ჩვეულებრივი ციმორი
იერსახე
ჩვეულებრივი ციმორი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Gobio gobio (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 184448 | |||||||||||||||||
|
ჩვეულებრივი ციმორი (ლათ. Gobio gobio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 12–15 სმ (აღწევს 22 სმ-მდე), მასა 80 გ. ზურგი მომწვანო-მურაა, გვერდები ვერცხლისფერი, გასდევს მომწვანო ან მოშავო ლაქები, მუცელი ვერცხლისფერი, ოდნავ მოყვითალოა. ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. გვხვდება მდინარეებში. წარმოქმნის დიდ გუნდებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-4 წლისა. ტოფობს აპრილ-ივნისში პორციებად; ქვირითს ფსკერზე ყრის. იკვებება ფსკერის წვრილი უხერხემლოებით, სხვა თევზების ქვირითით (გაზაფხულზე). წარმოადგენს მრავალი მტაცებელი სარეწაო თევზის საკვებს. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის ობიექტია. არალის ზღვის აუზის მდინარეებში, ისიქ-ქოლის ტბაში, ციმბირის მდინარეებში (ობიდან ენისეიმდე), ამურის აუზსა და პრიმორიეს მხარეში წარმოქმნის რიგ ქვესახეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Лебедев В. Д., Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. — М.: Мысль, 1969.
- Решетников Ю. С. Пескари // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 39.