ცერერა (1 Ceres — მცპ-ის კატალოგის მიხედვით; სიმბოლო: )[1] — ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა. ცერერა აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ1801 წლის 1 იანვარს. ეს არის ყველაზე მასიური სხეული. დიდი ხნის განმავლობაში ცერერა ითვლებოდა სრულყოფილ პლანეტად, თუმცა შემდგომ მოხდა მისი კლასიფიკაცია როგორც ასტეროიდის, ხოლო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის2006 წლის 24 აგვისტოს XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად. მისი ეკვატორული დიამეტრია დაახლოებით 980 კმ-ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 910 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე 17 882 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მზის მხარეს (პერიფელიუმში) ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურაა -34 °C (239 °K).