასამართლოში თარჯიმნად. 1928 წელს დაიწყ პოლიტიკური კარიერა და გახდა კიკუიოს ცენტრალური ასოციაციის მდივანი. 1929 წლიდან ცხოვრობს ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი – ინგლისში და ეწევა სოფლის მეურნეობას. 1946 წელს ბრუნდება კენიაში და ხდება კენიის აფრიკელთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე. 1952 წელს აპატიმრებენ და უსჯიან 7 წლით თავისუფლების აღკვეთს მაუ-მაუს აჯანყების ორგანიზებისათვის.
იბრძოდა კენიის დამოუკიდებლობისათვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. გარდაიცვალა თანამდებობაზე. მისი შემცვლელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი დანიელ არაპ მოი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Speech by Kenyatta at the Kenya African Union Meeting at Nyeri, July 26, 1952 დაარქივებული October 26, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Mzee Jomo Kenyatta
- Famous People in Kenya: Jomo Kenyatta
წინამორბედი: |
კენიის პრემიერ-მინისტრი 1963 – 1964 |
შემდეგი: რაილა ოდინგა |
წინამორბედი: |
კენიის პრეზიდენტი 1964 – 1978 |
შემდეგი: დანიელ არაპ მოი |