ჩიზბურგერი
ჩიზბურგერი — ჰამბურგერის სახეობა, რომელშიც ხორცის კატლეტზე ყველის ნაჭერი იდება, თუმცა, დაშვებულია სტრუქტურის შეცვლა და ინგრედიენტების დამატება - მათ შორის ხახვის, მაიონეზის, პამიდვრის, კიტრის, ბეკონის, ავოკადოს, სოკოს, სალათის ფურცლის და სხვა. დამზადებაში შეიძლება იყოს გამოყენებული ნებისმიერი მდნადი ყველი, მაგ. მოცარელა, ჩედარი, გაუდა, ლურჯი, ამერიკული ან შვეიცარიული. ყველის დამატება ხდება გაცემამდე ცოტა ხნით ადრე, რომ მან შედნობა მოასწროს. გამოიყენება სხვადასხვა სოუზი, უმეტესად კეტჩუპი, მდოგვი ან მაიონეზი. მომზადების წესი განსხვავდება რეგიონის და რესტორნის მიხედვით.
ჩიზბურგერს, რომელიც ყველის და ხორცის ერთზე მეტ ნაჭერს შეიცავს ეწოდება ორმაგი, სამმაგი დ ა.შ. რაოდენობის მიხედვით. პორციაში ხშირად კარტოფილი ფრი, შემწვარი კვერცხი ან რაიმე სალათიც შედის. ყველის შემცველობის გამო ჰამბურგერზე 20%-ით მეტ კალორიას შეიცავს და ღირებულებით უმნიშვნელოდ აღემატება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-19 საუკუნეში ამერიკაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხორცის ხელმისაწვდომობამ განაპირობა ჰამბურგერის პოპულარიზაცია. ჰამბურგერი ამერიკაში დღესაც ხორცის ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ფასის წყაროდ რჩება.[1]
მასში ყველის დამატება დაიწყეს 1920-იან წლებში. ჩიზბირგერის გამოგონებას რამდენიმე პიროვნება და რესტორანი იბრალებს, მაგ. ლიონელ სტიმბერგი, რომელიც 16 წლის ასაკში მამამისის სენდვიჩების რესტორან "The Rite Spot"-ში მზარეულად მუშაობდა და "ექსპერიმენტალურად ამერიკული ყველის ნაჭერი დაადო შემწვარ კატლეტს" და ლუის ბალასტი, რომელმაც 30-იან წლებში საბუთები შეიტანა სახელწოდება "ჩიზბურგერის" პატენტისთვის. ზოგადად თვლება, რომ ჩიზბურგერის სამშობლო კალიფორნიის შტატია, მენიუში კი ის პირველად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში დაამატეს, სადაც 25 ცენტად იყიდებოდა. ორთქლზე მომზადებული ჩიზბურგერი კენტუკის შტატის კერძად ითვლება და უმეტესად მხოლოს იქ გვხვდება. დღეს ჩიზბურგერი სწრაფი კვების განუყოფელი ნაწილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ რესტორნებში, როგორც McDonald's და Burger King.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩიზბურგერი 2012 წელს შეიქმნა და 914 კილოგრამს იწონიდა, რამაც მოხსნა წინა, 400 კგ-ის რეკორდი. შეერთებულ შტატებში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ჩიზბურგერის ეროვნული დღე 18 სექტემბერს აღინიშნება ამ დღეს სხვადასხვა რესტორანში აქციები მოქმედებს. [1]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიზბურგერი ტრადიციულად არ არის ქაშერი, იუდაიზმის წესით დაშვებული საკვები,[2] რადგან ერთად შეიცავს ხორცსა და რძის პროდუქტს.[3] ეს საკითხი პირველად განხილული იქნა ისრაელში პირველი McDonald's-ის რესტორნის გახსნისას, რასაც საზოგადოების ნაწილი ეწინაღმდეგებოდა. ამჟამად ისრაელში მოქმედებენ McDonald's-ის როგორც ქაშერი, ასევე არაქაშერი რესტორნები.[4]
ნიუ-იორკში ქაშერი ჩიზბურგერის შექმნის მიზნით მასში სოიოს ყველი დაამატეს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ozersky, Josh (2008). The Hamburger: The History. New Haven Conn.: Yale University Press, გვ. 12, 14. ISBN 9780300117585.