ცხენისკბილა სოკო
იერსახე
ცხენისკბილა სოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Russula delica | ||||||||||
|
ცხენისკბილა სოკო (ლათ. Russula delica) — ქუდიანი სოკო, ქუდის დიამეტრი 20 სმ-ს აღწევს. თავდაპირველად ბრტყელია, სიმწიფეში — ჩაღრმავებული; თეთრი, ზოგჯერ მოყვითალო-მურა ლაქები აქვს, ზედაპირზე მშრალია. ფირფიტები თეთრი ან მოცისფროა. ფეხიც თეთრია, 5 სმ-მდე სიგრძის, ფუყე. ფირფიტების რბილობი ცხარეა. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ჯგუფ-ჯგუფად ზაფხულ-შემოდგომაზე. იჭმება მხოლოდ დამწნილებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 250.