შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ ჰარდენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ჰარდენი
№ 13 – ფილადელფია სიქსერსი
შემტევი მცველი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 26 აგვისტო, 1989
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა არტეზია;ლეიკვუდი;კალიფორნია
სიმაღლე 1.96 სმ
წონა 99 კგ
კარიერა
კოლეჯი არიზონას უნივერსიტეტი
პროფესიონალური კარიერა 2009-–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2009-2012 ოკლაჰომა სიტი თანდერი
2012-2021 ჰიუსტონ როკეტსი
2021-2022 ბრუკლინ ნეტსი
2022-დღემდე ფილადელფია სიქსერსი

ჯეიმზ ჰარდენი — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, ამჟამად თამაშობს ფილადელფია სიქსერსი-ში. ჰარდენი 2009 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად აირჩიეს.

ჰარდენი სწავლობდა სკოლა "არტეზიაში", "ლეიკვუდში", კალიფორნიის შტატში. ორი წლის განმავლობაში ის საშუალოდ ერთ მატჩში აგროვებდა 13.2 ქულას, როდესაზ "არტეზიის" სკოლის გუნდში თამაშობდა მისი საშუალო მონაგარი 28,5 ქულა იყო. მომდევნო წელს კი მისი მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო, საშუალოდ 18.8 ქულა და 3.5 გადაცემა. "არტეზიის" გუნდში კი მან კალიფორნიის ჩემპიონატი მოიგო.

ჰარდენი ცდილობს ხელი შეუშალოს მეტოქე "არიზონას" კალათბურთელს ჰარდენი ბურთს ათავსებს "არიზონას" კალათში

კოლეჯში ჰარდენი თამაშობდა არიზონა სტეიტ სან დევილსში, 2 წლის განმავლობაში.

2007/2008 წლის სეზონში მან ითამაშა 34 მატჩი. ის საშუალოდ მოედანზე 34,1 წუთს ატარებდა, აგროვებდა 17,8 ქულას, 5,3 მოხსნას, 2,1-ხელ კარგავდა ბურთს და აკეთებდა 0,6 ბლოკშოტს.

2008/2009 წლის სეზონში, მან 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის მოედანზე საშუალოდ 35,8 წუთს ატარებდა, აგროვებდა 20,1 ქულას, ჰქონდა საშუალოდ 5,6 მოხსნა, 1,7 ჩაჭრა, 0,3 ბლოკშოტი, 3,4 დაკარგვა და 4,2 შედეგიანი გადაცემა.

ოკლაჰომა სიტი თანდერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარდენი 2009 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად ოკლაჰომა სიტი თანდერმა აირჩია.ის გახდა პირველი კალათბურთელი, რომელიც დრაფტზე აირჩია ოკლაჰომამ, მას შემდეგ რაც ეს გუნდი ოკლაჰომაში გადაბარგდა სიეტლიდან. ჰარდენმა კლუბთან კონტრაქტს ხელი 2009 წლის 12 ივლისს მოაწერა.

ჰარდენმა უარი განაცხადა ოკლაჰომასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ის ჰიუსტონ როკეტსში წავიდა კუკ დეკუანთან, კოულ ოლდრიჩთან და ლაზარ ხეიუორდთან ერთად, მათ ნაცვლად კი გუნდში ჰიუსტონიდან ჯერემი ლემბი და კევინ მარტინი მივიდა.