შინაარსზე გადასვლა

უილიამ დე ლონგშამპი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ დე ლონგშამპი
ილის ეპისკოპოსი
ეპარქია ილის დიოცეზი
თანამდებობის დაკავება 15 სექტემბერი, 1189
ინთრონიზაცია 6 იანვარი, 1190
თანამდებობიდან წასვლა იანვარი, 1197
წინამორბედი ჯეფრი
მემკვიდრე ევსტასი
სხვა თანამდებობები ინგლისის ლორდ-კანცლერი
პირადი მონაცემები
დაბადების ადგილი ნორმანდია
გარდაცვალების თარიღი 1197
დასაფლავების ადგილი ლე-პინის სააბატო
ეროვნება ინგლისელი
რელიგია კათოლიციზმი

უილიამ დე ლონგშამპი (ინგლ. William de Longchamp; გ. 1197) — შუა საუკუნეების ინგლისელი ლორდ-კანცლერი, იუსტიციარიუსი, ილის ეპისკოპოსი. დაიბადა ნორმანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამედროვე მწერლები ლონგშამპის მამას გლეხის შვილად მოიხსენიებდნენ, მას რაინდის ტიტული ჰქონდა. ლონგშამპი ჯერ ემსახურებოდა ჰენრი II-ის უკანონო ვაჟს, ჯეფრის, მაგრამ სწრაფად გადავიდა რიჩარდ I-ის სამსახურში. როდესაც რიჩარდი გამეფდა 1189 წელს, ლონგშამპმა კანცლერის თანამდებობისათვის 3000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და მალევე დაინიშნა ილის ეპისკოპოსად. რომის პაპმა ლეგატად დანიშნა.

ლონგშამპი ინგლისის მმართველი იყო მეფე რიჩარდის მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობის დროს. ამ დროს მისი ხელისუფლება დაუპირისპირდა რიჩარდის ძმას, ჯონს, რომელმაც საბოლოოდ მოახერხა ლონშამპისათვის ძალაუფლების ჩამორთმევა და ინგლისიდან გაძევება. დაძაბული იყო ლონგშამპის ურთიერთობა სხვა წამყვან ინგლისელ დიდებულებთანაც, რამაც ხელი შეუწყო მის გაძევებას. ლონგშამპის ინგლისიდან წასვლის შემდეგ მალევე, ჯვაროსნული ლაშქრობიდან ინგლისში მიმავალი რიჩარდი ტყვედ ჩაუვარდა ჰაინრიხ VI-ს, საღვთო რომის იმპერატორს. ლონგშამპი გაემგზავრა გერმანიაში რიჩარდის გათავისუფლების მოლაპარაკებებში დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდის ინგლისში დაბრუნების შემდეგ ლონგშამპმა კანცლერის თანამდებობა დაიბრუნა, დაკარგა თავისი წინანდელი ძალაუფლების დიდი ნაწილი. თავისი კარიერის განმავლობაში დიდი მტრობა გამოიწვია მის თანამედროვეებში, თუმცა შეინარჩუნა რიჩარდის ნდობა და მეფესთან მუშაობდა გარდაცვალებამდე.