შინაარსზე გადასვლა

ხოსე კარლოს მარიატეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე კარლოს მარიატეგი

ხოსე კარლოს მარიატეგი 1928 წელს
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1895
ლიმა, პერუ[1]
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1930 (34 წლის)
ლიმა, პერუ
ეროვნება პერუ
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ხოსე კარლოს მარიატეგი (ესპ. José Carlos Mariátegui La Chira; დ. 14 ივნისი, 1895, ლიმა — გ. 16 აპრილი, 1930, იქვე) — პერუს პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, სოციოლოგი და ლიტერატურის კრიტიკოსი.

14 წლისა სტამბის მუშა იყო, შემდეგ — ჟურნალისტი. 1918 წლიდან ჩაება მუშათა მოძრაობაში და სოციალიზმის იდეებს ქადაგებდა. 1919 წლიდან სამშობლოდან გადაასახლეს. ევროპაში ხვდებოდა მ. გორკის, გ. ჩიჩერინს, ა. ბარბიუსს, ა. გრამშის. 1923 წელს პერუში დაბრუნდა. აქტიურად მონაწილეობდა პროფკავშირებისა და სახალხო უნივერსიტეტების საქმიანობაში. მარიატეგი ეროვნული კულტურის დამოუკიდებელი განვითარების მომხრე იყო. 1926 წლიდან გამოსცემდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალს — „ამაუტა“ („Amauta“. 1930 წლამდე). 1928 წელს დააარსა პერუს კომპარტია (1930 წლამდე ეწოდებოდა პერუს სოციალისტური პარტია) და იყო მისი პირველი გენერალური მდივანი. მარიატეგის ნაშრომი „პერუს სინამდვილის განმარტების შვიდი ნარკვევი“ (1928) კომპარტიის პროგრამის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118781901 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016