ჩრდილოეთი ლანაო
ჩრდილოეთი ლანაო ტაგალ. Hilagang Lanaw | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ტუბოდი (ჩრდილოეთი ლანაო) | ||||
შიდა დაყოფა | ბაკოლოდი (ჩრდილოეთი ლანაო), ბალოი (ჩრდილოეთი ლანაო), ბაროი, კაპატაგანი (ჩრდილოეთი ლანაო), კაუსვაგანი, კოლამბუგანი, ლალა (ჩრდილოეთი ლანაო), ლინამონი, Magsaysay, მაიგო, მატუნგაო, მუნაი, ნუნუნგანი, პანტაო-რაგატი, პანტარი (ჩრდილოეთი ლანაო), პოონა-პიაგაპო, სალვადორი (ჩრდილოეთი ლანაო), საპადი, სულთან-ნაგა-დიმაპორო, ტაგოლოანი (ჩრდილოეთი ლანაო), ტანგკალი და ტუბოდი (ჩრდილოეთი ლანაო) | ||||
კოორდინატები | 8°02′00″ ჩ. გ. 124°00′00″ ა. გ. / 8.03333° ჩ. გ. 124.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Imelda Dimaporo | ||||
დაარსდა | 22 მაისი, 1959[1] | ||||
ფართობი | 3346.57 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 722 902 (1 მაისი, 2020)[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 63 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9201–9222 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.lanaodelnorte.gov.ph | ||||
| |||||
ჩრდილოეთი ლანაო (ოფიციალურად ჩრდილოეთ ლანაოს პროვინცია; ტაგ: Hilagang Lanao; სებ: Amihanang Lanao) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ჩრდილოეთი მინდანაოს რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ტუბოდი.
პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, დასავლეთით — სამხრეთი ზამბოანგა, სამხრეთ-დასავლეთით — ილანის ყურე, ჩრდილოეთით — ილაგანის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ქალაქი ილიგანი, ხოლო ჩრდილო-დასვლეთით პანგუილის ყურით აღმოსავლეთი მისამისისგანაა გამოყოფილი. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 676 395 ადამიანს შეადგენს.[3]
ჩრდილოეთ ლანაოს შემადგენლობაში შედის ქალაქი ილიგანი, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ranao, რაც „ტბას“ ნიშნავს. პროვინცია ლანაოს ტბის აუზში მდებარეობს და „მარანაოების“ (ითარგმნება როგორც „ტბის ხალხი“) მიწადაა ცნობილი.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმების შემოსვლამდე ლანაოს ხალხები ინდუიზმის, ანიმიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები იყვნენ.[5][6] ესპანელებმა ლანაო პირველად 1689 წელს გამოიკვლიეს. მათ ტბის ჩრდილოეთ ბოლოში კარგად გამაგრებული დასახლება დანსალანი აღმოაჩინს. ლანაო შემდეგში ლანაოს სასულთნოს რეზიდენციას წარმოადგენდა.[4]
1914-1959 წლებში დღევანდელი ჩრდილოეთი ლანაო ლანაოს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1942 წელს სამხრეთ ლანაოში იაპონიის საიმპერიო შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ. 1945 წელს სამხრეთ ლანაოში პირველი განმათავისუფლებელი ძალები ჩავიდნენ. 1959 წელს, 2228-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ლანაო ორ ნაწილად გაიყო: სამხრეთ და [ჩრდილოეთ ლანაოდ გაიყო.[7] ახალი პროვინციის ინაუგურაცია 4 ივლისს გაიმართა და მის პროვინციულ დედაქალაქად ილიგანი გამოცხადდა.
თავდაპირველად პროვინცია ბალოის, კაუსვაგანის, ბაკოლოდის, მაიგოს, კოლამბუგანის, ტუბოდის, ბაროის, ლალის, კაპატაგანის, კარომატანის მუნიციპალიტეტებს მოიცავდა. შემდეგში ისინი მატუნგაოს, პანტაო-რაგატის, მუნაის, ტანგკაისა და ნუნუნგანის მუნიციპალიტეტებად გარდაიქმნა.
1977 წელს ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 586-ე საპარლამენტო კანონპროექტს (პროვინციული საბჭოს 805-ე რეზოლუცია), რომლის მიხედვითაც პროვინციის დედაქალაქი ილიგანიდან ტუბოდში გადაიტანეს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ ლანაოს პროვინციის ფართობი 3 346.57 კმ²-ია.[8] მას ჩრდილოეთ მინდანაოს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი უკავია. ქალაქ ილიგანის ჩათვლით პროვინციის ფართობი 4 159.94 კმ²-ია. პროვინციას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთი ლანაო ესაზღვრება, დასავლეთიდან — სამხრეთი ზამბოანგა, სამხრეთ-დასავლეთიდან — ილანის ყურე, ჩრდილოეთიდან — ილაგანის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ქალაქი ილაგანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან — პანგუილის ყურე.
ჩრდილოეთ ლანაო 22 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მაღალურბანიზებული ქალაქი ილიგანი პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მისგან დამოუკიდებლად იმართება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობა 676 395 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 200 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. ქალაქ ილიგანის ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 1 019 013 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 245 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობა მარანაოებისა და სებუანოს ეთნიკური ჯგუფების შთამომავლები არიან. წარსულში მინდანაოს, ვისაიასისა და ლუსონის ქრისტიანული პროვინციებიდან მოსული მიგრანტები ძირითადად ლანაოს ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ, ხოლო მარანაოები — სამხრეთ ნაწილში. ილიგანის ჰინტერლანდებში ჰიგაონონების ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს.
მარანაოები ამ ადგილებში ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ. სხვა ჯგუფების მსგავსად, მათაც საკუთარი ენა, კულტურა, რელიგია, სოციალური სისტემა, წეს-ჩვეულებები, მუსიკა და სხვა მახასიათებლები აქვთ.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა მარანაოსა და სებუანურ ენებზე საუბრობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ინგლისური და ფილიპინური ენა ესმის. 2010 წლის მონაცემებით, 601 525 ადამიანისთვის მშობლიური ენა სებუანური/ბისაიური/ბოჰოლანური იყო, 283 007 ადამიანისთვის — მარანაოს ენა, ხოლო 43 740 ადამიანისთვის — სხვა ენები.[9][10]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინის სტატისტიკის სააგენტოს 2015 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ლანაოს მოსახლეობის 44.19% მუსლიმანია (ძირითადად სუნიტები). სხვა ისლამური სექტების: აჰმადიის, სუფიზმის, შიიზმის და სხვ. მიმდევრების რაოდენობაც შესამჩნევია. რელიგიურ უმცირესობას ქრისტიანები, ბუდისტები და სხვ. კონფესიების აღმსარებლები მიეკუთვნებიან.[11]
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ ლანაოს ამჟამინდელი გუბერნატორი იმელდა დიმაპოროა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — მარია კრისტინა ატაი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Republic Act No. 2228
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). "Region X (Northern Mindanao)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
- ↑ 4.0 4.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Lanao del Sur“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millennium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 94–95. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-16. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ Republic Act No. 2228 - An Act to Create the Provinces of Lanao del Norte and Lanao del Sur. ციტირების თარიღი: 24 December 2015.
- ↑ "Province: Lanao del Norte". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016
- ↑ Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010 (Lanao del Norte)
- ↑ Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010 (Iligan City)
- ↑ Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2019. ციტირების თარიღი: Aug 31, 2018.
|