შინაარსზე გადასვლა

შავი გაზაფხული (კუბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი გაზაფხული — ამ ტერმინით აღნიშნავენ კუბის 2003 წლის სადამსჯელო ღონისძიებებს დისიდენტების წინააღმდეგ.[1][2][3][4] მთავრობამ დააპატიმრა სულ 75 დისიდენტი, მათ შორის 29 ჟურნალისტი,[1] ისევე როგორც ბიბლიოთეკარები, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის აქტივისტები იმ საბაბით, რომ ისინი აშშ-ის ჯაშუშები იყვნენ და ეხმარებოდნენ მის მთავრობას. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ (Amnesty International) ისინი სინდისის პატიმრებად შეაფასა.

სადამსჯელო ღონისძიებები 2003 წლის 18 მარტს დაიწყო და ორ დღეს გასტანა. იქიდან გამომდინარე, რომ ის აშშ-ის ერაყში შეჭრის პარალელურად დაიწყო, მის შესახებ მინიმალური ცნობები გავრცელდა.[1]

ევროკავშირმა ეს ყოველივე ადამიანის უფლებების ძალადობრივ დარღვევად შეაფასა და კასტროს რეჟიმს 2003-დან 2008 წლამდე სანქციები დაუწესა.[5] დაპატიმრებების ეს სერია კი შეაფასა როგორც „ადამიანის ყველაზე ელემენტარული უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით კი შეხედულებისა და პოლიტიკური მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის“.[6]

საბოლოოდ, ამ დროისათვის (2011) ყველა დისიდენტი გათავისუფლებულია, ზოგიერთი მათგანი კი 2010 წლის დასაწყისში ესპანეთში გადასახლდა.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Carlos Lauria, Monica Campbell, and María Salazar. (March 18, 2008) Cuba's Long Black Spring. The Committee To Protect Journalists.
  2. Black Spring of 2003: A former Cuban prisoner speaks. The Committee to Protect Journalists.
  3. Three years after "black spring" the independent press refuses to remain in the dark. The Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-18. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
  4. Cuba - No surrender by independent journalists, five years on from "black spring". The Reporters Without Borders (March 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-02. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
  5. „EU lifts sanctions against Cuba“. BBC. 20 June 2008.
  6. Sakharov nominee: Cuban women who protest against unjust imprisonment. European Parliament.
  7. „Dissidents' release draws line under Cuba crackdown“. BBC News. 24 March 2011.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2011-12-24.