ხლოდომერი
იერსახე
ხლოდომერი (გერმ. Chlodomer; ფრანგ. Clodomir Ier; დ. 495 — გ. 524) — ფრანკების მეფე. მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი, ხლოდვიგ I-ისა და კლოტილდა ბურგუნდიელის მეორე ვაჟი. 511-524 წლებში იყო ორლეანის მეფე.
ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ ხლოდომერმა და მისმა სამმა ძმამ თოიდერიხმა, ხილდებერტმა და ხლოტარმა ფრანკთა სახელმწიფო გაინაწილეს. უდიდესი ნაწილი შეხვდა ძმებს შორის უფროსს თოიდერიხს. დანარჩენი ნაწილი კი ძმებმა, კლოტილდას შვილებმა, გაინაწილეს. ხლოდომირს შეხვდა მდინარე ლუარის აუზი, რომელსაც ორლეანის სამეფოსაც უწოდებდნენ. მისი სამფლობელოს დედაქალაქი გახდა ორლეანი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chlodomer von Frankenkoenig. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-01-13.
- Генеалогическое древо Меровингов на «Хроносе»
|