უესტმინსტერის წმინდა მარგარეტის ეკლესია
იერსახე
უესტმინსტერის სასახლე, უესტმინსტერის სააბატო და წმინდა მარგარეტის ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°30′00″ ჩ. გ. 0°07′37″ დ. გ. / 51.50000° ჩ. გ. 0.12694° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 426 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 426 ინგლ. • რუს. • ფრ. |
წმინდა მარგარეტის ეკლესია — ანგლიკანური ეკლესია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს მიწებზე, პარლამენტის მოედანზე.[1] ეკლესია აგებულია მარგარეტ ანტიოქიელის (წმინდა მარინე) სახელზე.[2]
ტაძრის ისტორია XII საუკუნეში იწყება, როდესაც ის ბენედიქტელმა ბერებმა ააშენეს. თუმცა ტიუდორების მმართველობისას, 1486 - 1523 წლებში საგრძნობლად გადაკეთდა. 1614 წელს ის ვესტმინსტერის სასახლის სამწყსო ეკლესიად გადაიქცა. 1734 - 1738 დაემატა ჩრდილოეთისა და დასავლეთის კოშკები, ხოლო მთლიანად სტრუქტურა პორტლანდური ქვით მოპირკეთდა. 1877 წელს ტაძრის ინტერიერი მნიშვნელოვნად აღდგენილ იქნა.[3]
1987 წელს, ვესტმინსტერის სასახლესა და სააბატოსთან ერთად, წმინდა მარგარეტის ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Guide to St. Margaret's დაარქივებული 2014-07-03 საიტზე Wayback Machine.
- Memorials of St. Margaret's church, Westminster, comprising the parish registers, 1539-1660, and other churchwardens' accounts, 1460-1603 დაარქივებული 2013-01-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Deanery of Westminster (St Margaret) დაარქივებული 2016-09-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Westminster Abbey. St. Margaret's, Westminster Parish details. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05. ციტირების თარიღი: 2008-05-03.
- ↑ Pevsner, N.; Bradley, Simon (2003). The Buildings of England: London 6 - Westminster. Uxbridge: Penguin. ISBN 0300095953.
- ↑ Scott, George Gilbert [1879] (1995). რედ. Stamp, Gavin: Personal and Professional Recollections. [London: Sampson Low, Marston, Searle & Rivington] Stamford: Paul Watkins Publishing. ISBN 1871615267.