შვედეთის პოლიტიკური სისტემა
შვედეთის სამეფო |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|
მონარქია
პარლამენტი
დაყოფა
საგარეო
ურთიერთობები |
სხვა ქვეყნები · ატლასი პოლიტიკის პორტალი |
შვედეთის პოლიტიკური სისტემა კონსტიტუციურ მონარქიას ეფუძნება. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. ქვეყანას მართავს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც პარლამენტი — რიქსდაგი ირჩევს. პარლამენტი საყოველთაო არჩევნებით ოთხ წელიწადში ერთხელ კომპლექტედება. შვედეთის დღევანდელი მეფე 1973 წლიდან კარლ XVI გუსტავია.
აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობას ეკუთვნის, საკანონმდებლო კი სახალხო წარმომადგენლობა რიქსდაგს. შვედეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.
მმართველობის შვედური მოდელის პოპულარობა ტრადიციებს ემყარება. შვედეთის რიქსდაგს ფესვები გერმანული ტომების, თინგების სასამართლო სისტემიდან აქვს, როდესაც ვიკინგების ეპოქაში მეფე არჩევითი იყო.
შვედეთის მონარქების შესახებ უძველესი ისტორიულად სანდო წყაროები სვეებთა სამეფოზე შექმნილ ლეგენდებშია ნაპოვნი, რომლებიც IX საუკუნეს განეკუთვნება. ამ ლეგენდებში ქრისტიანი მისიონერის ანსგარის მოგზაურობაზეა მოთხრობილი სვეებთა დედაქალაქ ბირკაში. თუმცა შვედი მეფეების ზუსტი სახელები უკვე 980 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.
შვედეთის მთავრობა საპარლამენტო მმართველობის პრინციპს (იურიდიულად 1975 წლიდან, ფაქტობრივად 1917 წლიდან) იცავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შვედეთის მთავრობა
- The Riksdag (შვედეთის პარლამენტი) დაარქივებული 2006-07-01 საიტზე Wayback Machine.
- The Royal Court of Sweden
- How Sweden is governed დაარქივებული 2013-01-26 საიტზე Wayback Machine. - Swedish Government
- Guide to the Swedish Election 2006 - The Local