ქრისტესბეჭედა
იერსახე
ქრისტესბეჭედა (ლათ. Sanicula) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.
აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ყველგან, გარდა არქტიკისა და ავსტრალიისა. ყოფილ საბჭოეთის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 სახეობა იზრდება, აქედან 1 კავკასიასა და საქართველოში (Sanicula europaea). ქრისტებეჭედას ყველა სახეობა ფართო ფოთლოვანი ტყეების კომპონენტია, უფრო ხშირად წიფლნარში გვხვდება.
ქრისტესბეჭედას პოლიგამური, მარტივ ქოლგებად შეკრებილი ყვავილები აქვს; ქოლგის პერიფერიაზე მოკლეყუნწიანი, მტვრიანიანი ყვავილებია, ცენტრში — ორსქესიანი და მჯდომარე. სფეროსებრი ნაყოფი სქლადმოფენილია კაუჭისებრი ჯაგრებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 554, თბ., 1986 წელი.