ღანძილი
იერსახე
ღანძილი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Allium ursinum L., 1753 | ||||||||||||||||
|
ღანძილი (ლათ. Allium ursinum), ასევე ცნობილი, როგორც ველური ნიორი — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე ხახვისებრთა ქვეოჯახისა. ივითარებს 15–50 სმ-მდე სიმაღლის სუსტ ღეროს, ძირთან — ორ მოგრძო-ელიფსურ ფოთოლს, წვერზე — ქოლგად შეკრებილ პატარ-პატარა თეთრ ყვავილებს.
აქვს ნივრის სპეციფიკური სუნი. ყვავილობს მაის-ივლისში. გავრცელებულია ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში. საქართველოში იზრდება ტენიან დაჩრდილულ ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. მოხარშულ და შეკმაზმულ ნორჩ ღანძილს საჭმელად ხმარობენ, აგრეთვე ამწნილებენ და ამარილებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავლიანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 583.