შინაარსზე გადასვლა

შესახსრებული ავტობუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე დაბალიატაკიანი შესახსრული ავტობუსი Man Lion's City G

შესახსრებული ავტობუსი — დიდი ტევადობის ავტობუსი ან ტროლეიბუსი, რომელიც შედგება სექციებისგან.[1] ეს განყოფილებები ერთმანეთს უკავშირებდება სახსრული შეერთებით, რომელსაც გააჩნია გასასვლელი მგზავრებისთვის, რაც მათ აძლევს საშუალებას, თავისუფლად გადაადგილდნენ ერთი სექციიდან მეორეში. ამგვარი შეერთება, მეტი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა, გაუმჯობესებული მანევრირების პირობებში, გაზრდილი სიგრძის, ჩვეულებრივ (შეუსახსრებელ) ავტობუსთან შედარებით. ვინაიდან სექციები განუცალკევებელია, იგი ერთ სატრანსპორტო საშუალებად განიხილება.[2]

შესახსრებული ტროლეიბუსი Ikarus 280T

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ავტობუსებს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მგზავრების გადაყვანა შეუძლია, ამასთან სამოძრაოდაც ფართო ზოლი ესაჭიროება, მათ ხშირად ჩქაროსნული (ექსპრეს) მარშრუტებისა და ავტობუსების ჩქაროსნული სისტემებისთვის იყენებენ, ცალკე გამოყოფილი გზებით, მაღალი მგზავრბრუნვის მიმართულებებზე.[3]

შესახსრებული ავტობუსების სიგრძე შეადგენს დაახლოებით 18 მეტრს (კანონმდებლობით, ნებადართულია არაუმეტეს 18,75 მ)[4] და იტევს 104-128 კაცამდე, 60-70 დასაჯომი ადგილით. მათი რაოდენობა, მეტად დამოკიდებულია ავტობუსის ძარას ტიპზე. თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები დაბალიატაკიანია, რის გამოც, სავალი ნაწილი სალონში თავსდება, რაც შესაბამისად ამცირებს საერთო ტევადობას, ხოლო ეტლით მოსარგებლეებზეე გამოსაყოფი ადგილების საჭიროების გამო, იკლებს დასაჯდომი ადგილების წილი.[5] საგანგებოდ ჩქაროსნული სისტემებისთვის, ასევე იყენებენ კიდევ უფრო გაზრდილი ტევადობის, 25-მეტრამდე სიგრძის ორმაგად შესახსრებულ ავტობუსებსაც.[5]

  1. საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ. საქართველოს პარლამენტი (2013-12-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  2. ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე. საქართველოს მთავრობა (2014-01-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-19. ციტირების თარიღი: 2019-08-19.
  3. „Journal of Public Transportation“. Center for Urban Transportation Research. 2011. ISSN 1077-291X. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-21. ციტირების თარიღი: 2019-08-19. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური გაბარიტები. სახმელეტო ტრანსპორტის სააგენტო (2017-08-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-19. ციტირების თარიღი: 2019-08-19.
  5. 5.0 5.1 Gentile, Guido; Nökel, Klaus (2016). Modelling Public Transport Passenger Flows in the Era of Intelligent, გვ. 61. ISBN 978-3-319-25080-9. ციტირების თარიღი: 2019-08-19.