შინაარსზე გადასვლა

ჯექსონ ვანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯექსონ ვანგი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1994 (1994-03-28) (30 წლის)
დაბ. ადგილი ჰონგ-კონგი, ბრიტანეთის იმპერია
წარმოშობა ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი
ჟანრ(ებ)ი K-pop, რეპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი
აქტიური 2014 - დღემდე
საიტი jyppub.com
ჯექსონ ვანგი ვიკისაწყობში

ჯექსონ ვანგი ((ჩინური); კორ. 왕잭슨 დ. 28 მარტი, 1994) — სამხრეთ კორეაში დაფუძნებული ჰონგ-კონგელი რეპერი, მომღერალი და მოცეკვავე, ბოიბენდ Got7-ის მთავარი რეპერი. ასევე ცნობილია ტელეშოუდან „ოთახის მეზობელი“. იგი პოლიგლოტია და თავისუფლად ფლობს ინგლისურ, კორეულ, ჩინურ ენებს და საუბრობს ფრანგულად და იაპონურად.

ჯგუფის დებიური შედგა 2014 წლის 16 იანვარს, სინგლით „Girls Girls Girls“ და მინი-ალბომით „Got It?“. იმავე წელს ჯექსონი გამოჩნდა შოუში „ოთახის მეზობელი“, რის შედეგადაც მისი პოპულარობა კორეაში გაიზარდა და მან მიიღო დებიუტანტის ჯილდო SBS Entertainment Awards-ზე[1].

2015 წელს ჯექსონი გახდა მუსიკალური შოუს წამყვანი Inkigayo-ზე ჰან კვან ჰისთან ერთად. ამავე წლის დეკემბერში შედგა მისი დებიუტი ჩინურ ტელევიზიაში[2].

2017 წლის 26 ივნისს მან დააფუძნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით Team Wang და ორი თვის შემდეგ ჯექსონის სოლო დებიუტი შედგა 2017 წლის 26 აგვისტოს, სინგლით „Papillon“.

2018 წლის 6 ნოემბერს, გუჩი მეინთან ერთად გამოუშვა კლიპი სიმრერისთვის „Different Game“.

ჯექსონმა 2019 წლის 13 იანვარს გამოუშვა სინლი ჩინელ რეპერ ICE-სთან ერთად. ამავე წლის 12 აპრილს გამოუშვა კლიპი სიმღერაზე „Oxygen“, ხოლო 25 ოქტომბერს გამოუშვა სადებიუტო სოლო-ალბომი „MIRRORS“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. [bnt photo Lee Kyung Gyoo Won The Biggest Award at SBS]. BNT News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2017-03-24.
  2. "도니형, 잘할게요" 잭슨, 中 '냉장고' 메인 MC 도전기. Naver. ციტირების თარიღი: 2017-03-24.